x
მეტი
  • 29.11.2024
  • სტატია:138532
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512198
''დასავლური საზოგადოებრივი აზრის გავლენისაგან მთლიანად თავისუფალი საქართველოს მთავრობა მოიქცევა ისე, როგორც გაუხარდება, ეს ყველა ჩვენგანს არათავისუფალ საზოგადოებაში ცხოვრების საშიშროებას შეგვიქმნის''

გელა ჩარკვიანი ნაგერალა

„რატომაა აუცილებელი ჩვენთვის – მივისწრაფოდეთ ნატოს და ევროკავშირის წევრობისაკენ. რა თქმა უნდა, საბოლოო მიზანი ამ ორგანიზაციებში სრულფასოვანი წევრობაა, რომელიც, როგორც ითქვა, შესაძლოა კიდევ დიდხანს არ მოხდეს, მაგრამ ჩვენთვის, გადაჭარბება არ იქნება თუ ვიტყვი, რომ მიზანზე არანაკლებ მნიშვნელოვანია თავად პროცესი, ანუ მიზნისკენ მიმავალი გზა. ამ ორგანიზაციების მკაცრი მოთხოვნების შესრულება ხვეწს ჩვენს პოლიტიკურ ინსტიტუტებს და სულ უფრო ამსგავსებს ჩვენს ახალგაზრდა დემოკრატიას თავის ევროპულ ანალოგებს. გასათვალისწინებელია კიდევ ერთი გარემოება. დამოუკიდებელი არსებობის წლებმა დაგვარწმუნა, რომ საქართველოს პოლიტიკური სისტემა ჯერ კიდევ ბოლომდე დაბალანსებული და სანდო არ არის. ჩვენი ინსტიტუტები ურთიერთაწონასწორების ფუნქციებს უმეტესწილად ვერ ასრულებენ. მთავრობები, ზოგჯერ გამოუცდელობით, ზოგჯერ კი აშკარად საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნების, ან სულაც გამარადისების მიზნით, ქვეყნისთვის საზიანო გადაწყვეტილებებს იღებენ. თუ ქვეყანა გადაუხვევს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზიდან, მაშინ ამგვარი გადაწყვეტილებების კორექცია აღარასდროს მოხდება და ნატოს, ევროკავშირის და, საერთოდ, დასავლური საზოგადოებრივი აზრის გავლენისაგან მთლიანად თავისუფალი საქართველოს მთავრობა მოიქცევა ისე, როგორც გაუხარდება ეს კი ყველა ჩვენგანს არა-თავისუფალ საზოგადოებაში ცხოვრების საშიშროებას შეგვიქმნის და დაემუქრება იმ მეტ-ნაკლებ დაცულობასა და უფლებებს, რომლებიც დასავლეთის ქვეყნების დახმარებით, ესოდენ დიდი ძალისხმევის შედეგად მოვიხვეჭეთ“.

0
48
1-ს მოსწონს
ავტორი:ლურჯი თოლია
ლურჯი თოლია
Mediator image
48
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0