საქართველო
"ეს მართლა მოღალატე და თან თავხედი" - ვისზე საუბრობს თაკო ჩარკვიანი
2024, 3 დეკემბერი, 15:34

პარტია "კანონი და სამართლის" ლიდერი თაკო ჩარკვიანი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და წერს:
"საქართველოს საგანმანათლებლო პროგრამიდან, ილია, აკაკი, ვაჟას, გურამიშვილისხ შედევრები ამოიღეს, ასევე დაამახინჯეს ( მიზანმიმართულად) საქართველოს ისტორია და ამოიღეს პროგრამიდან- სახელმძღვანელოდან, საქართველოსთვის ისტორიულად უმნიშვნელოვანესი, რუსეთისთვის კი სასარგებლოდ, საამებლად), ევროპულ ვექტორს უარი უთხრეს-კონსტიტუციური გადატრიალება მოახდინეს ( პრემიერ კობახიძის ღია გამოსვლით), ყველანაირი სამომავლო განვითარების პერსპექტივა ჩაუკლეს ქვეყანას -მომავალს! უდიპლომო, უმაღლესი ცოდნა, დიპლომი რომ არ აქვს, ( მგონი სკოლაც )
აი ასეთი პრეზიდენტი “დაგვიანონსეს” და ახლა, (ეს უტიფრები), ახალგაზრდებს ეუბნებიან გაკვეთილებს და ლექციებს ნუ აცდენთ, თქვენ ხომ უნდა ისწავლოთო, განათლება უნდა მიიღოთო!

აი ეს მართლა მოღალატე და თან თავხედი ხელისუფლება, რა გაბედეს, ეს რა გაუბედეს საქართველოს!!!!!
რუსეთის, მარიონეტულო “ოცნების” ხელისუფლებავ აორთქლდით სასწრაფოდ!
სანამ დროა!!!!!!"- ვკითხულობთ თაკო ჩარკვიანის პოსტში.