ფეხბურთი ალჟირის ნაკრები მსოფლიოს არაოფიციალური ჩემპიონი გახდა ფეხბურთში 2024, 22 ნოემბერი, 12:48 ![]() მსოფლიოს არაოფიციალური ჩემპიონი განისაზღვრება სიტემით, რომელიც პროფესიონალურ კრივში გამოიყენება - ვინც დაამარცხებს ჩემპიონს, ის იღებს არაოფიცალური ჩემპიონის ტიტულს. ამ სისტემის გამოყენებით არგენტინის ნაკრებმა 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ნახევარფინალში ხორვატებთან მატჩის შემდეგ (3:0) არაოფიციალური ტიტული მოიპოვა, ფინალში კი წარმატებით დაიცვა და ოფიციალური ჩემპიონებიც გახდნენ. არგენტინელებმა ჩემპიონის არაოფიციალური ტიტული 2023 წლის ნოემბერში დაკარგეს, ურუგვაისთან დამარცხებით (0:2). ურუგვაელებმა, თავის მხრივ, ეს ტიტული 2024 წლის მარტში დაკარგეს კოტ დ'ივუარის ნაკრებთან (1:2), რომელიც რამდენიმე თვის შემდეგ სიერა ლეონემ დაამარცხა (0:1). 27 ოქტომბერს, სწორედ ამ გუნდის დამარცხების შემდეგ(2:0) ლიბერიას გადაეცა არაოფიციალური ტიტული. 223 2-ს მოსწონს
|