ამოცანები შხამი ჭიქაში – დეტექტიური გამოცანა (პასუხი აქვს) 21 ნოემბერი, 9:03 სასტუმრო «Bristol»–ის კაბარეში ფარნები ჩაქრა და ყველა სტუმარი, სუნთქვაშეკრული, წითელი პროჟექტორის შუქზე, მარტინას ცეკვას უყურებდა. ხოლო, როდესაც მსახიობმა სცენა აპლოდისმენტების თანხლებით დატოვა, ცირკის დირექტორმა ერიკ ერიქსენმა და მისმა სტუმრებმა, რომლისთვისაც მან მაგიდა დაჯავშნა, შამპანურის ჭიქები ასწიეს... და უკვე 3 წამის შემდეგ, ხელოვნებათმცოდნე ბილი იატაკზე გარდაცვლილი იწვა. ის მოწამლეს! ინსპექტორი ვარნიკე, რომელიც სასტუმროში შემთხვევით იმყოფებოდა, სასტუმროს აღელვებულ მენეჯერს, ცირკის მეფის მაგიდასკენ გაჰყვა. მან მდუმარედ შეათვალიერა მაგიდასთან მდგომები: ილუზიონისტი ერვინი და ბაგირზე მოსიარულე ემილი, რომელიც მსხვერპლის მარჯვნივ იჯდა. ხოლო, მეორე ილუზიონისტი კენტი და აკრობატი ბრუნო, ცირკის დირექტორის გვერდით იდგნენ. ინსპექტორმა ვარნიკემ მაშინვე დაადგინა, რომ შხამი ხელოვნებათმცოდნის ჭიქაში, საცეკვაო ნომრის დროს აღმოჩნდა, რადგან მანამდე, ბილი იმავე ჭიქიდან სვამდა და არაფერი მოსვლია. — ჩვენ ამას ვერ მოვახერხებდით, — განაცხადა ცირკის დირექტორმა. — ვერავინ მისწვდებოდა მის ჭიქას, ადგილიდან ადგომის გარეშე. ერვინმა და ემილმა ცირკის დირექტორის სიტყვები დაადასტურეს, იმასთან დაკავშირებით, რომ იქ მყოფთაგან, ცეკვის დროს, არავინ ამდგარა. — ბოდიშ გიხდით, — ინსპექტორი ცირკის დირექტორს მიუბრუნდა, — შეგიძლიათ, ჯიბეებიდან ყველაფერი ამოიღოთ? დირექტორის შარვლის მარცხენა ჯიბეში პაკეტი ჰქონდა, რომელშიც მომწამლავი ფხვნილი იყო.
პასუხი:ინსპექტორმა ვარნიკე ყურადღება მიაქცია, რომ ცირკის დირექტორმა, თავისი სტუმრებისთვის, «მბრუნავი მაგიდა» დაჯავშნა. მას მაგიდის ზედაპირის ტრიალი, წინ და უკან შეეძლო. ასე რომ, დირექტორმა, საცეკვაო ნომრის დროს, შხამი საკუთარ ჭიქაში ჩაყარა და შემდეგ, მაგიდა მოაბრუნა. არხის სხვა სიახლეები:* მონიკა ბელუჩის მიერ შექმნილი 15 ყველაზე შთამბეჭდავი სახე* უცნაური ფოტოსურათები XIX საუკუნის არქივებიდან (უცხოპლანეტელები და რობოტები)* არეულობა ზოოპარკში – დეტექტიური გამოცანა (პასუხი აქვს)* ოსტეოპოროზის ნიშნები და მასთან ბრძოლის ეფექტური გზები171 1-ს მოსწონს
|