x
მეტი
  • 28.11.2024
  • სტატია:138509
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512179
"ასეა ეს და გნებავთ გეწყინოთ, გნებავთ გაიბუტეთ." - რას წერს გიორგი ფოფხაძე

image


საფრანგეთში მცხოვრები ქართველი ჟურნალისტი, გიორგი ფოფხაძე საპროტესტო აქციაზე დაკავებული ქალის მიმართ პოლიციელების მხრიდან სექსუალური შევიწრების ფაქტს სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის პოსტით ეხმაურება და მმართველ გუნდს საჯაროდ მიმართავს:


"ბიჯოო, ქართული ოცნება / Georgian Dream თუ ვიღაც გოგონა, მუხლებზე დამდგარი გყავდათ პოლიციის მანქანაში და ისე გადაიყვანეთ განყოფილებამდე, თუ ვიღაც 20 წლის ბიჭს ექვსი წლით ამწყვდევთ ციხეში, იმისთვის რომ, დარბევის დროს პოლიციას ეჩხუბა, მაშინ რითი განსხვავდებით იმ ნაცებისგან და რისთვის მოგიყვანეთ 2012 წელს?.. თუმცა რა გელაპარკოთ როცა თქვენი პარლამენტის თავმჯდომარე თავადაა ნანაცარი, თქვენი ლიდერშიპია გივია მიქანაძე და შავაძის საქმის გამყალბებელი კონცელიძე..... და საერთოდაც იმ 89 დეპუტატში 75 ნაცი გიზით .. ასეა ეს და გნებავთ გეწყინოთ, გნებავთ გაიბუტეთ. ორი გვამის თანაავტორ ხარებას ებარებოდეთ.."- ვკითხულობთ გიორგი ფოფხაძის პოსტში.


თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან აქციის დაშლისას დაკავებული მოქალაქის, ნათია ძიძიგურის თქმით, პოლიციელებმა დაკავების მანქანაში ის სექსუალურად შეავიწროვეს. როგორც მოქალაქემ “ფორმულას” ეთერში, გადაცემაში (“მე-17 სართულზე”) გაიხსენა, ის დაკავების შემდეგ იზოლატორამდე მთელი გზა მუხლებზე დაყენებული ატარეს.


ძიძიგური იხსენებს, რომ ის მელიქიშვილის გამზირზე ტროტუარზე იდგა, როდესაც დაინახა, რომ ერთ-ერთ დაკავებულს პოლიციელი თმებში ქაჩავდა, რაც მან გააპროტესტა, რის შემდეგაც პოლიციის მაღალჩინოსანმა მას შეაგინა და დაკავების მანქანაში ჩასვა.



ძიძიგურის საქმის განხილვა სასამართლოში ჯერ არ ყოფილა. თსუ-სთან აქციის დაშლის შემდეგ პოლიციამ 20-მდე პირი დააკავა ადმინისტრაციული წესით წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის მუხლებით.

შეგახსენებთ, რომ მელიქიშვილის გამზირზე მიმდინარე აქციის დროს, პოლიციაზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულ მათე დევიძეს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე დავით კურტანიძემ გამოაცხადა, რომელმაც პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. დევიძეს პროკურატურამ ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.










0
270
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
270