ტექნიკური iPhone ლოთების წინააღმდეგ 2012, 11 აპრილი, 16:52 Apple-ის ახალ პროდუქტს, IPhone 4-ს ფუნქცია სახელად BreathalEyes დაემატა.მას წამებში შეუძლია ადამიანის სიმთვრალის დონე დაადგინოს.გამოგონება პოლიციელთათვის მეტად მოსახერხებელი იქნება.იგი შეცვლის აპრობილებური ალკოტესტის პროცედურას და ეფექტურს გახდის მას.ამისათვის კი IPhone-ს კამერის, თვალთან მიახლოვებაც კი საკმარისია.ახალი ტექნოლოგიის პრინციპი ასეთია:კამერის აპარატი თვალის კაკლის მოძრაობის სიხშირეს და რიტმს აფიქსირებს, ხოლო ვერდიქტი დისპლეიზე ტექსტური სახით გამოაქვს.ტექნოლოგიის ფუძედ მოვლენა-"ნისტაგმი" გვევლინება, რომელიც თვალის კაკლის მოძრაობის მიხედვით ადამიანის ფიზიოლოგიურ და პათოლოგიურ მდგომარეობას განსაზღვრავს. 75 შეფასება არ არის
|