შოუბიზნესი საბჭოთა და უცხოელი ვარსკვლავების ერთობლივი ფოტოები 2024, 25 ნოემბერი, 11:00 საბჭოთა პროპაგანდა ყოველთვის აკრიტიკებდა " ბურჟუაზიულ კულტურას", ხშირ შემთხვევაში კრძალავდა დასავლურ მუსიკას თუ ფილმებს, თუმცა "რკინის ფარდას" საკმაოდ გაქნილი პოლიტიკა ჰქონდა, თვითონ აქტიურად ეწეოდა საბჭოთა კულტურის პოპულარიზაციას დასავლეთში, რა თქმა უნდა სუკის თანხლებით და ამასთანავე თქვენ წარმოიდგინეთ, არც საბჭოთა კავშირი განიცდიდა დასავლელი ვარსკვლავების, სპორტსმენების თუ პოლიტიკოსების სტუმრიანობას და მათ შორის ბევრი იმსახურებს ეპითეტს:"უდიდესი".
მსგავსი ვიზიტები რა თქმა უნდა პროპაგანდის ნაწილი იყო.უტყუარი ნიშანი იმისა, რომ კომუნისტურ საბჭოურ ქვეყანას აღიარებენ და პატივს სცემენ. საბჭოთა კავშირს სხვადასხვა დროს სტუმრობდნენ ელიზაბეტ ტეილორი, სოფი ლორენი, ჯინა ლოლობრიჯიდა, მარჩელო მასტროიანი, რობერტ დე ნირო, ელტონ ჯონი, არნოლდ შვარცენეგერი, ჯგუფი ბონიემი, შონ კონორი, ბილი ჯოელი და მრავალი სხვა. ისტორიამ შემონახა უცხოელი და საბჭოთა ვარსკვლავების ერთობლივი ფოტოები, რომელსაც ქვემოთ გაეცნობით. ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() 538 2-ს მოსწონს
|