x
image
lady.ge
როგორ მოვიშოროთ ან დავიბრუნოთ მამაკაცი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით?
image



ვასრულებ თქვენს თხოვნას, რომ სტატიები მამაკაცებზეც ვწერო და ამ ეტაპზე გთავაზობთ სტატიას, რომელიც ჩემს მიერ მართულ ერთერთ ფეისბუქ-გევრდზე გამოქვეყნდა. საავტორო უფლებები დაცულია და თხოვნა იქნება ნუ მიითვისებთ სტატიებს რისი პრეცენდენტიც არაერთგზის ყოფილა!!


მაშ ასე დავიწყოთ.. თუ აბეზარი თაყვანისმცემლის მოშორება გინდათ, ან პირიქით საყვარელი ადამიანის დაბრუნებაზე ოცნებობთ და გზა ვერ მოგინახავთ ამის გასაკეთებლად, ქვემოთ მოყვანილ ინსტრუქციას გადახედეთ:



თუ ის ვერძია



ვერძი ამაყი და ფიცხია. ამიტომ ფიქრი იმაზე, რომ თქვენი ვერძი უკან დაბრუნდება და საკუთარ შეცდომებს აღაიარებს (ნუ, შესაძლოა გულში კიდევაც აღიარებს, მაგრამ თქვენს წინაშე ეს ძალზე საეჭვოა რომ გააკეთოს!) არც თუ გონივრული საქციელია. თუ მის გარეშე გაძლება მაინც არ შეგიძლიათ და ჭკუა გეკეტებათ, უმჯობესია ცოტა ხნით „ტაიმ-აუტი“ აიღოთ და როცა ვერძს ჩვეული სიფიცხე გადაუვლის, თავადვე გადადგათ პირველი ნაბიჯი მისკენ აღიარებით რეპლიკით: „მაპატიე საყვარელო.. დამნაშავე ვარ, შენ ყველაზე საუკეთესო ხარ ამ ქვეყნად“.. ან რამე მსგავსი. თუმცა მანამდე თავი დაირწმუნეთ იმაშიც, რომ თქვენს ვერძს თავად მიეცით საბაბი განშორებაზე ეფიქრა.



კურო

კურო რომ განშორებაზე დააფიქრო (სერიოზულად დააფიქრო) ამისთვის საკმაოდ დიდი და ხანგრძლივი ძალისხმევაა საჭირო. თანაც თუკი იგი თქვენს კომპანიაში თავს კომფორტულად გრძნობს, საეჭვოა რომ თავად მიგატოვოთ კუროსთვის თავის მოწონება საკმაოდ ხანგრძლივი და რთული საქმეა, მაგრამ თუკი იგი ერთხელ შეიტყუეთ თქვენს „მახეში“ მერე მისი იქედან გამოძევება ნამდვილად არ იქნება ადვილი ჰოდა, თუ მოულოდნელად აღმოაჩენთ, რომ თქვენზე შეყვარებული კურო მოულოდნელად სადღაც გაქრა, ორი აზრი არ არსებობს უეჭველი „მოიპარეს“ ამიტომ სასწრაფოდ უდნა მოძებნოთ „ქურდი“ და აუხსნათ რომ სხვისი ქონების ხელყოფა (თუნდაც მოძრავი, ორხელა და ორფეხა ქონების) სასტიკი დანაშაულია




ტყუპები


თუკი თქვენი თაყვანისმცემელი ტყუპი მოულოდნელად გაგიქრათ მხედველობის არედან, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მისი გრძნობები თქვენ მიმართ შეიცვალა უბრალოდ მას ცოტა ხნით დაავიწყდით ამიტომ თავად უნდა გაისარჯოთ და მასთან „შემთხვევითი“ შეხვედრის ორგანიზება მოაწყოთ ამ შემთხვევაში ტყუპი აუცილებლად დაფიქრდება, რომ „ეს გოგო მას საიდანღაც ეცნობა“ ამ მომენტიდან მასთან ურთიერთობა, შეგიძლიათ ახალი ფურცლით დაიწყოთ, მაგრამ თუ ტყუპი მამაკაცის საქციელში ლოგიკის დანახვას შეეცდებით, დამიჯერეთ მოკლე ხანში უბრალოდ ოფოფებს გამოუშვებთ ყურებიდან ამიტომ გამოსავალი ერთია, გაატარეთ მისი უცნაურობები და წარსულის გახსენების გარეშე გააგრძელეთ ხოლმე ურთიერთობა. თუმცა მანამდე ურიგო არ იქნებოდა იმაზეც დაფიქრებულიყავით, ეს ნამდვილად ის კაცია რომელიც გჭირდებათ?




