x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
რატომ მოსწონს მთვრალ კაცს ნებისმიერი ქალი?
"მახინჯი ქალი არ არსებობს, არსებობს მხოლოდ მცირე არაყი"! ამ თეზისს ალბათ ბევრი თქვენგანი წააწყდა და იმედია დაფიქრებულხართ, თუ რატომ ხდება ასე? გასაგებია, რომ ფაქტორი გამოწვეულია ალკოჰოლით თრობით, მაგრამ როგორ მუშაობს ეს?




image



მოდით, ავხსნათ ეს ყველაფერი მეცნიერულად. რას გვიშვრება ალკოჰოლი, რომელიც უკვე გადაჭარბებულად "ჩაისხით". საკმარისია 1–2 პრომილი, რომ დაირღვეს დელიკატური წონასწორობა ინჰიბიციისა და აგზნების პროცესებს შორის, რასაც თქვენი ფხიზელი ტვინი ჯერ კიდევ ნახევარი საათის წინ არეგულირებდა. უფრო გასაგონად რომ ვთქვათ, მუხრუჭი ვეღარ ამუხრუჭებს და ზღვა უკვე მუხლებამდე გწვდებათ. გადაიქცევით მასხარად და ქალების მოყვარულად. ყველა ინფორმაცია, რაც თქვენს ტვინში ხვდება, ბუნდოვანია. იკლებს შიშის გრძნობა და მზად ხართ ნებისმიერი ძვრებისთვის.




და აი, სცენაზე ბრიტანელი მეცნიერები ორკესტრთან ერთად გამოდიან, რადგან აქვთ მათ ამ ფაქტის კვლევები. ყველა ზემოთ ჩამოთვლილთან ერთად, ყველაზე მნიშვნელოვანი რაც სიმთვრალეში შეიძლება დაგემართოთ, ეს სიმეტრიულობის აღქმის დარღვევაა. ასევე პირიქით, ასიმეტრიულს ხედავთ სიმეტრიულად, შესაბამისად კი ყველაფერი გეჩვენებათ მშვენივრად. ნათელი მაგალითისთვის კი გამოვიყენოთ მაკიაჟის ეფექტი, გაკეთებამდე და შემდეგ. ოღონდ სიმთვრალეში ტვინი გატყუებთ და არა გოგო!





image


ასე, რომ ჭარბი რაოდენობის ალკოჰოლის გავლენის ქვეშ საფრთხის შეგრძნება ჩახშობილია; ლამაზი სახეების გარჩევას ვეღარ მოახერხებ; ყველა ინფორმაცია ბუნდოვანია; უფრო თამამი და გამბედავი ხარ; შესაბამისად, მოკლე კაბაში ხედავ მხოლოდ მაცდუნებელ ხაზებს, რასაც მიყავხარ სიყვარულის აღსარებამდე და შეგიძლია გულიც და სულიც შესთავაზო პირველივე შემხვედრ ქალბატონს. დარწმუნებული იყავი, რომ ჭკვიანი ქალი მსგავს აღსარებას ტელეფონზეც გადაიღებს და ყოველთვის ექნება შენი გაშაყირების ან დაშანტაჟების მიზეზი.




image



P.s. იცოდეთ ნორმა, ზღვარი და შეჩერება!



0
176
4-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
176
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0