x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138419
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512073
როგორ გამოიყურება მიწისქვეშა ბირთვული აპიკალიფსისგან დამცავი მდიდრული ბუნკერი(ფოტო+ვიდეო)

image

აშშ-ში კერძოდ კანზასში, ველის შუაგულში მდებარეობს მსოფლიოში ყველაზე მდიდრული და შთამბეჭდავი ბირთვული ბუნკერი, სახელწოდებით Survival Condo, რომელიც ადრე საკონტინენტშორისო ბალისტიკური რაკეტის შახტა იყო.

image

სანამ თავშესაფარში შეხვალთ, თქვენ უნდა გაიაროთ რვა ტონიანი ფოლადის კარი, ჩახვიდეთ 60 მეტრის სიღრმეზე და აღმოჩნდეთ 15 სართულიან მიწისქვეშა შენობაში, რომელშიც ყველანაირი კომფორტი შეგხვდებათ.


image

სარაკეტო შახტა Raven Ridge 11 შეიძინეს 2008 წელს 300 000 დოლარად. 2012 წლისთვის "რემონტის" შემდეგ იგი გადაიქცა ბუნკერად მინუს 15 სართულით


აქ აარის ტილაპიასთვის აქვა კომპლექსი, ბოსტნები, სასურსათო მაღაზია, საცურაო აუზი, თეატრი, ბიბლიოთეკა, სპორტული დარბაზი, საუნა, ორთქლის აბანო., ციხის საკანი, კლდე აცოცებისთვის, ბარი, სამწლიანი საკვების მარაგი და 12 ბინა 75 ადამიანზე.

image

პროექტი, რომელსაც ეკუთვნის არაკომერციული ორგანიზაცია Raven Ridge of Kansas Site 11, Inc., 20 მილიონი დოლარი დაჯდა.


ობიექტს ასევე აქვს ასევე ტირი, იარაღის სამი საწყობი, დეზაქტივაციის ოთახი, ვულკანური ფერფლის გასაფანტი აპარატურა, წყლის ფილტრაცია და დისტანციური მართვის სნაიპერული შაშხანა, რომელიც დაწესებულების სახურავზე დგას ბუნკერის დასაცავად. ასევე არის ორი ჯავშანმანქანა, მათ შორის Pit-Bull VX ტაქტიკური სატვირთო მანქანა.

image

image

image

image

image

image

image

გარდა ამისა, არის მცირე ზომის ბინები მომსახურე პერსონალის დაუზუსტებელი რაოდენობით.


აპოკალიფსისგან გადარჩენა საკმაოდ ძვირი ჯდება, ბინები 3 მილიონ დოლარად იყიდება.


0
116
1-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
116
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0