x
მეტი
  • 24.12.2024
  • სტატია:139020
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512558
"ყველა უკლებლივ ფსკერზე ხართ, ვინც ამას რაიმე ფორმით “აპრავებთ”!“ - ვის მიმართავს თაკო ჩარკვიანი

image


პოლიტიკოსი, თაკო ჩარკვიანი ქვეყანაში მინდინარე მოვლენებს სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის პოსტით ეხმაურება და წერს:

"1978 წელს ქართული ენის დაცვის დროს, უნივერსიტეტის ეზოში ჯავშან ტექნიკა- წყლის ჭავლის მანქანები არ იდგა, არც კარი იყო დაკეტილი და არც სპეცნაზი იდგა, ჩვენი მშობლები ( ჯანსუღ ჩარკვიანი, ნოდარ დუმბაძე, გოგოებო ხომ ასეა?!) ჯერ ეზოში, შემდეგ სააქტო დარბაზში იყვნენ სტუდენტებთან ერთად, არც რექტორს ( არცერთ რექტორს -არც ერთ რექტორს ) უკადრებია მსგავსი სიბინძურე, ასეთი შეურაცხყოფა არავის მიუყენებია უნივერსიტეტისთვის, რასაც ეს სამარცხვინო “რექტორი “ სჩადის, ეს ხდებოდა გაგანია კომუნისტური რეჟიმის დროს.


ტფუ ფურთხის ღირსი ხართ ივანიშვილის მონებო!!!!!! ყველა უკლებლივ ფსკერზე ხართ, ვინც ამას რაიმე ფორმით “აპრავებთ” ფსკერზე ხართ!


მაშინ ერთად ვიყავით, სახელმწიფო ენას გვართმევდნენ რუსები!


ახლა არჩევნების უფლებას – ხმის უფლებას ანუ სახელმწიფოს გვართმევენ ისევ რუსები !"- ვკითხულობთ თაკო ჩარკვიანის პოსტში.




0
313
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
313