საზოგადოება რეკლამის იდეები, რომლებიც შთაგაგონებთ ზედმეტი კილოგრამების დაკლებას 3 დეკემბერი, 11:17 რეკლამა ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილი და ბრენდის წარმატების გარანტიაა. კარგი რეკლამა წინ გადადგმული უდიდესი ნაბიჯია იმ რთულ გზაზე, რასაც ბაზარზე დამკვიდრება ჰქვია. მაშასადამე, ის ერთ-ერთი წამყვანი რგოლია პროდუქციის რეალიზაციის საკითხში.
"რეკლამა"- ლათინურიდან აღებული სიტყვაა და პირდაპირი თარგმანით "ყვირილს" ნიშნავს. რეკლამა ხომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ხრიკია მარკეტინგულ სისტემაში, რომლის საშუალებით, არამარტო ვიხიბლებით პროდუქციით, არამედ ხშირ შემთხვევაში ვტყუვდებით კიდეც მომხმარებლები. მაშასადამე, ამა თუ იმ პროდუქციის დიდი სააგენტოები, ცდილობენ, რაც შეიძლება მეტი ინოვაცია და განახლებული, ეფექტური რეკლამა მოგვახვიოს თავს, რათა მეტი რეალიზაცია მოახდინოს ამა თუ იმ ნაწარმის. თუმცა, ისიც უნდა აღვნიშნოდ, რომ უამრავი კრეატიული რეკლამა ჩვენს განცვიფრებას ნამდვილად იწვევს და დიდ მოწონებასაც იმსახურებს. აქვე შეგახსენებთ, რომ 2006 წლის სექტემბერში, ქალაქ სან-პაულოს მერმა, გასცა ე.წ. "სუფთა ქვეყნის კანონი", რაც სწორედ გარე რეკლამების ამოღებას გულისხმობს. კანონის მიღების წელს, ანუ 2006 წლის მიწურულამდე, კანონის თანახმად, სულ 15 000 ბილბორდი ამოიღეს, ასევე პლაკატები შენობებსა თუ გზებზე. კანონი ასევე კრძალავს სატრანსპორტო ავტობუსებზე არსებულ რეკლამებსა და ბროშურა-ბუკლეტების დარიგებას. სრული კონტროლისათვის კი ქალაქის მერმა მოახდინა გარე ვიდეო მონტაჟი, რისთვისაც 8 მილიონი ამერიკული დოლარი გამოიყო. სამხრეთ ამერიკის, სიდიდით მეოთხე ქალაქი კი ბოლო 7 წლის განმავლობაში, აღნიშნული მიზეზის გამო, მსოფლიოს საუკეთესო ქვეყნებში შევიდა. მიღებულმა და დაკანონებულმა გადაწყვეტილებამ, ქალაქის ურბანული ფირმებისა და სარეკლამო ჯგუფების განგაში გამოიწვია, ვინაიდან რეკლამებიდან თვიურად შემოსული 133 მილიონი დოლარი შეწყდა და 200, 000 თანამშრომელი დარჩა უმუშევარი. გარდა ამისა, ქალაქი სრულ ჯუნგლებს დაემსგავსა, მხოლოდ ნაცრისფერი ბეტონის კედლებია, თუმცა მაინც აღნიშნავენ, რომ აქამდე პლაკატებით დაფარული არქიტექტურული ნიმუშები გამოჩნდა. სან-პაულო ერთადერთი ქალაქი არაა ასეთი კანონით, გარე რეკლამები ასევე აკრძალულია Vermont, Alaska, Hawaii და ამერიკის შეერთებულ შტატებში მდებარე ქალაქ Maine-ში. დღეს გამყიდველები უამრავ ხრიკს მიმართავენ იმისათვის, რომ გვაიძულონ ვიყიდოთ ის ნივთი, რომლის ყიდვაც იდეაში არ გვქონია. თუმცა, დღევანდელი სტატიის არსი სხვა აზრში მდგომარეობს. კრებულში არსებული რეკლამა მიმართულია ადამიანის მოტივაციაზე, რომ შთააგონოს საკუთარი თავი ზედმეტ კილოგრამებთან შესაბრძოლებლად. რეკლამის იდეები, რომლებიც შთაგაგონებთ ზედმეტი კილოგრამების დაკლებას1. შეწყვიტე საკუთარი თავის მოტყუება. წონაში საგრძნობლად მოიმატე, არც ორსულობაა და არც ჰორმონები. 2. ტვინს არა, მაგრამ ზედმეტ კილოგრამებს ნამდვილად უშველის. 3. აღმოჩნდი სწორ ადგილას, არჩევანი ხომ შენს ხელთაა. 4. გაათავისუფლე შენი ჯანსაღი სული შენივე არაჯანსაღი სხეულიდან. 5. გამაჯანსაღებელი ცენტრის შესასვლელი და გამოსასვლელი კარი. 6. აკეთეთ გაწელვები, ეს ნიშვნელოვანია. 7. გადაამოწმე წონა, სანამ შენი ტრანსპორტი მოვა. 8. ახალ წელს უნდა იღებდეთ საჩუქრებს და არა ზედმეტ კილოგრამებს. 9. ზამთრის სამოსელის გახდის დროა. 10. თავს ნუ იტყუებ, ვიცით როგორც გამოიყურები შიგნიდან. 11. აკონტროლე ფორმები. 12. თუ არ მოძრაობ, სუქდები. 13. მოიცილე ზედმეტი ტვირთი. 14. უკეთესია, თუ საკუთარი სხეულის არ შეგრცხვებათ. 15. თქვენი ღილი თუ ბალთა, ეს-ესაა გიმტყუნებთ. 149 3-ს მოსწონს
|