სხვა სიცოცხლე მშვენიერია- მარინა ცენტერაძე 2012, 11 აპრილი, 16:26 *** ნაძვებში ჩაფლულ საავადმყოფოს ეზოში სამოთხისებური სიმშვიდე გამეფებულიყო. მზით გაჩახჩახებულ პალატაში კი ძალიან ცხელოდა. პალატაში სადაც ჭლექიანი ავადმყოფები სუნთქავდნენ, წამლების შემაწუხებელი სუნი ტრიალებდა. ექიმების შემოვლის შემდეგ ყველა ავადმყოფი წყნარად იწვა, ვერცერთმა მათგანმა ვერ შეამჩნია რამდეხანს იწვა ასე უგძნობლად გარინდული. ყველა მათგანი ცალ-ცალკე ფიქრობდა, ბედისწერამ ყველას ერთნაირი საჩუქარი მოუმზადა- ტ უ ბ ე რ კ უ ლ ო ზ ი მაკა ლომაძემ თერმომეტრს დახედა და გაუხარდა, უკვე მეორე დღეა სიცხე აღარ ჰქონდა, საწოლიდან წამოიწია, თერმომეტრი ტუმბოზე დადო და პატარა სარკე აიღო. საწოლზე წამომჯდარმა თავის თავს პატარა სარკეში თვალი შეავლო, გაუხარდა მის ცისფერ თვალებს ჯანმრთელი ადამიანის გამომეტველება მიეღო. სარკე ისევ ტუმბოზე დადო და ტუმბოს უჯრიდან წითელი პაკეტი ამოიღო რომელშიც თავისი ნიშნობის დღით გადაღებული ფოტოები ედო. პაკეტიდან ფოტოები ამოიღო და ნაღვლიანი მზერა სურათებს მიაპყრო, რამდენიმე წუთის განმავლობაში ჩაფიქრებული უცქეროდა. ბოლოს თვალი ერთ სურათზე შეაჩერა, სურათში თავის ყოფილ საქმროს ჰენრი ავალიანს სიყვარულით მოეხვია მისთვის მხრებზე ხელი, მას კი ხელში იების დიდი კონა ეჭირა და ბედნიერი თვალებით შეჰყურებდა მას. მაკა საწოლზე წამომჯდარი ფოტოსურათს დიდხანს აკვირდებოდა- ჰენრი როგორ მინდა ისევ ერთად ვიყოთ, როგორი ბედნიერი ვიყავი, როგორ მიხაროდა შენთან შეხვედრა- გაიფიქრა გულში და ცრემლებით აევსო თვალები. სურათები ნიშნობის დღეს გადაიღეს, როცა ბედნიერები იყვნენ, როცა მის ცხოვრებაში უბედნიერესი წუთები იდგა, ოცნება აუხდა, საყვარელ მამაკაცზე თხოვდებოდა, გულის სიღრმეში, ლამაზი რომანტიკული ქორწილი ხომ ყველა ქალიშვილის ოცნებაა. ნიშნობის შემდგომი ყოველი დღე, მის ცხოვრებაში ყველაზე ბედნიერი იყო. მაგრამ ამ ქვეყნად ყველაფერს თავისი დასასრული აქვს, სიხარულს, წყენას, ბედნიერებას თუ უბედურებას. მაკს ბედნიერებასაც ერთშაბად მოეღო ბოლო. მაკამ სურათები გვერდზე გასწია, თავი ხელებში ჩარგო და ფიქრებს მიეცა, ფიქრები წარსულს ახსენებდა, წარსულის ლამაზ მოგონებებს. ცრემლები ყელში მოებჯინა, მისი გონება ვერ იტევდა მწარე მოგონებებს, მისთვის გაუსაძლისი იყო, ის ტკივილი, შეურაწყოფა, რომელსაც აქამდე ატარებდა. საქმროსგან დამცირებული და მიტოვებული ჯერ კიდევ გაოგნებული იყო. მას მოაგონდა მისი ჯანმრთელობის მოულოდნელი დაკარგვა, შემდეგ ექიმების მიერ დასმული ტუბერკულოზის დიაგნოზი, ეს იყო მის ცხოვრებაში ყველაზე დაუჯერებელი წუთები, მან იგრძნო, რომ მისი სიყვარულის კოშკი თვალწინ ენგრეოდა. მაკა ფიქრებმა შეაწუხა და ააფორიაქა, მის მეტყველ თვალებს უბედობის ბეჭედი ესვა. პალატაში ექვსნი იწვნენ, ხუთი ავადმყოფი და ერთი თავმდგური. სხვადასხვა ბუნების ადამიანებს ყოველთვის უჭირთ ერთმანეთთან