x
მეტი
  • 28.12.2024
  • სტატია:139088
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512613
გაეთრიე აქედან! 10 მსახიობი, რომელიც გადასაღები მოედნიდან "ველური" მიზეზების გამო იქნა გაძევებული

image


ზოგჯერ მსახიობს როლის მიღებაში ობიექტური მიზეზები უშლის ხელს: ის ან სასურველ ტიპაჟს არ შეესაბამება ან ზედმეტად დაკავებულია ანდაც მას უბრალოდ აღნიშნულ პროექტში მონაწილეობა არ სურს, თუმცა არის შემთხვევები, როდესაც რეჟისორები გადასაღები მოედნის დატოვებას მსხიობებს სრულიად სულელური ან უცნაური მიზეზების გამო აიძულებენ. დღეს, სწორედ იმ 10 ცნობილი მსახიობის შესახებ მოგიყვებით, რომლებსაც რეჟისორებმა პროექტები სრულიად აბსურდული მიზეზების გამო დაატოვებინეს.


მარკუს ჩონგი


image


მსახიობმა "მატრიცას" ტრილოგიის პირველ ნაწილში მეორეხარისხოვანი როლი შეასრულა, ამიტომ მარკუსი იმედს არ კარგავდა, რომ მონაწილეობას შემდეგ ფილმშიც მიიღებდა, თუმცა ასე არ მოხდა. რეჟისორებმა და პროდიუსერებმა ის უბრალოდ გააგდეს და სხვა მსახიობით შეცვალეს. მათივე თქმით, ის მათ ხელფასის გაზრდას სთხოვდა, გადასაღებ მოედანზე გამუდმებით რეკავდა და საკვებს იპარავდა, თუმცა მსახიობი ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს.





რებელ უილსონი


image


რებელ უილსონს- "კუნგ-ფუ პანდის" და "Trolls"-ის დატოვება ერთ-ერთ ჟურნალში მის შესახებ დისკრედიტირებული სტატიის გამოქვეყნების გამო მოუწია. შეგახსენებთ, რომ ცნობილი ავსტრალიელი მსახიობი და კომიკოსი ზემოაღნიშნულ პროექტებში გახმოვანებით იყო დაკავებული. რეპორტაჟში უილსონი მოხსენიებული იყო როგორც ზედმეტად აგრესიული და უხეში, ამიტომ სტუდია "Dreamworks"-ს არც კი უწარმოებია რაიმე სახის ძიება შეეფერებოდა თუ არა სტატიაში გაჟღერებული მოსაზრება სიმართლეს, მან უბრალოდ მომღერალთან ყოველგვარი თანამშრომლობა შეწყვიტა. სხვათა შორის, რებელმა ბოლო დროს წონაში საგრძნობლად დაიკლო.




რიჩარდ გირი



image


ახალგაზრდობაში მსახიობი პროექტიდან ჩხუბის გამო გააგდეს. მასზე მისმა კოლეგამ, სილვესტერ სტალონემ ფილმიდან "The Lords of Flatbush" დაიჩივლა, რის შემდეგაც გირმა გადაწყვიტა საბრძოლო ფილმების "აუტანელი" გმირისთვის ჭკუა ესწავლებინა, რომელმაც მას მანქანაში საკვებით ჩაჯდომა აუკრძალა. რიჩარდმა შეგნებულად შეასხა მასა და მისი მანქანის სალონს ქათმის სოუსი, ფიქრობდა რა რომ მისი მეგობარი გაბრაზდებოდა, თუმცა ასე ძალიანაც თუ გაცხარდებოდა ვერასდროს წარმოიდგენდა, თუმცა სტალონე გირის საქციელმა წყობიდან ისე გამოიყვანა რომ მეგობარს გაარტყა. სიტუაცია საკმაოდ სასაცილო კი გამოვიდა, თუმცა ამან პროექტიდან გირის გაშვება განაპირობა.






