x
მეტი
  • 04.12.2024
  • სტატია:138651
  • ვიდეო:351978
  • სურათი:512291
"ამ ყვავს გამოუცხადებია - დროა, სკოლებიც გაიფიცონ და აქციებში ბავშვებიც ჩაერთონო"-რას გვეუბნება ზოგადი განათლების კანონი?
image"ამ ყვავს გამოუცხადებია - დროა, სკოლებიც გაიფიცონ და აქციებში ბავშვებიც ჩაერთონო.

image
ვერ ხედავთ, რომ უკვე სისხლის სამართლის დამნაშავეა?
არა, იქნებ ვერ ხედავთ და ზოგიერთებს გვეჩვენება?
ყველაფერს კადრულობს, ოღონდ საპრეზიდენტო ვადა გაიხანგრძლივოს და ქვეყანას კვლავაც წურბელასავით ჩააჯდეს.
რა სკოლები, რის ბავშვები, შე ავანტიურისტო გომბეშოვ?
სკოლებისა და არასრულწლოვნების გაფიცვა სად გაგონილა?!
image
აქამდე ვფიქრობდი, ვადა დაუმთვრდება, ნიფხვებსა და ჩუხტებს ჩაალაგებს, წაეთრევა, დავისვენებთ-მეთქი, მაგრამ არა!!! ახლა სხვანაირად ვფიქრობ, ეს მავნებელი აქედან ეგრე იოლად ვერ წავა - პასუხი უნდა აგოს ყველაფერზე, რაც პრეზიდენტობის პერიოდში ჩაიდინა!
image
ვაააახ, კაცოოოო!
პირველად ვხედავ ადამიანის მსგავს არსებას, რომელიც დღეში სამჯერ მიჰქარავს, არც “პერერივზე'' მიდის, არც შვებულებას იღებს, არც იღლება, არც არაფერი. მარტო არაყს ყლურწამს და იმაზე ფიქრობს, ამ ქვეყანას ყოველდღე რა ავნოს!"-წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი.
image

რას გვეუბნება კანონი ზოგადი განათლების შესახებ?

image
მუხლი 13. ნეიტრალურობა და არადისკრიმინაციულობა.

1. დაუშვებელია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სასწავლო პროცესის პოლიტიზება.


მუხლი 14. გამოხატვის თავისუფლება



1. მოსწავლეს, მშობელს და მასწავლებელს უფლება აქვთ კანონით დადგენილი წესით, სასკოლო დროს ან სკოლის ტერიტორიაზე მოიძიონ, მიიღონ, შექმნან, შეინახონ, დაამუშაონ ან გაავრცელონ ნებისმიერი ინფორმაცია და იდეები, აგრეთვე გამოიყენონ სკოლის რესურსები ინფორმაციისა და იდეების მოსაძიებლად, მისაღებად, შესაქმნელად, შესანახად, დასამუშავებლად ან გასავრცელებლად, საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, ამ კანონით განსაზღვრული შეზღუდვების გათვალისწინებით.


მუხლი 15. შეკრების თავისუფლება


1. მოსწავლეს, მშობელს და მასწავლებელს აქვთ წინასწარი შეტყობინების საფუძველზე სკოლის ტერიტორიაზე კანონით დადგენილი წესით შეკრების თავისუფლება.


2. დაუშვებელია, სკოლამ წარმართოს ან აკონტროლოს მოსწავლეთა, მშობელთა და მასწავლებელთა შეკრების მსვლელობა მათი სურვილის საწინააღმდეგოდ. სკოლას უფლება აქვს, საჭიროების შემთხვევაში, დაესწროს მოსწავლეთა, მშობელთა და მასწავლებელთა შეკრებას.

1
228
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
228
  
მაოხრებელი გზირი
0 1 1