x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512065
ვიდეო: დონალდ ტრამპმა აშშ-ს განათლების მინისტრის ქმარს თავი გადაპარსა
image
2007 წელს მილიარდერთა ბრძოლის დროს აშშ-ის ახლანდელმა არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ვინს მაკმენს თავი გადაპარსა ინსცენირებული კამათის შემდეგ.




დონალდ ტრამპმა განათლების დეპარტამენტის ხელმძღვანელად 76 წლის ლინდა მაკმენი დანიშნა. მისი მეუღლეს ვინს მაკმენს ერთხელ აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა თავი გადაპარსა და ეს ვიდეო ვირუსულად გავრცელდა სოციალურ ქსელებში- წერს Mint.




აღნიშნულია, რომ ტრამპი იყო World Wrestling Entertainment WrestleMania-ის ორი სეზონის სპონსორი, რომელიც გაიმართა Trump Plaza-ზე, ატლანტიკ სიტიში, ნიუ ჯერსიში.


WrestleMania 23-ის შოუს დროს 2007 წელს, დონალდ ტრამპსა და ჭიდაობის პრომოუტერ ვინს მაკმენს შორის წარმოიშვა კომიკური უთანხმოება, რომლის მონეტიზაციაც ბიზნესმენებმა გადაწყვიტეს "მილიარდთა ბრძოლის" სახით. დამარცხებულს თავი უნდა გაეპარსა საზოგადოების წინაშე.





თითოეულმა მათგანმა აირჩია პროფესიონალი მოჭიდავე, რომელიც წარმოადგენდა მათ ინტერესს რინგზე. ტრამპმა დაასახელა ბობი ლეშლი, მაკმენმა კი უმაგა.


მას შემდეგ, რაც ტრამპის არჩეულმა მოჭიდავემ დაამარცხა მაკმენის მოჭიდავე, ამ უკანასკნელმა მას თმა გადაპარსა.




მაკმენი ლინდაზე დაქორწინდა 1966 წელს. 1980 წლიდან 2009 წლამდე მუშაობდა მასთან ჭიდაობის პრომოუშენებში. ის ტრამპის პირველ ადმინისტრაციაშიც მსახურობდა მცირე ბიზნესის ადმინისტრაციის ხელმძღვანელად. ახალ კაბინეტში, როგორც ტრამპმა თქვა, ლინდა გამოიყენებს თავის ათწლეულების ლიდერობის გამოცდილებას, ასევე, განათლებისა და ბიზნესის ღრმა გაგებას, რათა გააძლიეროს ამერიკელი სტუდენტების მომავალი თაობა, რომ ამერიკა გახდეს განათლების მხრივ ნომერ პირველი ქვეყანა.

0
78
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
78
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0