x
მეტი
  • 21.12.2024
  • სტატია:138947
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512511
როგორ განვდევნოთ სახლიდან უარყოფითი ენერგია?
სხვადასხვა მიზეზების გამო შეიძლება სახლში დაგროვდეს უარყოფითი ენერგია. სხვა ადამიანების შური თქვენი ოჯახური ბედნიერების მიმართ შეიძლება სერიოზული დაბრკოლება გახდეს პირად ურთიერთობებში. ძნელია დაიცვა თავი ადამიანებთან კომუნიკაციისას, რომლებსაც შეუძლიათ უარყოფითი ენერგიის შემოტანა თქვენს სახლში.



image



ხდება ისე, რომ შეიძლება გმტრობდეთ ახლობელი ადამიანი, რომელიც ხშირად სტუმრობს თქვენს სახლს. ძალიან რთული ხდება დესტრუქციული ზემოქმედებისგან თავის დაცვა, როდესაც ის მუდმივად შემოდის თქვენს ბიოველში. სწორედ ამიტომ, დღევანდელ სტატიაში შემოგთავაზებთ რჩევას, რომელიც გაწმენდს თქვენს უარყოფით ენერგიას სახლში.





როგორ გავწმინდოთ სახლი ნეგატივისგან?






ამისათვის დაგჭირდებათ: ეკლესიის სანთელი, ნაკურთხი წყალი, აბზინდა, ვარდის ხმელი ფურცლები, მელისა (ბარამბო). განწმენდა კი უნდა მოხდეს ყოველი თვის მთვარის მე-19 დღეს.



თავდაპირველად გაასუფთავეთ სახლი ზედმეტი და გატეხილი ნივთებისგან, გადაყარეთ ისინი. მომზადებული სითხე (წყალი და მცენარეები, რაც ზემოთ ჩამოვთვალეთ) კი სახლის ზღურბლიდან ზღურბლამდე, ყველგან აპკურეთ. ამ პროცედურის შემდეგ კი აანთეთ სანთელი და კარის ზღურბლიდან ზღურბლამდე, იგივე გზა გაიარეთ ხელში ანთებული სანთლით და რომელ კუთხესთანაც სანთელი დაიღვენთება, იქ უარყოფითი ენერგია ლოკალიზებული იქნება. სანთელი ბოლომდე ჩაწვით სუფრის მარილში. ეს მარილი კი შეახვიეთ ხელსახოცში და სამი დღით სახლში დატოვეთ, ხოლო სამი დღის შემდეგ გზაჯვარედინზე უნდა გადააგდოთ.



image



გახსოვდეთ, რომ განსაკუთრებით საყურადღებოა სარკეები, რადგან ნეგატიური ადამიანების ვიზიტის შემდეგ სარკეებს განსაკუთრებული წმენდა სჭირდება. სახლში არსებული ყველა სარკე ნაკურთხი წყალით გაწმინდეთ საგულდაგულოდ, რაც იმ ადამიანების უარყოფით აზრებს და სურვილებს ჩამორეცხავს.




ნუ შეგეშინდებათ ნეგატიური ადამიანების. მსგავს რიტუალს თუ ჩაატარებთ ყოველი თვის სავსე მთვარის მე-19 დღეს, თქვენს ოჯახში სიმშვიდე და ჰარმონია დაისადგურებს.




0
38
3-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
38
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0