სისხლის სამართალი თვითმფრინავიის გატაცების ყველაზე იდუმალებით მოსილი საქმე დასასრულს უახლოვდება 28 ნოემბერი, 16:24 ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე იდუმალი დეტექტიური საქმე დასასრულს უახლოვდება - როგორც ჩანს, იმ ადამიანის პარაშუტი, რომელიც თვითმფრინავის აფეთქებით იმუქრებოდა, 200 000 დოლარი მიიღო, შემდეგ კი გადახტა თვითმფრინავიდან და უკვალოდ გაუჩინარდა, 53 წლის შემდეგ იპოვეს. 1971 წლის 24 ნოემბერს უცნობი ჯენტლმენი ავიდა Northwest Orient Airlines-ის Boeing 727-ში. ფრენა პორტლენდიდან სიეტლში ხორციელდებოდა. სალაროში კაცმა ბილეთი აიღო დენ კუპერის სახელზე და ნაღდი ფულით გადაიხადა, მოგვიანებით ის ვერც კი გაიხსენეს. არაფერი განსაკუთრებული. ფრენის დროს კუპერმა ბორტგამცილებელი იხმო, გადასც ბარათი და დაამატა, რომ თან ბომბი ჰქონდა, თან ის სიამოვნებით აჩვენა - ოთხი წითელი ცილინდრი, რომლებიც შეცდომით დინამიტად მიიჩნიეს. კრიმინალის პირობები მარტივი იყო: 200 ათასი დოლარი (დღევანდელ ფულით ეს არის 1, 54 მილიონი$) და ოთხი პარაშუტი (პოლიციის თვალის ასახვევად ეშმაკურად შექმნა შთაბეჭდილება, რომ მას შეეძლო ეკიპაჟის წევრებისთვისაც დაეძალებინა გადახტომა). როდესაც "ბოინგი" სიეტლში დაეშვა, კუპერს ფული და პარაშუტები გადასცეს - სანაცვლოდ მან 36-ვე მგზავრს თვითმფრინავის დატოვების უფლება მისცა. მან თვითმფრინავის საწვავის შევსება მოითხოვა და აფრენის ბრძანება გასცა. ფრენიდან ნახევარი საათის შემდეგ კაცმა სამგზავრო გასასვლელი გახსნა და ღრუბელში გადახტა სადღაც პორტლენდის თავზე. კუპერი საერთოდ არ ნერვიულობდა. აგრესიითაც არ გამოირჩეოდა, იხსენებდნენ ბორტგამცილებლები. როდესაც მათ ჰკითხეს, თუ რატომ აირჩია დამნაშავემ მათი ავიაკომპანია გასატაცებლად, მან უპასუხა: ის არ იყო ნაწყენი Northwest Airlines-ზე, ისინი უბრალოდ „აკმაყოფილებდნენ მის მოთხოვნებს“. უცნობმა პირმა ერთადერთი მტკიცებულება დატოვა. ჰალსტუხი JCPenny-ის ქსელურ მაღაზიაში. გამომძიებლებმა ვერ შეძლეს გამტაცებლის იდენტიფიცირება. მოწმეებმა აღწერეს კუპერი, როგორც 45 წლის, მუქი თმით და ყავისფერი თვალებით, ეცვა მუქი საქმიანი კოსტუმი თეთრი პერანგით, შავი ლაბადა და ყავისფერი ფეხსაცმელი. თან ჩანთა ჰქონდა. როგორც ჩანს, მამაკაცმა ფსევდონიმი "დენ კუპერი" აიღო კომიქსებიდან კანადელ მფრინავზე, რომელმაც მსგავსი ტრუკი შეასრულა. 1980 წელს მდინარე კოლუმბიის ნაპირზე, იმ მხარეში, სადაც გამტაცებელი შესძლოა დაშვებულიყო, სრულიად შემთხვევით იპოვეს სამი შეკვრა დოლარი, რომელიც გადასცეს კუპერს (ფული დანომრილი იყო ). დროისა და ტენიანობის გამო, კუპიურები გაიცრიცა, დაიფლითა და მხოლოდ ნაწილობრივ იყო შემორჩენილი. გამომძიებლებს რამდენიმე ეჭვმიტანილი ჰყავდათ, მაგრამ არცერთი მათგანზე დანაშაულის მნიშვნელოვანი მტკიცებულება არ არსებობდა. ცოტა ხნის წინ, მოყვარულმა დეტექტივმა დენ გრიდერმა სოციალურ ქსელში განაცხადა, რომ ერთ-ერთი ეჭვმიტანილის შვილებმა მას კუპერის პარაშუტი აჩუქეს. შანტე და რიჩარდ III მაკკოი ამტკიცებენ, რომ მათი გარდაცვლილი მამა, ვიეტნამის ყოფილი ვეტერანი რიჩარდ ფლოიდ მაკკოი II, არის იდუმალი გამტაცებელი. მაკკოი უფროსი პოლიციის ყურადღების ცენტრში მოექცა მას შემდეგ, რაც მან თვითმფრინავის თითქმის მსგავსი გატაცება განახორციელა 1972 წლის აპრილში. ის დენვერის რეისში ჩაჯდა, ამოიღო იარაღი და ეკიპაჟს უბრძანა მისთვის მიეცათ ოთხი პარაშუტი და 500 000 დოლარი. ისევე როგორც კუპერი, ისიც პარაშუტით გადახტა, თუმცა მაკკოი მალე დააპატიმრეს და ეჭვმიტანილი იყო კუპერის 1971 წლის საქმეში.. მან არ აღიარა ეს დანაშაული და დაპატიმრებიდან ორი წლის შემდეგ ციხიდან გაქცევა სცადა, რა დორსაც FBI-ის აგენტებმა მოკლეს. დამნაშავის შვილებმა პარაშუტი მშობლების ძველი ნივთების დალაგების დროს იპოვეს. ვარდისფერი ქსოვილისა და იმავე ფერის თოკებისგან დამზადებული პარაშუტი არაჩვეულებრივად გამოიყურება. ახლა FBI იკვლევს ნაპოვნ ნივთს. დენ გრიდერის თქმით, შემდეგი ლოგიკური ნაბიჯი იქნება რიჩარდ მაკკოის ცხედრის ექსჰუმაცია დნმ-ის ტესტირებისთვის. თუმცა, დასადგენია, შესაძლებელი იყო თუ არა ჰალსტუხიდან და ქინძისთავიდან, რომელიც ჰალსტუხს ამშვენებდა გენეტიკური ანალიზის აღება. 231 2-ს მოსწონს
|