საზოგადოება „აჯობებდა, უმაღლესი ჯილდო გადაგვეცა ამ თავდადებული კაცისთვის (ივანიშვილი), სპორტისა და ხელოვნების გვერდში დგომისთვის“ - გენო პეტრიაშვილის ინიციატივა დღეს, 17:02
.
"ქართული ოცნების" დეპუტატმა გენო პეტრიაშვილმა დღევანდელ კომიტეტის სხდომაზე, სადაც მინისტრობის კანდიდატებს უსმენდნენ, ბიძინა ივანიშვილს მადლობა გადაუხადა სპორტის განვითარებისთვის და მისთვის უმაღლესი ჯილდოს გადაცემის ინიციატივით გამოვიდა:
.
"ახლა როგორც უკვე თქვენი კოლეგა მინდა მადლობა გადაგიხადოთ თითოეულ თქვენგანს იმ შრომისა და ღვაწლისათვის, რასაც ქართული სპორტის განვითარებისთვის აკეთებთ და ახდენთ. მინდა თითოეულ თქვენგანს, მინისტრებს გისურვოთ წარმატება თქვენი ქვეყნის სადიდებლად და საკეთილდღეოდ... მადლობა მინდა, პირველ რიგში, გადავუხადო ქართუ ფონდს და ბატონ ბიძინა ივანიშვილს იმისთვის, რომ ძალიან დიდი შრომა და თავდადება გაწია ჩვენი სპორტის განვითარებისთვის და ხომ არ აჯობებდა უმაღლესი ჯილდო გადაგვეცა ამ თავდადებული კაცისთვის, სპორტის, კულტურისა და ხელოვნების ასე გვერდში დგომისთვის, " - თქვა გენო პეტრიაშვილმა. . ახალი მოწვევის პარლამენტში, 4 კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განათლების, კულტურისა და სპორტისა და ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ. უკვე მეორე დღეა პარლამენტში მინისტრთა კაბინეტის ახალ წევრებს უსმენენ. მთავრობის დამტკიცებამდე კომიტეტები მინისტრობის კანდიდატების სამოქმედო გეგმას ისმენენ. . დღესვე გენო პეტრიაშვილის გარდა ბიძინა ივანიშვილს მადლობა გადაუხადა კულტურის მინისტრობის კანდიდატმა თიკა რუხაძემაც. მან ივანიშვილის მიერ გაწეული საქმიანობები ჩამოთვალა და ამისათვის პარტია ქართული ოცნების დამფუძნებელსა და საპატიო თავმჯდომარეს საჯარო მადლობა გამოუცხადა. 18 შეფასება არ არის
|