რამდენიმე ქვეყნის განათლების ექსპერტები მივიდნენ დასკვნამდე, როცა მასწავლებელი ახალგაზრდაა მოსწავლეების გაკვეთილზე დასწრებაც და სწავლის დონეც ბევრად მაღალია
განათლების სფეროს ექსპერტები რამდენიმე ქვეყანაში ჩატარებული კველევების შედეგად მივიდნენ დასკვნამდე-სკოლები, სადაც მოსწავლეებს ახალგაზრდა მასწავლებლები, უშაობენ მასწავლებლებად თუ კლასის დამრიგებლებად, სწავლის დონეც და გაკვეთილებზე დასწრებაც ბევრად მაღალია, ვიდრე იმ სკოლებში, სადაც დამსახურებული, მაგრამ ასაკოვანი პედაგოგები მუშაობენ მასწავლებლებად ან კლასის დამრიგებლებად.
ახალგაზრდა მასწავლებელი, რომელიც უმაღლესი სასწავლების დამთავრებისთანავე იწყებს მუშაობას სკოლებში მასწავლებლად, მოწადინებულია მის გაკვეთილებზე მოსწავლეების დასწრება იყოს მაქსიმალურად მაღალი, ასევე მოსწავლეების სწავლის დონე იყოს მაღალ ნიშნულზე.
პირადი გამოცდილებით ვამბობ: საგანი, რომელსაც უკვე ასაკოვანი მასწავლებელი მასწავლიდა, არ მიყვარდა, უბრალოდ მოვალეობის მოხდის მიზნით ვსავლობდი ამ საგანს, მაგალითისთვის ქიმიაც საკმარისი იქნება.
ხოლო საგნები, რომლებსაც ახალგაზრდა მაწავლებლები მასწავლიდნენ ბევრად უფრო პრიორიტეული იყო ჩემთვის უკრაინაშიც და საქართველოშიც. ისტორია, ფიზიკა, გეომეტრია, ალგებრა, ფიზკულტურა, რუსულ-უკრაიბული ენა და გრამატიკა, ბუნებრივია საქართველოში დაბრუნების მერე ქართულთან ერთად.
ახალგაზრდა მასწავლებლები მოტივაციას გვაძლევდნენ კარგი განათლების მისაღებად, ხშირად ჩვენთან ერთად სკოლის ეზოში ერთობოდნენ, რასაც ბუნებრივია ასაკოვან პედაგოგს ვერც ვაკადრებდით და არც ისინი გაგვიყადრებდნენ თავს.
ჩემი პატივისცემა, ნებისმიერ ღვაწლმოსილ პედაგოგს, მაგრამ მე ვფიქრობ პენსიაში გასული პედაგოგი არ უნდა მუშაობდეს სკოლაში.