საუკეთესო ვარცხნილობები Alternative Hair Show 2012-ზე
2012, 24 ოქტომბერი, 16:53
14 ოქტომბერს, ლონდონში, გაიმართა საიუბილეო 30-ე თმის ვარცხნილობების გამოფენა, Alternative Hair Show 2012. მასში მონაწილეობას ღებულობდნენ მსოფლიოს საუკეთესო სტილისტები. წარმოდგენილი იყო ყველაზე უჩვეულო და განსაცვიფრებელი ვარცხნილობები. მსოფლიოს საუკეთესო სტილისტები და პარიკმახერ-დიზაინერები პირდაპირ მაყურებლების თვალწინ ქმნიდნენ საუცხოო ვარცხნილობებს.
შემოსული თანხა კი გადარიცხული იქნა საქველმოქმედო ფონდში, რომელიც ლეიკემიით დაავადებულებს მოხმარდება. 30 წლის განმავლობაში რაც ეს გამოფენა, Alternative Hair Show, არსებობს, 8 მილიონი ფუნტი იქნა შემოწირული.
შოუ ასევე ეწყობა იმის გამოც, რომ აღმოაჩინონ ახალი ტალანტები ამ სფეროში.