ფოტოგრაფია ფოტო–ილუზიები, ფოტოშოპის გარეშე დღეს, 8:27 ზოგიერთი ფოტო, ხან ისე უჩვეულოდ გამოიყურება, რომ შეიძლება იფიქროთ, რომ კომპიუტერული რედაქტირების გამოყენებით და ეფექტების დამატებით არის შექმნილი. თუმცა, ეს ყოველთვის ასე არ არის. აქ ფოტოებს წარმოგიდგენთ, რომელიც ფოტოშოპის და სხვა ფოტო რედაქტორის გარეშეა გადაღებული: გემი ცაში "გამდნარი შენობა" როდესაც მშენებლობა გრძელვადიანია, ან ჭიანურდება, ქუჩის და ქალაქის ხედი რომ არ გაფუჭდეს, მას გარედან ბანერებს, ან ნახატებიან ქსოვილს აკრავენ. ასეა ამ ფოტოსიც. ფოტო პარიზის ცენტრშია გადაღებული და შენობის ფასადი, რა თქმა უნდა, იმისგან განსხვავდება, რასაც ფოტოზე ვხედავთ. "კაცი, რომელიც ტყეში გარბის" მდ. რონას და არვის გადაკვეთა ამ საოცარი ბუნებრივი მოვლენის ნახვა ჟენევაში შეიძლება. რონას ზურმუხტის ფერი აქვს, რადგან ის ტბიდან გამოედინება. მდ. არვი კი, ალპების მყინვარიდან იღებს სათავეს და მისი წყალი მღვრიე და ჭუჭყიანია. ამის მიზეზი, მდინარის წყლის დიდი სიჩქარეა, რომელსაც ფსკერიდან ქვა და მიწა ამოაქვს. "იუპიტერი" ერთი შეხედვით, იუპიტერის ფოტოს ჰგავს. მაგრამ, თუ კარგად დააკვირდებით, ნახავთ, რომ სურათი ჩვენს პლანეტაზეა გადაღებული და მასზე წყალსაცავია, რომელშიც იხვები დაცურავენ. ფოტო 1991 წ. ჭოგრიტის ობიექტივით არის გადაღებული. "სტუმარი კოსმოსიდან" ფოტოზე მდინარის ჩვეულებრივი კიბოა, რომელიც სათლის ფსკერზეა. მაგრამ, გარკვეული რაკურსით, ისე ჩანს, თითქოს კადრი, სამეცნიერო ფანტასტიკური ფილმიდან არის. შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ეს გიგანტური კიბოა, რომელიღაც პლანეტაზე დაცოცავს. აქლემის ჩრდილი უდაბნოში ფოტო საჰარის უდაბნოში, დრონის გამოყენებით არის გადაღებული. გადაღების მომენტისთვის, უპილოტო საფრენი აპარატი 8 მ. სიმაღლეზე იყო. უდაბნოს ფონზე, ღია ფერის აქლემი, შეიძლება, ვერც კი შენიშნოთ. არხის სხვა სიახლეები:* კატის ფენომენი: რატომ ამბობენ, რომ კატებს 9 სიცოცხლე აქვთ?* მოვლენები და ობიექტები, რომელთა შესახებ, შესაძლოა, არ გსმენიათ* საინტერესო არტეფაქტები, რომლის შესახებ ბევრმა არ იცის* ოსტეოპოროზის ნიშნები და მასთან ბრძოლის ეფექტური გზები144 1-ს მოსწონს
|