x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
სიტუაცია ოპოზიციის შიგნით მძიმეა, ლიდერები ერთმანეთსაც აღარ ესაუბრებიან, დაპირისპირებაა ზურაბიშვილთანაც,ბევრი ბიზნესმენი არ აპირებს მანდატების დატოვებას
image

ქუჩის ჩაშლილი აქციების მიუხედავად, ოპოზიცია ისევ ჯიუტად იმეორებს, რომ მათი ბრძოლის მთავარი ხაზი ქუჩაზე გადის. არადა არჩევნებიდან სამი კვირის თავზე, ოპოზიციას ის ხალხიც შემოეფანტა, რომლებიც არჩევნების მეორე დღეს რუსთაველზე იდგა. ასევე თავად ოპოზიციის შიგნით გაჩნდა დაპირისპირებაც. მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიცია ბრძოლას სამი მიმართულებით ცდილობს, აქედან ჯერჯერობით არც ერთი მათგანი არ გამოსდის. როგორც for.ge-ს ინფორმირებული წყარო უყვება, ოპოზიციაში ხელს ერთმანეთისკენ იშვერენ და ერთმანეთს ადანაშაულებენ, რაც ადრე თუ გვიან, გარეთაც გამოჟონავს.



ჯერჯერობით კი, ოპოზიცია ცდილობს სამართლებრივი დავის პარალელურად, პოლიტიკური ბრძოლის ხაზი ქუჩაში გადაიტანოს. თუმცა, ვინაიდან ხალხი აქციებზე აღარ გამოდის, პერფორმანსების დადგმაზე და სიტუაციის ხელოვნურად დაძაბვაზე გადავიდნენ, რათა შექმნან ფონი, თითქოს თბილისში ოპოზიციურად განწყობილი მოქალაქეები არჩევნების „გაყალლბებას“ არ ეგუებიან. მათი რიტორიკა რეალობას უკვე იმდენად ასცდა, რომ საკუთარი ამომრჩევლის მხრიდანაც კი დაცინვის საგანი გახდნენ.


მაგალითად, 13 ნოემბერს ცესკოს მიმდებარე ტერიტორიაზე დეპუტატი ქალების მეთაურობით პროტესტის კერის შექმნას შეეცადნენ. პოლიტიკოსი ანა დოლიძე იმდენად იყო მდგომარეობიდან გამოსული, რომ ქუჩის გადაკეტვა მარტომ სცადა. მიუხედავად პოლიციელების არაერთი თხოვნისა, ის გზაზე მიმავალ ავტომობილებს წინ უდგებოდა და გაჩერებას უბრძანებდა. დოლიძე უკვე რამდენიმე დღეა ამტკიცებს, რომ ისინი არიან გამარჯვებული ხელისუფლება და „ოცნება“ დე ფაქტო ხელისუფლებაა.




„საქართველოს პარლამენტი ვართ ჩვენ, საქართველოს ხელისუფლება ვართ ჩვენ, საქართველოში არჩევნები მოიგო პროევროპულმა მოძრაობამ და ჩვენ ვაპირებთ, ეს არჩევნები დავიცვათ“, - ამბობს დოლიძე.



ანა ნაცვლიშვილი კი ქალების აყოლიებას ცდილობდა და ისიც დაჟინებით, აქციის მონაწილე ქალებთან ერთად იმეორებდა, რომ გამარჯვებული ამ არჩევნებში ოპოზიციაა.


ოპოზიცია ამბობს, რომ მსგავსი აქციები მომავალშიც იგეგმება, ამიტომ 15 ნოემბერს აქცია ახლა ევროკავშირის საელჩოსთან დანიშნეს. ისინი საღამოს შვიდ საათზე შეიკრიბებიან და ევროკავშირის მხრიდან ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას მოითხოვენ.


„ოპოზიციაში ერთმანეთის წინააღმდეგ ბრალდებები და ხელის გაშვერა უკვე დაიწყო. ალბათ, აკვირდებით, რომ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც კი აღარ ჩნდება დიდად და არაფერს აღარ ამბობს. საქმე ისაა, რომ ზურაბიშვილსა და ოპოზიციის ზოგიერთ ლიდერს შორის სამოქმედო გეგმასთან და ლიდერობასთან დაკავშირებით დაპირისპირება დაიწყო. ოპოზიციაში ბევრი ბიზნესმენი არ აპირებს მანდატების დატოვებას. ზოგიერთ მათგანს ეს მანდატი ნაყიდიც აქვს, ამიტომ საერთოდ არ ფიქრობენ, რომ პარლამენტში არ უნდა შევიდნენ. მიხვდნენ, რომ მხოლოდ მელნის გაჟონვა და რაღაცა სისულელეების მოგონება არაფერს მისცემთ.


მსგავსი გაჟონვა მელნის კი არა ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში საერთოდ ღია საარჩევნო ყუთებით ხდება ხმის მიცემა. აქ იყო ძალიან ბევრი დამკვირვებელი და უმეტესმა მათგანმა საკუთარი თვალით ნახა, რაც ხდებოდა. ახლა კი ცოტა მოაზროვნე ვინც არის, ყველა ხვდება, რომ აზრი არაფერს აღარ აქვს. თუმცა იმდენი ფული აიღეს და იმდენი ატყუეს ხალხი, რომ ახლა ერთმანეთს დაერივნენ. რა კარვები და ღამის თევა, მსგავსი არავის არაფერი უნდა. ის ხალხიც კი გაექცათ უკვე, ვინც აქციებზე ფულით მოჰყავდათ. ბოლო დროს ფულის გადახდაც აღარ უნდათ. ამიტომ დარბის თითო-ოროლა პოლიტიკოსი, რომლებსაც ბევრი ფული აქვთ გრანტებით აღებული და ვითომ რაღაცა დღის წესრიგის შექმნას ცდილობენ. ერთმანეთსაც აღარ ენდობიან და მგონია, რომ ყველა რაღაცა დამოუკიდებელ თამაშს თამაშობს და ცდილობენ, როგორ შევიდნენ პარლამენტში“, - ჰყვება წყარო ოპოზიციიდან for.ge-სთან.



მისივე თქმით, რაც შეეხება საყოველთაო დაუმორჩილებლობას, ეს გეგმა ოპოზიციაში ბევრს სასაცილოდაც არ ჰყოფნის. უკვე იმდენი თანხები იხარჯება ამ ყველაფრის ორგანიზებაში, რომ ფულის გამო ერთმანეთსაც უპირისპირდებიან.



„წარმოდგენა არა აქვთ რაზე საუბრობენ, რას აკეთებენ. რა გეგმა რის გეგმა, ისიც კი არ იციან რამდენი კაცი გამოვა აქციაზე. ვის შეუძლია დაუმორჩილებლობა გამოაცხადოს, სად უნდა გაიფიცონ და ა.შ. არაფერი იციან. ასევე, უნდა გამოარჩიონ თავისი ამომრევლიდან ისინი, ვინც მზადაა მნიშვნელოვანი დრო პროტესტს და წინააღმდეგობას დაუთმოს. თუმცა მსგავსი 10 კაციც კი არა ჰყავთ. ეს „საყოველთაო დაუმორჩილებლობა“ რა ჯდება და ვინ იღებს ამ რესურსებს, ამის აზრზეც არ არიან. რეგიონებიდანაც კაციშვილი ვერ ჩამოიყვანეს“, - ჰყვება წყარო მედიასაშუალებასთან.

0
438
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
438
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0