შეგუება, მაგრამ საავადმყოფოში, საერთო ავადმყოფობის წინაშე, ამხანაგობა, მეგობრობა იგრძნობოდა ერთმანეთის მიმართ. ერთმანეთისთვის უცხო ავადმყოფები, საერთო პალატამ და გარემომ ერთმანეთს დაამეგობრა. მაკაც მალე შეეჩვია პალატაში ყველას. მაკა ლომაძე საწოლზე წამოწოლილი ნიშნობის ფოტოებს დიდხანს ათვალიერებდა, ყველა სურათიდან ის და თავისი საქმრო იცქირებოდა. პალატაში უჩვეულო სიჩუმე იყო, ყველა ავადმყოფი ცალ-ცალკე ფიქრობდა, მხოლოდ ნათია ტაბიძის ხველა თუ დაარღვევდა პალატაში გამეფებულ სიჩუმეს. ნათია რომლის ავადმყოფობა გართულდა რადგან ტუბერკულოზის უმძიმესი მდგომარეობა ჰქონდა. ორმოცდაათიოდე წლის ცხოვრებისაგან მრავალტანჯული ნათიას დედა ქვრივი ქალი ნანულიც ნაღვლიანი თვალებით თავის შვილს ნათიას შესცქეროდა, რომელიც საწოლზე ჯვარცმულივით იქვა და წამდაუწუმ ნაქარგიან ცხვირსახოცში ახველებდა. ორი შვილის დედა ლელა იშხნელი კი დაფიქრებული ტუჩებს იკვნეტდა, ის ფიქრობდა ქმარზე, შვილებზე, ოჯახზე. ლელა რომელმაც ტუბერკულოზის სუნს ექიმების დიდი მოვლით და ყურადღებით თავი დააღწია და გამოკეთდა, მაგრამ ხელმეორედ გაცივდა და ავადმყოფობამ შეუბრუნა. ლაპარაკის მოყვარული და განთქმული ცრუპენტელა ანა ჩიქოვანი კი საწოლზე ბალიშს მიყრდნობილი სანახევროდ წამომჯდარიყო. მარიამ ბობოხიძე კი საწოლზე წამოწოლილი ჟურნალს ათვალიერებდა, თან ცალი თვალით მაკა ლომაძეს უცქეროდა, მან შეამჩნია მაკას თვალებზე ცრემლები. მაკა ლომაძემ პალატაში თავი ცუდად იგრძნო, უხმოდ წამოდგა საწოლიდან და პალატიდან აივანზე გავიდა. აივნიდან თვალს ხიბლავდა ბუნების შეუდარებელი სილამაზე, ბუნების რომელიც სუფთა ჰაერით მსოფლიოს კვებავდა. მაკამ უცებ ბუნების სიყვარული იგრძნო. საავადმყოფოს ეზოში რამდენიმე გამოჯამრთელებული ავადმყოფი წინ და უკან სეირნობდნენ, მათ სახეზე აშკარად გამოჰკრთოდა სიცოცხლის სიყვარული. -ცხოვრება გრძელდება საავადმყოფოში, ამისთვის ვართ აქ, სიცოცხლე უნდა გაგრძელდეს- გაიფიქრა გულში. მაკა აივნიდან ავადმყოფებს სიბრალულით დასცქეროდა, ეზოში ჩხირივით გამხდარი ავადმყოფი, მძიმედ და ნელა მოძრაობდა, თითქოს სიცოცხლე თავდებაო. მეორე ავადმყოფს კი რომელიც წვერგაუპარსავი იყო, საოცრად გატანჯული და ავადმყოფობისგან განაწამები სახე ჰქონდა. მშობლიურ კერას მოშორებული ავადმყოფები ეზოში ერთმანეთს შესცქეროდნენ იმ სიბრალულით რომელიც ერთს ავადმყოფს შეიძლება მეორისადმი ჰქონდეს. ისინი მეგობრობდნენ ერთმანეთში თუნდაც იმიტომ რომ ყველას ერთნაირი სატანჯველი ჰქონდათ - ტუბერკულოზი. საერთო ავადმყოფობის დატყდომისას ხომ ყველას ერთნაირი რეაქცია უჩნდებათ, სულერთია რა პროფესიის არიან, ერთნაირად იტანჯებიან, მძიმე ავადმყოფები ერთნაირი სიკვდილის შიშით და ერთნაირი გამოჯამრთელების იმედით ცოცხლობენ. ერთმანეთის სიბრალულით და ურთიერთსიყვარულით არსებობენ, სიბოროტე უფრო ნაკლებადაა მათში ვიდრე სხვა დროს. მაკას გული შეეკუმშა და დაღვრემილი