ამოცანები არეულობა ზოოპარკში – დეტექტიური გამოცანა (პასუხი აქვს) გუშინ, 13:30
ზოოპარკის დაკეტვის დრო მოდიოდა. ბოლო ვიზიტორები უკვე ნელ-ნელა გასასვლელისკენ მიდიოდნენ, რომ უეცრად, კივილის ხმა გაისმა. ზოოპარკის ერთ-ერთ დამთვალიერებელს, საშუალო ასაკის ქალბატონს, ჩანთა მოსტაცეს. მან გაქცეული დამნაშავის ზურგის შეთვალიერება მოასწრო, მაგრამ სახე ვერ დაინახა. დამნაშავეს მაშინვე ინსპექტორი ვარნიკე გაეკიდა, რომელიც ზოოპარკში იყო, რამდენიმე საათის, მშვიდ გარემოში გასატარებლად. ინსპექტორს ერთი დამთვალიერებელიც შეუერთდა, რომელმაც უთხრა, რომ იქ ყველაფერს კარგად იცნობდა და რომ, ყველა შესასვლელ-გასასვლელი იცოდა. მათ ერთად მთელი პარკი შემოირბინეს. მაგრამ, დამნაშავე არსად იყო. პარკის ტერიტორიიდან ის ვერ გავიდოდა: ღია მხოლოდ ცენტრალური ჭიშკარი იყო, რომელსაც ინსპექტორის ბრძანებით, სამართალდამცავები თვალს არ აცილებდნენ. ვარნიკეს აზრი გაუჩნდა, რომ შესაძლებელი იყო, მას დამხმარე ატყუებდა. იქნებ ის მძარცველის თანამზრახველი იყო და მისთვის კვალის არევას ცდილობდა? მაგრამ, ეს აზრი, მაშინვე მოიშორა თავიდან, რადგან მისი ყურადღება ერთმა გარემოებამ მიიპყრო და დამნაშავეც აღმოაჩინა. კითხვა: რით გასცა თავი დამნაშავემ (პასუხი სურათზეა)? პასუხი:ერთ-ერთი მომსახურე პერსონალი მარტორქას ხორცს აჭმევდა. მარტორქა – ბალახის მჭამელი ცხოველია.
არხის სხვა სიახლეები:* უცნაური ფოტოსურათები XIX საუკუნის არქივებიდან (უცხოპლანეტელები და რობოტები)* ფოტოებზე ასახული უცნაური და საინტერესო ფაქტები* დაკარგული სამაჯური – დეტექტიური გამოცანა (პასუხი აქვს)* ოსტეოპოროზის ნიშნები და მასთან ბრძოლის ეფექტური გზები141 2-ს მოსწონს
|