x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ფოტო–ილუზიები, ფოტოშოპის გარეშე

ზოგიერთი ფოტო, ხან ისე უჩვეულოდ გამოიყურება, რომ შეიძლება იფიქროთ, რომ კომპიუტერული რედაქტირების გამოყენებით და ეფექტების დამატებით არის შექმნილი. თუმცა, ეს ყოველთვის ასე არ არის. აქ ფოტოებს წარმოგიდგენთ, რომელიც ფოტოშოპის და სხვა ფოტო რედაქტორის გარეშეა გადაღებული:


გემი ცაში
image

ეს იშვიათი ბუნებრივი მოვლენა, მირაჟის ერთ–ერთი სახეობაა, რომელიც "ფატა-მორგანას" სახელით არის ცნობილი. ფოტო ბრიტანეთის სანაპიროზე 2021 წლის 5 მარტს არის გადაღებული. მასზე ნამდვილი გემია ასახული. მაგრამ ის, სანაპიროდან ათობით კილომეტრის დაშორებით არის.


"გამდნარი შენობა"image


როდესაც მშენებლობა გრძელვადიანია, ან ჭიანურდება, ქუჩის და ქალაქის ხედი რომ არ გაფუჭდეს, მას გარედან ბანერებს, ან ნახატებიან ქსოვილს აკრავენ. ასეა ამ ფოტოსიც. ფოტო პარიზის ცენტრშია გადაღებული და შენობის ფასადი, რა თქმა უნდა, იმისგან განსხვავდება, რასაც ფოტოზე ვხედავთ.


"კაცი, რომელიც ტყეში გარბის"image

ეს ფოტოც, გარკვეული გაგებით, ოპტიკური ილუზიაა... ზოგიერთი, ფოტოზე, ზურგჩანთიან ადამიანს ხედავს, რომელიც ტყეში შედის. მაგრამ რეალურად, "ზურგჩანთა" – შავი პუდელის თავია და ძაღლი პატრონისკენ გამორბის.


მდ. რონას და არვის გადაკვეთაimage


ამ საოცარი ბუნებრივი მოვლენის ნახვა ჟენევაში შეიძლება. რონას ზურმუხტის ფერი აქვს, რადგან ის ტბიდან გამოედინება. მდ. არვი კი, ალპების მყინვარიდან იღებს სათავეს და მისი წყალი მღვრიე და ჭუჭყიანია. ამის მიზეზი, მდინარის წყლის დიდი სიჩქარეა, რომელსაც ფსკერიდან ქვა და მიწა ამოაქვს.


"იუპიტერი"image


ერთი შეხედვით, იუპიტერის ფოტოს ჰგავს. მაგრამ, თუ კარგად დააკვირდებით, ნახავთ, რომ სურათი ჩვენს პლანეტაზეა გადაღებული და მასზე წყალსაცავია, რომელშიც იხვები დაცურავენ. ფოტო 1991 წ. ჭოგრიტის ობიექტივით არის გადაღებული.


"სტუმარი კოსმოსიდან"
image


ფოტოზე მდინარის ჩვეულებრივი კიბოა, რომელიც სათლის ფსკერზეა. მაგრამ, გარკვეული რაკურსით, ისე ჩანს, თითქოს კადრი, სამეცნიერო ფანტასტიკური ფილმიდან არის. შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ეს გიგანტური კიბოა, რომელიღაც პლანეტაზე დაცოცავს.


აქლემის ჩრდილი უდაბნოში
image


ფოტო საჰარის უდაბნოში, დრონის გამოყენებით არის გადაღებული. გადაღების მომენტისთვის, უპილოტო საფრენი აპარატი 8 მ. სიმაღლეზე იყო. უდაბნოს ფონზე, ღია ფერის აქლემი, შეიძლება, ვერც კი შენიშნოთ.


imageარხის სხვა სიახლეები:


* კატის ფენომენი: რატომ ამბობენ, რომ კატებს 9 სიცოცხლე აქვთ?

* მოვლენები და ობიექტები, რომელთა შესახებ, შესაძლოა, არ გსმენიათ

* საინტერესო არტეფაქტები, რომლის შესახებ ბევრმა არ იცის

* ოსტეოპოროზის ნიშნები და მასთან ბრძოლის ეფექტური გზები



0
82
შეფასება არ არის
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
82
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0