ჟურნალისტი ინგა გრიგოლია უკანონო და არაპროპორციული ძალის გამოყენებით პარლამენტთან საპროტესტო აქციის მონაწილეთა დარბევას სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს:
"ქოცებო, თქვე ნაძირალა ვირთხებო!
გამარჯობა არ მითხრათ აღარასოდეს და თქვენით გაა@ვით ჩემი ფრენდებიდან (თუ ვინმე შემორჩენილხართ კიდევ ) და სანაცნობოდან!
რობოკოპებით გამაგრებულო კუანა ვირთხებო! !
დავამთავრე თქვენთან ყველაფერი!
ქვეყნის ღალატი არაა არა, ევროკავშირთან ურთიერთობის გაწყვეტა და პუტინის ქება-დიდება?!
ოხ, თქვე ვირთხებო თქვენა!"– წერს ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტის შენობის წინ მდებარე მოედანზე გამართული მშვიდობიანი საპროტესტო აქცია სპეცრაზმმა დაშალა. მომიტინგეთა დასარბევად ასევე გამოყენებული იყო წყლის ჭავლი და წიწაკის სპრეი. ე.წ. რობოკოპები აქციის მონაწილეებს ფიზიკურადაც გაუსწორდნენ. მოქალაქეებს აქვთ ეჭვი, რომ წყლის ჭავლშიც იყო გარკვეული ნივთიერება გარეული, ვინაიდან ყველა მათგანს თვალების წვა და სუნთქვის გაძნელება აღენიშნებოდა.