სხვა იშვიათი ისტორიული ფოტოები, რომლებიც აუცილებლად უნდა ნახოთ 2024, 23 ნოემბერი, 16:57 ისტორიის სულისკვეთება ისე მძაფრად სხვაგან არსად იგრძნობა როგორც წარსულის ფოტოებზე. საარქივო ფოტოსურათებისა და ქრონიკის კადრების პოვნა დღეს ნებისმიერი მსურველისთვის ხელმისაწვდომია, ასე რომ ისტორიისთვის სულ სხვა პრიზმიდან შეხედვა სირთულეს უკვე არავისთვის წარმოადგენს. დღევანდელ სტატიაში გთავაზობთ წარსულის მოკლე ისტორიულ ექსკურსს და წარმოგიდგენთ ისტორიად ქცეულ ფოტოებს, რომლებიც ბევრ მნიშვნელოვან მოვლენაზე აგიხელთ თვალს.![]() ბავშვები სათამაშო გილიოტინით თამაშობენ, საფრანგეთი, 1959 წელი![]() ხარისხის კონტროლი ვინილის ჩამწერ ქარხანაში, ლონდონი, 1965 წელი![]() გოჭი, რომელსაც ილფორდში კანის განსაკურნებლად მზის ნათურებით მკურნალობდნენ, 1938 წელი![]() ანჯელინა ჯოლი და ანტონიო ბანდერასი თრილერში "თავდაპირველი ცოდვა", 2001 წელი![]() 1950-იანი წლების შუა ხანებში იტალიელი მეწაღეები სექსუალური მოძალადეებისგან დასაცავად ქალებისთვის ერთგვარ "დამცავ" ფეხსაცმელებს კერავდნენ, რომლებსაც ცხვირზე და ქუსლზე ერთგვარი "დეზი" ჰქონდა
![]() საუზმის გადაწოდება ვაგონებს შორის ფეშავარიდან ლაჰორამდე, 1983 წელი![]() იაპონური აკიტას ჯიშის ძაღლის ჰაჩიკოს უკანასკნელი ფოტო, რომელმაც ყველას თავი საკუთარი პატრონისადმი ურყევი ერთგულებით დაამახსოვრა![]() გოგონა "ვუდსტოკის" ფესტივალიდან ბრუნდება, 1969 წელი![]() სპეციალურ ნიღაბში გამოწყობილი შამპანურის "ინსპექტორი", გოგონას სახეზე არსებული დამცავი ნიღაბი ბოთლის მოულოდნელი აფეთქებისგან თავდაცვის ფუნქციას ატარებდა, კალიფორნია, 1933 წელი![]() ასე გამოიყურებოდა "GoPro" 60-იან წლებში![]() დევიდ ბოუი ძაღლთან ერთად - "Diamond Dogs"-ის პრომო გადაღებისას, 1974 წელი![]() ბუხენვალდის საკონცენტრაციო ბანაკში გამოყენებული სიკვდილით დასჯის ერთ-ერთ მეთოდს ამერიკელ ჯარისკაცებს აცნობენ, 1945 წლის 18 აპრილი![]() 1950-იანი წლების პოპულარული ბრიტანელი მსახიობი და სექს-სიმბოლო - ივ იდენიტკბილეულის მოყვარული ფიდელ კასტრო მეგობრებთან ერთად, სანტიაგო -დე -კუბა, 1940 წელი![]() ნამდვილი ბურლესკი ერთ ფოტოში, პარიზი, 1950 წელი![]() ერნესტო ჩე გევარა ამერიკული მანქანის საჭესთან მეორე მეუღლესთან, ალეიდა მარჩთან ერთად ქორწილის დღეს, ჰავანა, 1959 წელი![]() მონიკა ბელუჩი ფილმ "ასტერიქსი და ობელიქსი: მისია კლეოპატრას" გადასაღებ მოედანზე, 2002 წელი![]() "ნასას" პირველი ასტრონავტი ქალი კანდიდატები, 1978 წელი![]() ნიუ-იორკში სსრკ საგარეო საქმეთა მინისტრის ანდრეი გრომიკოს ჩასვლას ამერიკელი ქალების ჯგუფი პროტესტით დახვდა, ისინი აღნიშული აქციით საბჭოთა ძალაუფლებას აპროტესტებდნენ, 1951 წელი![]() ერთ-ერთი პირველი თავშესაფარი უსახლკაროებისთვის, რომელიც ცენტრალური ლონდონის მაცხოვრებლებისთვის იქნა შექმნილი. ოთხ პენად უსახლკარო ადამიანს სპეციალურ ხის ყუთში, რომელიც ერთი შეხედვით კუბოს მოგაგონებდათ, ზურგზე წოლისა და ძილის უფლება ეძლეოდა, 1900 წელი573 შეფასება არ არის |