აფხაზეთი აფხაზეთის პარლამენტმა რუსეთთან სკანდალური შეთანხმება გააუქმა გუშინ, 15:39 თვითგამოცხადებული აფხაზეთის პარლამენტმა რუსეთთან სკანდალური შეთანხმება უარყო. სწორედ ამის გამო სოხუმში საპროტესტო აქციები მძვინვარებდა და პრეზიდენტი გადადგა. აფხაზეთის პარლამენტმა რუსეთის ფედერაციასთან საინვესტიციო შეთანხმებას მხარი არ დაუჭირა. ე.წ.აფხაზეთის პარლამენტმა რუსეთთან საინვესტიციო საქმიანობის შესახებ სკანდალური შეთანხმებას ხელი არ მოაწერა. ამ დოკუმენტის გამო თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში საპროტესტო აქციები მძვინვარებდა და პრეზიდენტი ასლან ბჟანია იძულებული გახდა გადამდგარიყო. რიგგარეშე სხდომაზე დეპუტატების უმრავლესობამ (21) მხარი არ დაუჭირა შეთანხმების რატიფიცირებას, ორმა კი თავი შეიკავა. სხდომის დასრულებას აფხაზეთის პარლამენტთან შეკრებელი დოკუმენტის მიღების წინააღმდეგი ასობით ადამიანი ელოდა. აფხაზეთის პარლამენტის წევრმა კან ყვარჩიამ აფხაზეთის ეკონომიკის მინისტრს ქრისტინა ოზგანს უნდობლობი გამოუცხადა რომელმაც, მისი თქმით, ხელი მოაწერა „რესპუბლიკისთვის კაბალურ შეთანხმებას“. "15 ნოემბრიდან ეს კითხვა აწუხებს ჩვენს ხალხს. პარლამენტმა დღეს ამ შეთანხმების რატიფიცირების წინააღმდეგ მისცა ხმა. (...) ეს არ არის მიმართული რუსეთის წინააღმდეგ, ეს არის აუცილებელი ღონისძიება, რადგან აფხაზეთისთვის კაბალური შეთანხმება არ შეიძლება იყოს რატიფიცირებული." კან ყვარჩია 189 2-ს მოსწონს
|