x
მეტი
  • 06.01.2025
  • სტატია:139213
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512649
"დადგა მომენტი......"- რას წერს გია ხუხაშვილი

image


ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი ქვეყანაში შექმნილ მძიმე ვითარებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს:


"დადგა მომენტი, როდესაც ყველა საჯარო მოხელემ უნდა გააცნობიეროს, რომ ისინი უკვე ემსახურებიან არა ქართულ სახელმწიფოს, არამედ კონსტიტუციის და კანონის სივრციდან გასულ რეჟიმს, ანუ ხდებიან დანაშაულში თანამონაწილენი…


დღეს კობახიძემ ფაქტობრივად განაცხადა, რომ ხელისუფლება აჩერებს კონსტიტუციის მოქმედებას, რაც სამართლის ენაზე ნიშნავს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას.


როდესაც ხელისუფალი გადის საკანონმდებლო სივრციდან, ხალხი, როგორც ძალაუფლების წყარო უფლებამოსილია აღადგინოს კონსტიტუციური წესრიგი – დააბრუნოს ხელისუფლება მინიჭებული მანდატის ფარგლებში და თუ ეს შეუძლებელია, ჩამოაშოროს ძალაუფლებას.


მე მინდა ვუთხრა ყველა სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირს, ელჩებს, ძალოვნებს, თუ ყველა საჯარო მოხელეს – მათი ლოიალობა ხელისუფლის ამ დირექტივის მიმართ, ნიშნავს სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილ ამ უმძიმეს დანაშაულში თანამონაწილეობას. დანაშაულში, საქართველოს მომავლის, მათი შვილების მომავლის წინაშე და ამ დანაშაულს ხანდაზმულობის ვადა არა აქვს."- ვკითხულობთ გია ხუხაშვილის პოსტში.


შეგახსენებთ, რომ ელჩებმა შეერთებულ შტატებში, ნიდერლანდებსა და ბულგარეთში, ასევე ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა იტალიაში თანამდებობები მას შემდეგ დატოვეს, რაც 28 ნოემბერს „ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს აჩერებს. თანამდებობები დატოვეს ასევე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, თემურ ჯანჯალიამ და შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის ტაქტიკური მომზადების სამსახურის უფროსმა ინსტრუქტორმა, გიორგი გაბეხაძემ.


"ოცნების" გადაწყვეტილებას გაემიჯნენ - შემოსავლების სამსახურის თანამშრომლები, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის თანამშრომლები, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები, საქართველოს სოციალური მუშაკები, ეროვნული ბანკის 170-ზე მეტი თანამშრომელი, ა(ა)იპ მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანების 250-მდე თანამშრომელი, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები, იუსტიციის თანამშრომლები, განათლების სამინისტროს 160-ზე მეტი თანამშრომელი.







0
491
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
491