სხვა პო@ნომოდელმა განაცხადა, რომ ილონ მასკისგან შვილის გაჩენის სურს...მარსზე 21 ნოემბერი, 16:27
შვედ პორნომოდელს, 22 წლის ელზა ტორას სურს გახდეს პირველი „მარსიელი ბავშვის“ დედა. თავის უცნაურ სურვილზე მან ისაუბრა რადიო შოუში The Kyle and Jackie O Show, (კაილის და ჯეკის შოუ) იუწყება Daily Mail-ი.
ტორამ აღიარა, რომ ის ნამდვილად გატაცებულია სამეცნიერო ფანტასტიკით. „არასდროს ვიტყოდი უარს სექსზე უცხოპლანეტელებთან ან ილონთან...“ - თქვა მან და იგულისხმა მეწარმე, მილიარდერი ილონ მასკი. შეგახსენებთ, რომ ილონ მასკმა პირობა დადო, რომ დაიწყებს მარსის კოლონიზაციას 2030 წლისთვის და გააგზავნის ადამიანთა მცირე ჯგუფს Starship-ის რაკეტა-მატარებლით, რომელიც მისი კომპანიის SpaceX-ის მიერ არის შემუშავებული. პორნომოდელმა აღნიშნა, რომ წინააღმდეგი არ იქნება კოსმოსურ ექსპედიციაში გააჩინოს ბავშვი მასკისგან, რადგან ის არის "მაგარი, მხიარული და გამოცდილი". მისი თქმით, მან მეწარმეს თავისი სურვილის შესახებ სოციალურ ქსელ X-ში მიწერა და ასევე შექმნა პეტიცია მოთხოვნით, რათა მარსის ექსპედიციაში წაიყვანონ. შემდეგ კაილის თანაწამყვანმა ჯეკი ო'ჰენდერსონმა მარსიანელ მომავალ დედას ჰკითხა, თუ რატომ უნდა იყოს მაინცდამიანც მისი პლანეტათაშორისი ბავშვის მამა ილონ მასკი. "ის ასტრონავტია და უკვე 12 შვილი ჰყავს, ამიტომ გამოცდილება აქვს", - უპასუხა OnlyFans-ის მოდელმა. ილონ მასკი ვარაუდობს, რომ 2050 წლისთვის პლანეტაზე ერთი მილიონი ადამიანი იცხოვრებს. ცოტა ხნის წინ ვწერდით ილონ მასკზე, რომელსაც ცივილიზაციის მთავარ საფრთხედ დაბალ შობადობას მიიჩნევს, ამიტომ საკუთარ სპერმას სთავაზობს იმ ქალებს, ვისაც შვილების გაჩენა სურთ. 207 2-ს მოსწონს
|