x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
"ღმერთი ისეთი არ არის, როგორიც ჩვენ წარმოგვიდგენია" – ვოლფ მესინგი

ვოლფ მესინგი* წინასწარმეტყველი, ექსტრასენსი და ჰიპნოტიზიორი იყო, რომელმაც პირველი და მეორე მსოფლიო ომების დაწყების და დამთავრების ზუსტი თარიღები დაასახელა. იწინასწარმეტყველა გერმანიის დამარცხება, ჰიტლერის სიკვდილი და საბჭოთა ჯარების ბერლინში შესვლა. 1943 წელს თქვა, რომ ომი 1945 წლის 8 მაისს დამთავრდებოდა და რომ რაიხსტაგზე, წითელი დროშა აფრიალდებოდა. ყოველივე ამის გამო, მის დაჭერაზე, ჰიტლერმა ჯილდოც კი დააწესა.


image


« 54 წლის, 5 თვის და 18 დღის შემდეგ აღარ ვიქნები... ეს საღამოს 11 სთ–ზე მოხდება. მაგრამ, სიკვდილის არ მეშინია, რადგან სიკვდილი – დასასრული კი არა, დასაწყისია», – ასე მსჯელობდა ვოლფ მესინგი, ფსიქიატრის, პროფესორ ფრანც აბელისადმი მიწერილ წერილში, რომელმაც მესინგს ნათელმხილველი, პირველმა უწოდა. მან ფრანც აბელი ბერლინში გაიცნო. სწორედ აბელმა უთხრა მესინგს, რომ საკუთარი ნიჭი განევითარებინა და მისი დაკარგვა არ დაეშვა.

მესინგი თავის დღიურებში იხსენებდა, რომ ამ ნიჭის გასავითარებლად, ყოველდღე ბაზარში დადიოდა და გამყიდველების აზრების წაკითხვას ცდილობდა, რითაც მათ გაოცებას იწვევდა. ზიგმუნდ ფროიდი, რომელიც ასევე იცნობდა მესინგს, წერდა: «თავად მესინგი დარწმუნებულია, რომ მისი ნიჭი ღმერთისგან არის ბოძებული და მას ღვთის მადლს ეძახდა».

1920 წლამდე, მესინგს ღმერთის ისე სწამდა, როგორც ნებისმიერ მორწმუნეს. თუმცა, მას შემდეგ, რაც მას, საკუთარი გარდაცვალების თარიღი ეცნობა, უფლისადმი რწმენა კიდევ უფრო განუმტკიცდა... და უკვე, რწმენის საკითხიც აღარ იდგა, მან იცოდა, რომ ღმერთი არსებობდა. ეს წერილი წინასწარმეტყველმა ფრანც აბელს, სწორედ იმ დილით მისწერა, როდესაც გარდაცვალების თარიღი ეცნობა:

«დილით განთიადამდე გამეღვიძა. გული საშინლად მიცემდა. ნანახის გამო შიში, მალე სიხარულით შეიცვალა. რა თქმა უნდა, ბედნიერი ვარ, რომ კიდევ 54 წელი ვიცოცხლებ... თქვენ ხშირად მეკითხებით, მწამს თუ არა ღმერთის? გულწრფელად გეტყვით, – უბრალოდ ვიცი, რომ ის არსებობს. მაგრამ ის, სულაც არ არის ისეთი, როგორიც ჩვენ წარმოგვიდგენია. მისი სრულად შეცნობა და წარმოდგენა შეუძლებელია, ისევე, როგორც მთელი დედამიწის, ერთდროულად დანახვა არ შეიძლება».

უკვე მოწიფულ ასაკში, ვოლფ მესინგმა საკუთარი ნიჭისადმი დამოკიდებულება შეცვალა – ის მას უკვე, მადლად კი არა, – სასჯელად, მძიმე ტვირთად თვლიდა.

საკუთარი გარდაცვალების დღეს, ნათელმხილველმა თავის ასისტენტს წერილი მისწერა და უთხრა, რომ მას საკუთარი გარდაცვალების თარიღის ცოდნა ამძიმებდა. იმავე წერილში, მესინგი იმედს გამოთქვამდა, რომ სიკვდილის შემდეგ, გარდაცვლილ მეუღლეს შეხვდებოდა და მისი ცხოვრება გაგრძელდებოდა...

«დღეს ამ ქვეყნიდან წავალ... ეს ზუსტად ვიცი. ყველაფერი 4 საათის შემდეგ დასრულდება. როგორ მინდა, ამისგან გაქცევა... მინდა მჯეროდეს, რომ გადამარჩენენ... მაგრამ, მე, ჩემი სამწუხარო ცოდნა მაქვს, რომელსაც უკვე მიჩვეული ვარ. ნუ დაუჯერებ მას, ვინც ამბობს, რომ მიწიერი ცხოვრებით დაიღალა... ის არასდროს მოგწყინდება. მაგრამ მე, მასში, მალე აღარ ვიქნები. მშვიდობით, B. და გამარჯობა, ჰადეს» – ამ სიტყვებით დაასრულა ვოლფ მესინგმა უკანასკნელი წერილი.


* ვოლფ მესინგი 1899 წელს პოლონეთში, ვარშავის გუბერნიაში (იმ დროს ეს ტერიტორია რუსეთის შემადგენლობაში იყო) დაიბადა. ის წინასწარმეტყველი იყო და მომავალთან დაკავშირებით, დასმულ შეკითხვებს, ყოველთვის პირდაპირ პასუხობდა. გერმანიის მიერ პოლონეთის ოკუპაციის შემდე, ის იძულებული გახდა პოლონეთი დაეტოვებინა და თავი საბჭოთა კავშირისთვის შეეფარებინა. მან თავისი კონცერტებით, საბჭოთა ხელისუფლების ყურადღება მიიპყრო და სულ მალე, ის სტალინის კაბინეტში აღმოჩნდა. მესინგმა, პირველსავე შეხვედრაზე, გააფრთხილა სტალინი მოსალოდნელი ომის შესახებ, მაგრამ მას ისე სჯეროდა გერმანიასთან დადებული პაქტის, მსოფლიოს გადანაწილების და თავდაუსხმელობის შესახებ, რომ წინასწარმეტყველის სიტყვები სერიოზულად არ მიიღო. სტალინმა მას პირობა წაუყენა: თუ სსრ კავშირში თავისი მოღვაწეობის გაგრძელება უნდოდა, უნდა დაემტკიცებინა, რომ თაღლითი არ იყო. მესინგი ექსპერიმენტის ჩატარებაზე დათანხმდა. წინასწარმეტყველი უშიშროებაში დაიბარეს, ცარიელი ფურცელი მისცეს და უთხრეს, რომ ამ «ჩეკით» ბანკიდან 100 000 მანეთი უნდა გამოეტანა. გაგრძელება >>>


imageარხის სხვა სიახლეები:


* ჩვენ კაცობრიობის მეხუთე ვერსია ვართ...

* უცნაური ფოტოსურათები XIX საუკუნის არქივებიდან (უცხოპლანეტელები და რობოტები)

* შხამი ჭიქაში – დეტექტიური გამოცანა (პასუხი აქვს)

* ოსტეოპოროზის ნიშნები და მასთან ბრძოლის ეფექტური გზები



0
2151
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
2151
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0