კირჩხიბი


კირჩხიბს თუ დასცილდით არ გაგიკვირდეთ რომ ნაჩუქარ საჩუქრებს მალე უკან მოგთხოვენ აბა რა გეგონათ? ზედმეტი თავისუფლება და უყურადღებობა ყველა კირჩხიბ მამაკაცს აღიზიანებს, თუ თქვენი ძვირფასი „კირჩხიბების რთულ კატეგორიას“ განეკუთვნება საქმეში აუცილებლად (და ოპერატიულად) ჩართავს დედას და შიანურების მთელ არმიას ასე რომ მზად იყავით თავდაცვისთვის და რიგ შემთხვევაში თავდასხმისთვისაც კი საჩუქრები კი დროულად დააბრუნეთ, უფრო მეტიც დამატებით გადაუხადეთ კიდეც მის მჩუქებელს, ცხოვრებაში ასეთი გაკვეთილის მიღებით ხომ გამოცდილებასაც იძენთ, სამომავლოდ ზედმეტად რომ აღარ აწყენინოთ ვინმეს, კირჩხიბთან სწავლა კი ფული ღირს



ლომი


თუკი თქვენ იმის თავხედობა გეყოთ, რომ ლომის „მფარველობაზე“ უარს ამბობთ და გადაწყვიტეთ საკუთარ კარიერასა და მეგობრებსაც დაუთმოთ ხოლმე ხანდახან, ცოტაოდენი დრო, აუცილებლად დაისჯებით და ლომი მიგატოვებთ აბა რა გეგონათ? არც ერთ ქვეშევრდომს არ აქვს მეფესთან ურჩობის უფლება! თუკი ლომთან ურთიერთობაზე მიდიხართ, თავიდანვე უნდა იცოდეთ, რომ დანარჩენი სამყარო ამიერიდან თქვენთვის მხოლოდ მის გარშემო იტრიალებს, ვაი თქვენ თუკი მეფის თავმოყვარეობა შელახეთ, იგი აუცილებლად მიგატოვებთ და სავარაუდოდ აღარც დაგიბრუნდებთ!


ქალწული


ქალწულმა თუ დაშორება გადაწყვიტა, ეს იმას ნიშნავს რომ ან სააბაზანო ოთახი ვერ დაალაგეთ კარგად, ან იდეალურად გაუთოვებელი პერანგით არ დადიხართ )) ან ზედმეტად პირდაპირ მიახალეთ მას საკუთარი ნაკლოვენებები (რაც უთქვენოდაც მშვენივრად იცის!) გაითვალისწინეთ, რომ ქალწულებს პირფერობის ნიჭით დაჯილდოვებული სუფთა გოგონები უფრო ხიბლავთ, ვიდრე პირდაპირი და ალალი ფეთხუმები მით უმეტეს თუკი ყველაფერ ამასთან ერთად, თავს ძლიერ ქალადაც დაუხატავთ, რომელიც საკუთარ აზრს რადაც არ უნდა დაუჯდეს, ფრჩხილებით და კბილებით იცავს, თქვენგან „გაქცეულ“ მამაკაც ქალწულ მამაკაცს, უკან დაბრუნებას დახვრეტის მუქარითაც კი ვეღარ აიძულებთ.

image

სასწორი


გეჩვენებათ რომ სასწორი მამაკაცი თქვენ მიმართ გაცივდა? აბა კარგად გაიხსენეთ, წინა კვირას თავად თქვენ არ გააცანით მას ერთი თქვენი ნაცნობი, ფრიად თამამი და გამომწვევი გოგონა ჰოდა, სწორად მიხვდით, ვინმე „სხვა“ თუ არ გამოჩნდა, ისე თქვენი სასწორი მარტო, დამოუკიდებლად ნამდვილად ვერ მოახერხებდა გადაწყვეტილების მიღებას. ან რა გადაწყვეტილებაზეა საუბარი? ჯერ ხომ მხოლოდ მეგობრობს მასთან, ცოტა ხანი გავა ასე მერყეობაში და ისევ უკან დაგიბრუნდებათ ასე რომ მზად იყავით, ბუმერანგის უკან დასაჭერად, თუ რა თქმა უნდა დარწმუნებული ხართ რომ გჭირდებათ ეს ბუმერანგი



მორიელი


მორიელმა მიგატოვათ? თავიდან ამოიგდეთ სამაგიეროს გადახდის მცდელობაზე ფიქრიც კი! მსგავსი საქციელით მას ნამდვილად ვერაფერს დააკლებთ, თვითონ კი თქვენს საქციელზე ძალიან იხალისებს, ეგ იქნება და ეგ. P.s უკან დაბრუნებაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. უმჯობესია მორიელის შხამი ანტიდოტით „გააუვნებელყოთ“, როგორ და აი ასე.. დაანახეთ, რომ მასთან დაშორებამ ისე „გაგანადგურათ“ ვეღარც ჭამთ, ვეღარც მუშაობთ, ფორმაში ყოფნას ვიღა ჩივის ამ შემთხვევაში, დიდი შანსია რომ მორიელი უკან დაბრუნდება და შეეცდება „ფეხზე დაგაყენოთ“ . ჰოდა მერე თქვენც მაქსიმალურად იყოჩაღეთ და რაც შეიძლება გაახანგრძლივეთ ეს „ფეხზე დაყენების’ პროცედურა


