x
მეტი
  • 27.11.2024
  • სტატია:138492
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512156
სკანდალური პაპარაცული ფოტოები, რომლებიც ძვირად გაიყიდა +13
ვიცით, რომ პაპარაცი არის სკანდალური ფოტოების გადაღების მიზნით გამოჩენილი, ადამიანების პირად ცხოვრებაში დაუპატიჟებლად შეჭრის მოსურნე აბეზარი ჟურნალისტ-ფოტოგრაფი. СМИ -ც მზად არის, კოლოსალური თანხები გადაიხადოს მათ მიერ მოპოვებულ სკანდალურ ფოტოებში, რომლებსაც შემდეგ საკუთარი ჟურნალ-გაზეთების მეშვეობით უკეთებს ტირაჟირებას.



image



მოგეხსენებათ, რომ შოუბიზნესი არის "ცნობილების" კომერციული საესტრადო გამოსვლა, რომელიც წარმოადგენს ღონისძიების ორგანიზატორთა შემოსავლის წყაროს და დღეს მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანას აქვს ის. შუბიზნესის წევრები არიან ამა თუ იმ ქვეყნის ცნობილი მომღერლები, მსახიობები, მოდელები და ა.შ, რომლებიც მუდამ ყურადღების ცენტრში არიან, ვიდრე სხვა ჩვეულებრივი მოქალაქეები.






ისინი ასევე ხვდებიან ყვითელი პრესის ფურცლებსა და ჭორების ქარ-ცეცხლში. რა თქმა უნდა არიან ცნობილები, რომლებიც პრესისა და ტელევიზიებისგან იზოლირებულად ცხოვრობენ, თუმცა მათი განსაზღვრული ნაწილი დღემდე აქტიურად იკავებს "ყველაზე სექსუალური"-ს სტატუსსა და სკანდალებით იწევს რეიტინგს.





პაპარაცებისა და ჟურნალისტების თვალს მიღმა ხომ არაფერი რჩება, აქტიურად იქექებიან ჩვენი ცნობილების პირად ცხოვრებასა და ქორწინება-განქორწინების საკითხშიც, რომელიც ჩვენს ცნობილებს (უმეტეს მათგანს) კარიერაზე ნაკლებად ადარდებთ.





სკანდალური პაპარაცული ფოტოები, რომლებიც ძვირად გაიყიდა






1.image

ფოტო, რომელზეც შიდსით მძიმედაა დაავადებული Freddy Mercury და ის ლონდონის ერთ-ერთ რესტორანში როკ-ვარსკვლავთან, გარი გლიტერომთან საიდუმლოდ ვახშმობდა, პაპარაცმა, რომელიც ის 1990 წელს გადაიღო, 230 000 $ -ად გაყიდა. ფოტოს ფასი განაპირობა ფაქტმა, რომ დაავადებული ფრედი სახლიდან თითქმის არ გადიოდა და ეს ფოტო მისი ერთ-ერთი უკანასკნელია.









2.image

პაპარაცმა, ვინმე "დენნი ბოიმ" 250 000 $-ად გაყიდა Britney Spears-ის ფოტო, სადაც ბრიტნი ქოლგით ხელშია. დენნის თქმით, ფოტო გადაღებულია 2007 წლის 21 თებერვალს ბრიტნის ყოფილი ქმრის, კევინ ფედერლაინის სახლთან, სადაც ბრიტნი პაპარაცის ჯიპს ქოლგით კაწრავს იმის გამო, რომ მან მისი სურვილის გარეშე გადაუღო ეს ფოტო. მოგვიანებით, პაპარაცმა საკუთარი ჯიპი, რომელიც მომღერალმა დაკაწრა, 40 000 $-ად გაყიდა. აი, ასე მარტივად იშოვა დენნი ბოიმ 300 000 $ -მდე.









3.imageimage

300 000 $ გადაიხადა გამომცემლობამ The Daily Mirror -მა ფოტოში და თავისი ჟურნალის ერთ-ერთ ნომერში გარეკანზე დაბეჭდა, სადაც მოდელი Kate Moss-ი კოკაინს სუნთქავს მეგობარ ბიჭთან, "პიტ დოერტისთან" ერთად. ფაქტმა უარყოფითად იმოქმედა მოდელის კარიერაზე, ვინაიდან Chanel–ის და Burberry-ის სააგენტოებმა მასთან სამსახურებრივი კონტრაქტი გააუქმა. ქეითს კი თაყვანისმცემლებისა და საზოგადოების წინაშე ბოდიშის მოხდამ მოუწია და ასევე გაიარა მკურნალობის კურსი, რის შედეგადაც ნარკოტიკების მოხმარებას თავი დაანება.









4.image

მსოფლიოში ცნობილმა პაპარაცმა, ნეკი ფრენკმა ჟურნალ Penthouse-ს 500 000 $-ად მიჰყიდა ვითომდა ცნობილი რუსი ჩოგბურთელის, ანა კურნიკოვას შიშველი ფოტო. მოგვიანებით გაირკვა, რომ ფოტოზე გამოსახული გოგონა Judith Soltis Benetton-ია. (ერთ-ერთი იტალიური მოდური ბრენდის დირექტორის ქალიშვილი)









5.image

1 მილიონ $-ად გაყიდა პაპარაცმა Steve Sands-მა 2004 წელს გადაღებული ფოტო, სადაც აღბეჭდილია მსახიობი Gwyneth Paltrow-ს ქალიშვილი. სწორედ ამ მომენტის შემდეგ დაიწყო ბევრმა წყვილმა პაპარაცებისთვის მათი შვილებისთვის ფოტოს გადაღების აკრძალვა.









6.image

1, 1 მილიონ $ -ად გაიყიდა და 1982 წელს 54 ჟურნალის გარეკანზე მოხვდა პაპარაცის მიერ გადაღებული ფოტოები, რომლებზეც აღბეჭდილია მონაკოს პრინცესა Caroline და ტენისისტი Guillermo Vilas.









7.image

1, 2 მილიონ $-ად გაყიდა ფოტო 70-ნი წლების ყველაზე პოპულარულმა პაპარაცმა Ron Galella-მ, რომელზეც ა.შ.შ.-ს პირველი ლედი Jacqueline Onassis შიშველია გამოსახული მექსიკის ბაღში.










8.image

1, 4 მილიონ $ -ად გაიყიდა ფოტო, რომელზეც 1958 წლის 15 აგვისტოს ეგვიპტის მეფე Farouk-ია გამოსახული. კადრში მეფე თავს ესხმის ფოტოგრაფ Tazio Secchiaroli-ს.









9.image

1, 5 მილიონ $ -ად გაიყიდა Playboy-ს ვარსკვლავის, Anna Nicole Smith-ის უკანასკნელი, მძიმე კადრები, სადაც ვარსკვლავი შოკურ მდგომარეობაშია და ფაქტიდან მალევე გარდაიცვალა.



image


ხოლო ფოტო, სადაც ის გარდაცვლილი პროზექტურაში გადაჰყავთ, იყიდა ამერიკულმა ტაბლოიდმა National Enquirer-მა და არც შერცხვენია ამ ყველაფრის გამოქვეყნება.









10.image


6 მილიონი $ დაუჯდა პოპულარულ СМИ-ს Princess Diana-ს ფოტოთა სერია, სადაც ინგლისის დედოფალი სენ-ტროპეში საყვარელთან, Dodi Fayed-თან ერთად 1997 წელს ისვენებდა.



image

0
243
1-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
243
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0