x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
რა მოხდება თუ ჩრდილოეთ კორეაში ცოლ-ქმრულ ღალატში გამოგიჭირეს?
imageჩრდილოეთ კორეაში ღალატი მართლაც სერიოზულ დანაშაულად არის მიჩნეული და ასეთი ქმედებისათვის ადამიანებს აპატიმრებდნენ და არა მარტო ქალებს, კაცებსაც.


უფრო სწორად სვამდნენ ციხეში, თუმცა ცოტა ხნის წინ ამხანაგმა კიმმა და პარტიამ გააუქმა ეს კანონი. მაგრამ ის მრავალი ათწლეულის განმავლობაში არსებობდა.

კორეის სახელმწიფოს საფუძველი ოჯახია. ფხენიანში ამას ძალიან მკაცრად ეპყრობიან და ყველა სწავლებაში, სასკოლო პროგრამებში და საზოგადოებრივ ჩამონათვალში დაფიქსირებულია, რომ ოჯახი სახელმწიფოს ბირთვია.

image


კორეის ნახევარკუნძულზე განვითარებული მოვლენების შემდეგ ჩრდილოეთ კორეა რთულ ვითარებაში აღმოჩნდა. ყველაზე ნაყოფიერი მიწები, მოსახლეობის უმეტესი ნაწილი და საწარმოო სიმძლავრეები, სამხრეთ კორეაში მოექცა. მაშინდელი მმართველები კი ასე თვლიდნენ: სახელმწიფო მხოლოდ რკინის დისციპლინაზე დამყარებულ ოჯახურ ფასეულობებთან ერთად უნდა აშენდეს.


მაშინ საუბარი იყო იმაზე, რომ ჩვენ ვქმნით ოჯახს მთელი სიცოცხლის განმავლობაში, ვაჩენთ და ვზრდით შვილებს და ვზრუნავთ მშობლებზე მთელი ცხოვრება.


თუ ვინმემ არ იცის, დღეს ჩრდილოეთ კორეაში არ არსებობს რაიმე სახის მოხუცთა თავშესაფარი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადამიანს არ დარჩა ოჯახი (შვილები), უახლოესი ნათესავები ვალდებულნი არიან მიხედონ მას. თუ ისინი არ არიან, მაშინ შორეული ნათესავები მიხედავენ. მხოლოდ ძალიან მცირე პროცენტისთვის, ვისაც საერთოდ არავინ ჰყავს, არის სპეციალური დაწესებულებები.


ახლა რაც შეეხება ღალატს და განქორწინებას. გასაგებია, რომ ყველაფერი შეიძლება მოხდეს და იმის თქმა, რომ იქ საერთოდ, მსგავსი რამ არ ხდება, რა თქმა უნდა ილუზიაა.


მაგრამ ჩრდილოეთ კორეაში ეს მაინც დანაშაულია. ციხეში აღარ სვამენ, მაგრამ თუ ეს მოხდება, იქნება ეს ქალი თუ კაცი, მაშინ ეჭვგარეშეა, რომ ამის შესახებ ყველა გაიგებს. სამსახურში კი ასეთ მოქალაქეს კოლექტივის წინაშე გაკიცხავენ და გაზეთებშიც დაიწერება მათ შესახებ. თავად მოქალაქე კი არასაიმედოდ ჩაითვლება. ეს პრაქტიკა ჯერ კიდევ ეფექტურია.

image

განქორწინებები, ისევე როგორც მრუშობა, ასევე არსებობს. ისინი შეადგენენ ქორწინების 0000.1%-ს. ანუ მხოლოდ ერთეულები და მხოლოდ ძალიან რთულ შემთხვევებში, რომლებსაც გულმოდგინედ აანალიზებენ.


მაგალითად არ შეიძლება თქვა, რომ "ხასიათებით ვერ შევეწყვეთ". შეიძლება ბევრს სასტიკად მოეჩვენოს, მაგრამ ამ ქვეყნისთვის ეს ნორმალურია.


კორეელები ისე არიან აღზრდილნი, რომ დიდი კორეელი ხალხის ოჯახური ღირებულებები და ტრადიციები კრძალავს ღალატს, ხოლო ერთგულება არის ოჯახის ღირსების და პატივისცემის სინონიმი. დღეს ჩრდილოეთ კორეის მოსახლეობა სწრაფად იზრდება.


ქვემოთ მოცემულია შობადობის სქემა.

image



ბევრი ადამიანი წერს, რომ ჩრდილოეთ კორეაში ქალებს არ აქვთ იგივე უფლებები, რაც მამაკაცებს. ეს სისულელეა. 1948 წლის სოციალისტურ კონსტიტუციაში (და 1998 წელს შესწორებული) წერია, რომ ქალებს აქვთ ზუსტად იგივე უფლებები, რაც მამაკაცებს, მაგრამ რის უფლებები აქვთ (უმეტესწილად შეზღუდული) როგორც ქალებს, ასევე კაცებს, ეს უკვე სხვა საკითხია.

0
673
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
673
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0