საქართველო ვიღაცის პოლიტიკურ ამბიციებს "შეწირული" ქართული საზოგადოება 21 ნოემბერი, 14:11 რუსთაველის გამზირი ათწლეულებია მიტინგების ეპიცენტრადაა ქცეული, ოპოზიციას საბაბი არ ელევა მიტინგებისათვის. კოლოსალური თანხები იხარჯება თბილისში ათეულ ათასობით ადამიანის ჩასაყვანად. ზუსტად ვიცი, რეგიონებიდან ჩაყვანილებს რამდენს უხდიან, ცალკე უხდიან კვებისათვის, თან ისეთი ხალხი მიყავთ, ვისაც პოლიტიკა ისე ესმით, როგორც მე ჩინური. წლების წინ მომიწია რუსთაველზე მიტინგების პროცესში ყოფნამ, მამიდაშვილის მოსანახულებლად მივედი. მკითხველთან ბოდიშს ვიხდი, მაგრამ სიმართლე უნდა დავწერი-შარდის და ფეკალიების სუნით ყარდა იქაურობა. ამას დაუმატეთ ღრიანცელი, მეგაფონების თუ დინამიკების ხმა. წარმოიდგინეთ რა დღეშია ადგილობრივი მოსახლეობა, მიტინგები არ მთავრდება, პარლამენტარობა პოლიტიკოსები უარს აცხადებენ, მაგრამ როგორც ყოველთვის მაღი ერთობა მალე დაიშლება და გრიალით შევარდებიან პარლამენტში, ერთი ნაწილი გააკრიტიკებს, მეორე ნაწილი გალანძღავს, მაგრამ ორივე ნაწილიც შევა პარლამენტში. არჩევნები გააყალბესო, რამდენი პროცენტია გაყალბებული ან კომისიის წევრები, რომ ყავდა ოპოზიციას რატომ მაშინვე არ ჩააყენა უცხოელი ელჩები საქმის კურსში? გვარამია არ იძახდა, ეს აპარატი 100%-იან გარანტიას იძლევა ხმის დასაცავადო? მოკლედ და კონკრეტულად-დროა ოპოზიცია მიუჯდეს მოლაპარაკების მაგიდას და პარლამენტში შევიდეს მიღებული ხმებით. ქვეყანაც დამშვიიდება და პარლამენტიც მუშაობას შეუდგება კონსტიტუციის შესაბამისად, თორემ ახლა კრილოვის იგავივით "ლებედ-რაკ და შუკა"-ს რეჟიმშია ქვეყანა. სპეცრაზმის მეთაური ხარაზიშვილი მეტსახელად "ხარება" წინა ხელისუფლების დროს როცა არულენდ დავალებებს კარგ კაცად თვლიდნენ, ახლა როცა ასრულებს დავალებას "კაციჭამია" გახადეს. არჩეულ რექტორს სტუდენტი არ უნდა უყენებდეს ულტიმატუმს და მის გადადგომას არ უნდა მოითხოვდეს, მით უფრო როცა საუბარია ბატონ ჯაბა სამუშიაზე. სტუდენტის მოვალეობაა სწავლა და არა მიტინგზე საჯდომზე ეროვნულ დროშა გადაფენილ მდგომარეობაში "ჯოს" ძახილი და ცეკვა-თამაში. ნებისმიერი საღი აზროვნების ადამიანი მიხვდება, რომ რაც ახლა ხდება ესაა მართული პროცესი, რომელიც იმართება ყოფილი ხელისუფლების ძებნილი და კრიმინალი ჩინოვნიკების და მათი ლობისტი ევროპა-ამერიკის გარკვეული ჯგუფების მიერ. როცა დიპლომატი აცხადენს, რომ ქვეყნის ლეგიტიმური ხელისუფლება გადასაყენებელია, ის უნდა იქნეს გაძევებული ქვეყნიდან, როგორც ქვეყნის კონსტიტუციური წყობის მოწინააღმდეგე და სახელმწიფო გადატრიალების შემგულიანებელი. 64 5-ს მოსწონს |