მშვილდოსანი


მშვილდოსანის წასვლის შემდეგ ურიგო არ იქნება თქვენი საბანკო ანგარიში ან საფულე შეამოწმოთ ყველა არა, მაგრამ ბევრი მშვილდოსანი ურთიერთობაში „ჩემი-შენი რამ გაყოს“ პრინციპის მიმდევარია. აი, თუკი ერთ დღეს ახსნა განმარტების გარეშე წავიდა და თქვენს ფინანსურ მდგომარეობასაც არავითარი ზიანი არ მისდგომია ესეიგი გადამეტებული ჭკუის სწავლებით დაღალეთ თუმცა მზად იყავით, რომ რაღაც პერიოდის მერე ისევ უკან დაბრუნდება იმ იმედით რომ ყველაფერ ამას გადაეჩვიეთ ( თქვენ კი იმედი არ უნდა გქონდეთ, რომ ის ოდესმე გადაეჩვევა უპასუხისმგებლობას და ყველა იმ თვისებას რაც მასში გაღიზიანებდათ).


თხის რქა



თხის რქა სერიოზული კაცია ) ვაჭრობის გარეშე ალბათ არსადაც არ წავა თუ რა თქმა უნდა ღირხართ სავაჭროდ და სავარაუდოდ ალბათ ღირხართ, რაკი თქვენთან აქამდე ურთიერთობა გაუგრძელდა თხის რქას ფული უყვარს, ამიტომ თუ კარგი სამსახური გაქვთ, პერსპექტიულ კარიერას იკეთებთ ან უბრალოდ მდიდარი მამიკო გყავთ სავარაუდოდ, თქვენი დროებით გათიშვა ისევ მისი უკან დაბრუნებით დასრულდება. თხის რქა სამომავლო ცხოვრების პეიზაჟებს მონდომებით ხატავს ხოლმე და თუკი თქვენი კანდიდატურა, თავქარიან საქციელთან ერთად ფინანსების ნაკლებობითაც „გამოირჩევა“ გამორიცხული არაა თხის რქის მოლბერტზე სულ სხვა გრაფინიას პორტრეტი იხატებოდეს უკვე



მერწყული


მერწყული როგორც წესი არასოდეს იბუტება, ამიტომ თქვენი ურთიერთობა არც შეწყდება ალბათ, ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით. უბრალოდ იგი რაღაც პერიოდი ახსნა განმარტების გარეშე, თვალთახედვის არედან გაგიქრებათ, ისე რომ ვერც გაიგებთ სად წავიდა და რა მიზეზით ერთი წლის შემდეგ, როცა ამდენი გაურკვევლობისგან და ლოდინისგან თავმობეზრებული გათხოვებას გადაწყვეტთ, თქვენი „უგზო-უკვლოდ“ გამქრალი მერწყული დაგირეკავთ და გულწრფელად აღშფოთდება იმის გამო, რომ თურმე თქვენ, ასეთი არაერთგული ყოფილხართ ცოტა ხნით დაგტოვათ და უკვე სხვაში გაცვალეთ მერწყულის იდეალი ხომ ისეთი ქალია, რომელიც ფესვების გადგმამადე უნდა იდგეს ერთ ადგილას და მის გამოჩენას მოთმინებით ელოდოს


თევზები


თევზების უმრავლესობა როგორც წესი დაშორების ინიციატორი თავად არასოდესაა, მაგრამ ისე მოაწყოს საქმე, რომ მოთმინებიდან გამოსულმა თავად მიატოვოთ იგი, მათ უმრავლესობას საკმაოდ ოსტატურად ეხერხება.
როგორ? როგორ და იგი უბრალოდ გაქრება თქვენი ცხოვრებიდან, ამასთან თქვენს ყველანაირ მცდელობას, როგორმე დაელაპარაკოთ და სიტუაციაში გაგარკვიოთ, “პირში წყალის ჩაგუბების“ პრინციპით უპასუხებს მოკლედ ჭეშმარიტი თევზივით მოიქცევა ასე რომ თევზთან ურთიერთობის პარალელურად, ფსიქოლოგის დიპლომსაც რომ აიღებდეთ ურიგო არ იქნებოდა ყოველ შემთხვევაში, პროფესიულ ცოდნას იმაში მაინც გამოიყენებთ, რომ ზუსტად გაიგოთ თქვენი თევზი სამუდამოდ წავიდა თუ დროებით გაცურა, რა იცით იქნებ თქვენთის წყლის შროშანების დაკრეფა უნდა? )





3
4308
2-ს მოსწონს
ავტორი:lady.ge
lady.ge
4308
  
2012, 9 დეკემბერი, 18:37
რა იცით იქნებ თქვენთის წყლის შროშანების დაკრეფა უნდა? ) :D :D :D აუცილებლად :P
2012, 4 დეკემბერი, 10:49
verdzi amayi da picxi yoveltvis darcheba...ase rom ertxel tu gapatia dro gava igives gaaketebs...sad maqvs magis nervebi :) :P (mec verdzi)
2012, 24 ოქტომბერი, 1:42
+++++
0 1 3