უცქეროდა მათ. უცებ მისი მზერა ნაძვის ხესთან მარტოდ მდგარი მომხიბლავი უცნობი მამაკაცის თვალებს შეეფეთა, ის ცოტა განცალკევებით იდგა სხვა ავადმყოფებთან. ახალგაზრდა მამაკაცი თვალს არ აშორებდა, ის ქანდაკებასავით გაუნძრევლად იდგა და მანეკენს ჰგავდა. მაკა მიხვდა, ეს ის მხატვარი იყო რომლის ნახატებით ყველა ავადმყოფი გაოცებული იყო . მაკამ მას სევდით სავსე თვალები მიაპყრო. მას კვლავ ჰენრიზე ფიქრი უტრიალებდა თავში. ოცნებით აღსავსე თვალები მხოლოდ ჰენრის დაეძებდნენ, ჰენრის რომლის დავიწყებას ვერ ახერხებდა. მაკამ ნელა ისევ გააპარა მზერა უცნობი მხატვრისკენ, ის ისევ უსიცოცხლო მანეკენივით ნაძვის ხესთან გაუნძრევლად იდგა და მიშტერებული მიშჩერებოდა მას. მაკა შეტრიალდა, ცდილობდა მისკენ აღარ ეცქირა, თითქოს ამით ჰენის სიყვარულს ბოლო მოეღებოდა. მარიამი აივანზე გავიდა, ერთხანს დაფიქრებით, ყურადღებით შესცქეროდა მაკას, შემდეგ ნელა მიუახლოვდა, ფრთხილად დაადო ხელი მხარზე და წყნარად უთხრა : -მაკა რა მოხდა, ისევ ჰენრიზე ფიქრობ? დანაღვლიანებული ხარ- მარიამს ესმოდა მისი გულისტკივილი და ისიც განიცდიდა. მაკა გამოერკვევა, ღრმად ამოისუნთქა და რამდენიმე წუთს ცრემლიან თვალებზე ხელები აიფარა. -მაკა ისევ ფიქრობ ჰენრიზე? ვხედავ რომ ტირიხარ. მაკა შემობრუნდა და მარიამს თვალებში შეხედა. -ჰო ვფიქრობ- უპასუხა მან და თვალებზე ცრემლი მოადგა- ჰო ვფიქრობ ასე როგორ მომექცა, ღმერთო ასე როგორ მომექცა ! -მაკა ძალიან მიჭირს იმის ურება რომ ძალიან განიცდი, მაკა თავი ხელში აიყვანე, ნუ ტირი კარგი. -მარი მასზე ფიქრი თავიდან ვერ ამოვიგდე, ჰენრიზე ფიქრში ვიძინებ და ჰენრიზე ფიქრში ვიღვიძებ, არ მინდა იმის დაჯერება რომ ჰენრის ვეღარ ვნახავ, მინდა ყველას გასაგონად ვიყვირო რომ მიყვარს. -მაკა არ მინდა გული გატკინო, მაგრამ ცხოვრება ხანდახან სასტიკ სიუპრიზს გვიმზადებს იქნებ დაივიწყო ჰენრი, სამუდამოდ დაივიწყო - მარიამი ყურადღებით უცქეროდა მაკას. -არა მისი დავიწყება არ შემიძლია, რომ იცოდე როგორ ვიტანჯები, სიცოცხლე აღარ მინდა ისეთი გრძნობა მაქვს ჰენრის გარეშე ვერ ვიცოცხლებ - მაკამ მარიამს მოღუშული მზერა მიაპყრო. -არ ვიცი რით დაგეხარო, მაკა დაივიწყე ჰენრი, დაივიწყე წარსული, მომავალზე იფიქრე, შენი თავის შენი მოწოდების ხელახლა პოვნაზე. მაკას გაეცინა. -რა გაცინებს ? -ჩემი აზრით რაღაც მომავალი ყოველთვის არსებობს, ცხოვრება წინ მიდის შეუჩერებლად, მაკა პესიმისტი ნუ იქნები, ბედისწერას არასოდეს მიენდო. - ბედისწერას -გაიმეორა მაკამ ჩუმად ფიქრიანი ხმით, შემდეგ მარცხენა ხელის თითზე წამოცმულ ჰენრის ნაჩუქარ ვერცხლის ბეჭედს დახედა და მელანქოლიურად დიდხანს უცქირა, ვერცხლის ბეჭედმა ჰენრი გაახსენა, თავი დახარა და თვალზე ცრემლი მოერია- ბეჭედს რა მნიშვნელობა აქვს როცა ჩვენი ქორწინება დანგრეულია- ჩაილაპარა ჩუმად. გაგრძელება ხვალ საღამოს ათ საათზე მარინა ცენტერაძე- სიცოცხლე მშვენიერია 61 1-ს მოსწონს
|