მსოფლიო ტრამპი თეთრ სახლს სექსუალურ შევიწროებაში ბრალდებული მამაკაცებით ავსებს 20 ნოემბერი, 13:17 ტრამპის ნომინაციებიდან სულ მცირე ოთხი დაადანაშაულეს სექსუალურ შევიწროებაში, დაწყებული შევიწროებიდან დამთავრებული თავდასხმამდე და გაუპატიურებამდე. თავად ტრამპი 2 ათეულმა ქალმა დაადანაშაულა სექსუალურ ძალადობაში და გაუპატიურებაში და მხოლოდ შარშან ფედერალურმა ნაფიცმა მსაჯულმა ის პასუხისმგებელი აღმოაჩინა 1990 -იან წლებში ჯინ კეროლის სექსუალურ ძალადობაში. მისი ყოვლისმომცველი მიზოგინობა და ქალთა ჰუმანურობის უგულებელყოფა იყო მისი პოლიტიკური კარიერის ხელმოწერა. მთელამ ქვეყანამ გაიგო, რომ ის მხარს უჭერდა სექსუალურ ძალადობას სამარცხვინო “აქსეს ჰოლივუდ" ფირზე, რომელმაც გაჟონა 2016 წლის არჩევნების წინ. მისი მცდელობებიც კი დაამშვიდოს ქალი ამომრჩევლები ანტიფემინისტური რიტორიკის გამო, სასაცილოდ სექსისტურია. 2024 წლის არჩევნებამდე ხუთი დღით ადრე, მან პირობა დადო, რომ დაიცავს ჩვენი ქვეყნის ქალებს, მიუხედავად იმისა, ეს მათ მოეწონებათ თუ არა. მისი დაუოკებელი სექსიზმი “ძაღლის სასტვენივით" მუშაობდა მისი ყველაზე მგზნებარე მხარდაჭერებისთვის, მათ შორის რამდენიმე მათგანი დააპატიმრეს კაპიტოლიუმის 6 იანვრის შტურმისთვის, რომლებსაც ჰქოდათ ქალთა მიმართ ძალადობის ისტორია. “როდესაც ჩვენ ვირჩევთ პრეზიდენტს, ჩვენ ველით, რომ პრეზიდენტი უზრუნველყოფს ქალების უსაფრთხოებას"-, განაცხადა დეპუტატმა ტერეზა ლეგერ ფერნანდესმა, ქალთა დემოკრატიული ჯგუფის ვიცე თავჯმდომარემ. ის ასევე აცხადებს:“ როდესაც ის ნიშნავს მამაკაცებს, რომლებსაც ადანაშაულებენ ქალების მიმართ სექსუალურ ძალადობაში ...ის ღალატობს ქალებს, რომლებმაც ხმა მისცეს, და ის ღალატობს ყველა ქალს ამერიკაში". ტრამპმა შოკში ჩააგდო რესპუბლიკელებიც კი, როცა გენერალურ პროკურორად ყოფილი პარლამენტარი მეტ გეტსი აირჩია. გეტსი იყო ორი გამოძიების ყურადღების ცენტრში, რომელიც დაიწყო იუსტიციის დეპარტამენტში სექსუალური ტრეფიკინგის, სექსუალური გადაცდომისა და ნარკოტიკების უკანონო მოხმარების გამო. 0 შეფასება არ არის
|