x
მეტი
  • 27.11.2024
  • სტატია:138507
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512164
100 წლის ასაკში გარდაიცვალა მსოფლიოში ცნობილი, საბჭოთა არმიის მარეგულირებელი ქალი

image
სამხედრო თემაზე დაწერილ წიგნებში თუ გამოცემებში თუ არა საბჭოთა კავშირის პერიოდში ნაცხოვრებ ადამიანებს გეხსომებათ ეს ქალბატონი.
ეს სახელგანთქმული ქალბატონი საბჭოთა არმიის საგზაო მარეგულირებელი მარია ლიმანოვსკაია გახლდათ, გახლდათ რადგან ის ახლა 100 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ლიმანსკაია ფრონტზე 18 წლის ასაკში წავიდა. თავიდან ჯარისკაცებისთვის ტანსაცმელს კერავდა, ოდნავ მოგვიანებით კი შესაბამისი კურსების გავლის შემდეგ გახდა გზის მარეგულირებელი. გერმანელების ცეცხლის ქვეშ შედგა მისი დეპიუტი, როგორც საგზაო მარეგულებლისა, მდეინარე დონზე გადასასვლელზე. მონაწილეობდა სტალინგრადის დაცვაში, მონაწილეობდა სიმფეროპოლის, ბელორუსიის და პოლონეთის განთავისუფლებაში, ბრძოლით და თავისი პროფესიით მუშაობით ჩავიდა ბერლინში.
თავისი სამსახურის შსრულებისას არაერთხელ იყო სიკვდილის საფრთხის ქვეშ, ერთხელ მდინარეზე დატვირთული ტრანსპორტის მიერ გაბზარული ყინულის სქელის ფენის ქვეშ ჩავარდა და ორმაგი პნევმონია და მალარია გადაიტნა.
გზის რეგულირებისას მას მუხრუჭების პრობლემების გამო დაეჯახა სატვირთო მანქანა, რის გამოც აღმოჩნდა ჰოსპიტალში, რომელიც მეორე დღეს გერმენულმა ავიაციამ დაბომბა.
საბედნიეროდ უშუალოდ მარიას პალატაში ჩამოვარდნილი ბომბი არ აფეთქდა და მარია სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს.

1945 წლის 2 მაისს გერმანიის დედაქალაქში სამხედრო კორესპონდენტმა ევგენი ხალდეიმ გადაიღო სურათი, რომელიც მატიანედ იქცა. ახალგაზრდა, საბჭოთა სამხედრო ფორმაში გამოწყობილი გოგონა ბრანდებურგის ჭიშკართან შემაღლებულზე დგას და მანქანების მოძრაობას არეგულირებს.
ეს გოგონა გახლდათ მარია ლიმანოვსკაია.

image


ბერლინის შემდეგ მარია არეგულირებდა საგზაო მოძრაობას პოსტდამში, სადაც მოკავშირე ქვეყნების ხელმძღვანელებს კონფერენცია ჰქონდათ. როცა დიდი ბრიტანეთის პრმიერის-ჩერჩილის კორტეჟმა გაუარა მარიას, ჩერჩილმა მანქანა გააჩერებინა და თარჯიმნის დახმარებით მარიას ჰკითხა: ბრიტანელი სამხედროები ხომ არ გაწუხებენ?
მარიამ უპასუხა: ეშმაკმა დალახვროს, ვინ რა უნდა გამიბედოს?
მიიღო რა თარჯიმნის ნათარგმნი, ჩერჩილს გაეცინა და გაემგზავრა.
ომის შემდეგ მარია ჯერ მედდად მუშაობდა, მოგვიანებით ბიბლიოთეკარად. 2020 წელს შვილთან გადავიდა საცხოვრებლად, მისი შვილიშვილი ცოლად გაჰყვა რუსეთში მცხოვრებ გერმანელს და გერმანიაში, ჰანოვერში გადავიდა საცხოვრებლად და შოკოლადის ქარხანაში მუშაობენ, მათ 5 შვილი ჰყავთ..
მისი ლეგენდად ბებია კი ახლა 100 წლის ასაკში გარდაიცვალა.

0
254
4-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
254