x
მეტი
  • 04.12.2024
  • სტატია:138651
  • ვიდეო:351978
  • სურათი:512291
„იძახეთ, იი, ბავშვებს უნდა დავუჯეროთ, ევროპას გვართმევენ და ასეთი სიბრძნეები“ - მანჯავიძე
image

.

სოსო მანჯავიძე წერს, რა შეიძლება მოხდეს საქართველოში, თუ მოვლენები “უკრაინული მაიდნის” სცენარით განვითარდება.

“ძალიან მოკლედ მინდა ვთქვა, რას გამოიწვევს მაიდანი საქართველოში. დაიწყება სამოქალაქო დაპირისპირება. გაჩერდება ტურისტული, სარესტორნო, სამშენებლო, საწარმოო ბიზნესები და ზოგადად, ეკონომიკა ჩამოიშლება.


.

ლარი გაუფასურდება, საქართველო სასიცოცხლოდ აუცილებელი საკვები პროდუქტების იმპორტიორია, ეს პროდუქტები გაქრება ან კატასტროფულად გაძვირდება. დაიწყება შიმშილი და ამასთან დაკავშირებული კრიმინალი, შეიქმნება შეიარაღებული დაჯგუფებები, რომელსაც აღარ და ვეღარ გააკონტროლებენ ძალოვანი უწყებები.

.
საქართველოს ტერიტორიის კონტროლისთვის დაიწყება ბრძოლა დაინტერესებულ მხარეებს შორის, ქვეყანა მათი კონტროლის ზონებად დაიყოფა, ოღონდ ხანგრძლივი და სისხლისმღვრელი პროცესის შემდეგ. მაგალითები ბევრია - აგერ გვაქვს აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი, იდლიბი სირიაში, ლიბია, ერაყი ლიბანი, უკრაინა და კიდევ სხვა მრავალი აფრიკაში და აზიაში.

.

აი, მაშინ იძახეთ, იი, ბავშვებს უნდა დავუჯეროთ, ევროპას გვართმევენ და სხვა ასეთი სიბრძნეები, . ახალგაზრდას არ ესმის ეს საფრთხეები და ეს გასაგებია, არა აქვს გამოცდილება, მაღალია ჰორმონალური ფონი და სხვა.

.

ეს ძველგაზრდა აღქმოიდები მაოცებენ, მართალი იყო ცხონებული აინშტაინი, როდესაც ამბობდა, რომ ორი რამ არის უსაზღვრო-სამყარო და ადამიანის სისულელე, მაგრამ პირველში ეჭვი მეპარებაო. პროპაგანდა არ ქმნის იდიოტებს, ის თავიდანვე მათზე გათვლილი, რასაც ჩვენი უახლესი ისტორია ნათლად ადასტურებს.” წერს სოსო მანჯავიძე.

.

ართული საზოგადოებისთვის იყო ძალიან უსიამოვნო 4 წლის განმავლობაში რევოლუციის 4 მცდელობის ყურება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

.

„ეს ყველაფერი იყო ძალიან უსიამოვნო, გარკვეული კითხვები ისმებოდა ხოლმე ჩვენს ნაბიჯებთან დაკავშირებით, მათ შორის ამ კონტექსტში. ერთი რამ მინდა შეგახსენოთ, ამ 4 მცდელობის მაგივრად, რომ ყოფილიყო ერთი მცდელობა, მაგალითად ახლა, ამ მცდელობის რესურსი იქნებოდა ბევრად უფრო ძლიერი. ახლა ჩანს, რომ ძალიან ბევრი რესურსი გაანიავეს დროდადრო ამ 4 წლის განმავლობაში. შესაბამისად, რევოლუციის მცდელობის მეოთხე ტალღა იყო ბევრად უფრო სუსტი, ვიდრე შეიძლებოდა, ყოფილიყო სხვა შემთხვევაში.

.

ამ აქციებზე თქვენ ხედავდით, რომ აღარ ჩანდა ახალგაზრდა გოგონა, რომელიც ტუჩსაცხს ისვამდა პოლიციელის წინაშე, ან ყვავილით მისული ახალგაზრდა გოგონები, ან ქორწილიდან გამოქცეული წყვილი აქციაზე მისული, გაცვდა ყველაფერი, რაც აკერმანის სახელმძღვანელოში ეწერა. მეოთხე ტალღა რევოლუციის მოწყობის, „ნაცმაიდნის“ მცდელობის იყო ბევრად უფრო სუსტი, ვიდრე ეს შეიძლებოდა, ყოფილიყო სხვა შემთხვევაში“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

0
332
2-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
332
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0