კრისტიან ბეილი


image


მსახიობი "ამერიკელ ფსიქოპათში" გადასაღებად დიდი ხნის განმავლობაში ემზადებოდა, თუმცა მოულოდნელად მისი მონაწილეობა თრილერში კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. საქმე იმაშია, რომ ლეონარდო დიკაპრიოთი რეჟისორები და პროდიუსერები დაინტერესდნენ, თუმცა მისმა აგენტმა ლეო დაარწმუნა რომ როლს მსახიობის რომანტიკული იმიჯის გაფუჭება შეეძლო, ამიტომ "ტიტანიკის" ვარსკვლავის უარის შემდეგ ბეილი ფილმში მყისიერად დააბრუნეს.





სტიუარტ ტაუნსენდი


image


არაგორნი "ბეჭდების მბრძანებლიდან" შეიძლებოდა სულ სხვანაირი ყოფილიყო პიტერ ჯექსონს რომ არ მიეჩნია ტაუნსენდი ამ როლისთვის ძალიან ახალგაზრდად. მსახიობმა პერსონაჟზე მუშაობაში რამდენიმე თვე გაატარა, თუმცა რამდენიმედღიანი გადაღების შემდეგ, მას უბრალოდ გადასაღები მოედნის დატოვება მოსთხოვეს.





ერიკ შტოლცი


image


მსახიობმა დაიწყო რა გადაღებები რობერტ ზემეკისის ტრილოგია "უკან მომავალში", რამდენიმე კვირაში რეჟისორმა შტოლცს აუწყა რომ მან როლთან გამკლავება ვერ შეძლო. მსახიობი ზედმეტად დრამატული "მარტი" აღმოჩნდა. პერსონაჟის შემქმნელები კი მას სულ სხვანაირს ხედავდნენ: მათი აზრით, მას სიმსუბუქე და იუმორი დააკლდა.



რაიან გოსლინგი


image


ფილმში "საყვარელი ძვლები" მსახიობს დაკარგული გოგონას მამა უნდა ეთამაშა. გოსლინგმა გადაწყვიტა, რომ მისი პერსონაჟი ჭარბწონიანი უნდა ყოფილიყო, ამიტომ წონის მატება დაიწყო და გადაღებაზე უზარმაზარი მუცლით გამოცხადდა. რეჟისორს მისი ასეთი მეტამორფოზა არ მოეწონა, ამიტომ მსუქანი გოსლინგი გადასაღები მოედნიდან გააგდო, ხოლო უნუგეშო მამის როლი მარკ უოლბერგს ერგო.





მეგან ფოქსი


image


მსახიობმა ერთ-ერთ ინტერვიუში ფილმ "ტრანსფორმერების" რეჟისორი მაიკლ ბეი გადასაღებ მოედანზე გადაჭარბებული უხეშობის გამო ჰიტლერს შეადარა. ამის შესახებ ინფორმაციამ რეჟისორის ყურამდეც მიღწია, რომელმაც გოგონას პროექტიდან მოხსნა მყისიერად გადაწყვიტა, ფოქსის წარმოუდგენელი მიმზიდველობის მიუხედავად ფრენჩაიზის მესამე ნაწილში მის ნაცვლად მაყურებელმა უკვე სხვა მსახიობი იხილა.




ედვარდ ნორტონი


image


მსახიობს მონოფილში "შურისმაძიებლები" მშვენიერი ჰალკი გამოუვიდა, სწორედ ამიტომ გადაწყდა მისი "Marvel"-ში მიწვევა, თუმცა ნორტონის სურვილს, მისი პერსონაჟის პირად პრობლემებს ჩაღრმავებოდა, არაკრეატიული უწოდეს. კომპანიას უფრო სანახაობრივი სცენები და სპეც -ეფექტები სჭირდებოდა, შედეგად ბრიუს ბანერის როლი მარკ რუფალოს ერგო წილად.





ნატალი პორტმანი


image


კარიერის დასაწყისში მსახიობს ფილმში "რომეო + ჯულიეტა" მთავარი როლი უნდა შეესრულებინა, ხოლო მისი პარტნიორი ლეონარდო დიკაპრიო უნდა ყოფილიყო, თუმცა მის გვერდით ნატალი თავისი პატარა სიმაღლის გამო ძალიან პატარა ჩანდა, ამიტომ საზოგადოების მხრიდან ზედმეტი კრიტიკის თავიდან აცილების მიზნით ფილმის მესვეურებმა ის კლერ დეინსით ჩაანაცვლეს, რომელიც აღნიშნულ პროექტს იდეალურად მოერგო.






0
340
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
340