სერბმა მეშახტეებმა აღმოაჩინეს უძველესი რომაული ხომალდის ნარჩენები ბელგრადიდან 70 კილომეტრში
სერბმა მეშახტეებმა, რომლებიც ახალი შახტისათვის საგანგებო სამუშაოებს ასრულებდნენ სენსაციური აღმოჩენის ავტორები გახდნენ სრულიად უნებურად.
ქვიშის, ღორღის და მიწის გარკვეული ფენის ამოღების შემდეგ სერბი მეშახტეები წააწყდნენ ხის გაურკვეველი კონსტრუქციის ნარჩენებს, აღმოჩენის შესახებ შეატყობინეს ხელმძღვანელობას, რომლებმაც თავის მხრივ საქმის კურსში ჩააყენა სერბი შესაბამისი მიმართულების მეცნიერები.
მეცნიერებმა მოხალისეებთან ერთად ქვიშისა და ღორღისაგან გაწმინდეს ხის კარგად შემონახული ძელები, რომელიც ძველ რომაული ხომალდი აღმოჩნდა. ამ ეტაპზე ხომალდის ზუსტი ასაკი დადგენილი არაა, რადგან კვლევებში უცხოელი მეცნიერები ჯერ არ ჩართულან და ლაბორატორიული კვლევებიც არ დაწყებულა.
თუმცა ცნობილმა სერმა მეცნიერმა-მკვლევარმა, არქეოლოგმა მიომირ კორაჩმა განაცხადა, რომ პირველადი დათვალიერების შემდეგ მისი ვარაუდით ძველრომაული ხომალდი გაკეთებულია III-IV საუკუნეში, ჩვენს ერაში.
მისი თქმითვე ზუსტად ამ ადგილზე იყო რომაული ქალაქი ვიმინაციუმი. ქალაქი თანამედროვე სერბეთის დედაქალაქ ბელგრადიდან დაახლოებით 70 კილომეტრში მდებარეობდა.
სერბი არქეოლოგის ვარაუდით აღნიშნული ხომალდი ქალაქ ვიმინაციუმიდან გადაადგილდებოდა დუნაის მიმართულებით სპეციალური არხის მეშვეობით და დიდი ალბათობით წყლის დაბალი დონის გამო ჩარჩა ამ ადგილზე და მისი ამოღება ვერ მოხერხდა.
ასე იყო თუ არა ყველაფერს, ხომალდის ხის ძელების ლაბორატორიული კვლევები დაადგენს.