x
მეტი
  • 27.11.2024
  • სტატია:138497
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512156
"ბიძინას წლის ხუმრობა......"- რას წერს თაკო ჩარკვიანი

image


პარტია "კანონი და სამართლის" ლიდერი თაკო ჩარკვიანი "ქართული ოცნების" მიერ პრეზიდენტობის კანდიდატად წარდგენილ მიხეილ ყაველაშვილის კანდიდატურას სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის პოსტით ეხმაურება და წერს:


"ბიძინას წლის ხუმრობა- ყაველაშვილი პრეზიდენტად


კაცო, მე მგონი ეს ოლიგარქი ბიძინა გვეუბნება “ყველაფერს აკეთებს”, რომ ქუჩაში გავიდეთ და აღარ გამოვიდეთ, მეტი რა ჰქნას, რა ფორმით უნდა მოგვაყენოს შეურაცხყოფა? ! აჰა “ყაველაშვილი პრეზიდენტადო”!!!!ახლა ერთი დარჩა, რომ ჩვენ მივხვდეთ დროულად, რომ “სიაფანდი”, ზოგი ფეიკი, ზოგიც მევახშე, ზოგიც პრემიერობის ნაადრევად მოსურნე, კეკლუცი ოპო “ლიდერების” იმედად არ უნდა იყოს საზოგადოება!!!


დიახ, სიმართლე ეს არის, უსუსური ცუღლუტი, გადამგდები ოპო ლიდერები, “ტიპები” ბრძოლაში რომლებიც შენიშვნას არ იღებენ დროულად, პრივატიზირებული აქვთ ტვ “ეთერები”, ორგანიზატორები ჩვენ ვართო -დიახ თავად არიან, “გეგმაც” თავად იციან ( რომელიც ბოლოს ირკვევა, რომ (თურმე) არ არსებობს)…. და გაჰყვირიან “დილით პარლამენტი არ უნდა შედგესო” მოტრიალდები და აღარავინ არის გარშემო და მერე “იგივენი” უტიფრად აცხადებენ “ჩვენ არა, ხალხმა უნდა გააკეთოს ყველაფერიო”????


აი ასეთი “ ოპო ლიდერების” რა თქმა უნდა ლუსტრაცია სჯობს დროულად, რომ სიახლით, ახალგაზრდების სისუფთავით, ასაკოვანი ხალხის სიბრძნით, მოქალაქეების გულწრფელი ჟინით, გონით შექმნილი გეგმით, თანმიმდევრულად, ტვ ეთერის გახსნას მოვთხოვთ ხალხისთვის ყველა ტელევიზიას ( უტიფრად პოლიტ კეკლუცობას აღარ მოვისმენთ, რასაც ვისმენთ დიდი დოზით), გამოცხადდება სახალხო მოძრაობა პარიტეტზე, ძალა ერთობით შეიქმნას “სადარბაზო “ ევროპული კონვენციით მონიჭებული უფლების აღსრულებისთვის -კანონით და სამართლით დამოუკიდებელი სახელმწიფოს გადასარჩენად. დიდი ფული რომ აქვს “ვიღაცას” თუნდაც ოპო ლიდერს ეს არ ნიშნავს რომ ახლა მისი ფულის გამო სრულად ოპოსპექტრი მას ემორჩილებოდეს ეს იგივე “მინი ოლიგარქიაა”, რომელიც სათავეში მოსვლის დღიდან დიდ ოლიგარქად მოგვევლინება .


“როგორ დაცხრება, როგორ დაცხრება დაუცხრომელი ხალხის ბუნება, თავისუფლება და აღტაცება დაუცხრომლობით აღისრულება”….


ეს არის რეალური გზა, სხვა იგივე გზაა ტურა მელიასი, თორემ ხომ ხედავთ რომ “პრეზიდენტად ყაველაშვილი” საქართველოს კარში-საკუთარ კარში გოლის გატანაა უკვე მერამდენედ !! ✌️???? "- ვკითხულობთ თაკო ჩარკვიანის სტატუსში.


შეგახსენებთ, რომ "ქართულმა ოცნებამ" პრეზიდენტობის კანდიდატად მიხეილ ყაველაშვილი წარადგინა. ამის შესახებ უმრავლესობისა და პარტიის პოლიტიკური საბჭოს სხდომის შემდეგ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი. საპრეზიდენტო კანდიდატი „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა წარადგინა.






0
283
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
283