საქართველო "თუ საქართველოს გაერთიანებას მსხვერპლი სჭირდება, დაე, მე ვიყო იგი, ოღონდ უკანასკნელი" 1 დეკემბერი, 14:31 პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურ დირექტორი კონსტანტინე გამსახურდია ქვეყანაში მიმდინარე დაძაბულ პოლიტიკურ ვითარებას ეხმაურება და 1991 წელს ექიმი გია აბესაძის თვითმკველელობას იხსენებს, ამ ადამიანმა პროტესტის ნიშნად თავი დაიწვა რუსთაველზე . მას არ უნდოდა, რომ ქართველებს ერთმანეთისთვის ტყვია ესროლათ, ამ აქტით მაინც უნდოდა მას სისხლისღვრა აეცილებინა. "1991 წელს გავიხსენებ, როდესაც 21 სექტემბერს საზოგადოებრივმა და პოლიტიკურმა დაპირისპირებამ პიკს მიაღწია. მაშინ იმ დროინდელმა პუტჩისტებმა დაიწყეს მზადება მთავრობის სასახლეზე შეიარაღებული თავდასხმისთვის. ოფიცერთა სახლის წინ ახალგაზრდა კაცმა, რომელიც ეროვნული ხელისუფლების მომხრე იყო, სრულიად მოულოდნელად ბენზინი გადაისხა და ცეცხლი წაიკიდა. ის ნახევრად დამწვარი გადაიყვანეს საავადმყოფოში, სადაც მხოლოდ 48 საათი იცოცხლა, სუნთქვის უკმარისობით გარდაიცვალა. ეს ადამიანი გახლდათ გია აბესაძე, წარმოშობით ზესტაფონიდან, მეუღლე და ერთი ქალიშვილი ჰყავდა. ქალიშვილს წერილი დაუტოვა: თუ საქართველოს(სხვა წყაროთი ქართველთა ერთობას) გაერთიანებას მსხვერპლი სჭირდება, დაე, მე ვიყო იგი, ოღონდ უკანასკნელი... მისი ეს ქმედება ბოლომდე გაცნობიერებული აქტი იყო, ცეცხლწაკიდებული იმეორებდა: გაუმარჯოს საქართველოს! გაუმარჯოს საქართველოს! დატოვებული ბარათით შვილს პატიებაც სთხოვა, წერდა: შვილო, მაპატიე, რომ გაიზრდები, გამიგებ! მან ეს ნაბიჯი გადადგა საბჭოთა იმპერიის და მისი ჯალათების წინააღმდეგ. ამის გაანალიზება ვერ მოხდებოდა იმ სრულიად შიზოფრენიულ სიტუაციაში, სრულად გონებადაბინდულ ვითარებაში, სადაც იმპერიას აწყობდა ქართველთა დაპირისპირება. ცდილობდა, რაც შეიძლებოდა მეტი ეთნიკური ქართველი ჩაერთო ამ დაპირისპირებაში, ამ ავტიურაში კანონიერი ხელისუფლების დასამხობად და ქვეყნის სამოქალაქო ომის უფრსკულში გადასაჩეხად."
სრული ინტერვიუ კონსტანტინე გამსახურდიასთან იხილეთ <<ამ ბმულზე>> 320 3-ს მოსწონს
|