x
მეტი
  • 26.12.2024
  • სტატია:139069
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512603
ვირტუალური სიყვარული თუ კატასტროფა ?
imageდილას საშინელ ხასიათზე გავიღვიძე, ჩემი უხასიათობა ალბათ ამინდის ბრალი იყო, ვერ ვიტანდი წვიმას .... საწოლიდან წამოვდექი და ტანსაცმლის ჩაცმა დავიწყე, უეცრად ფანჯარას გავხედე და შევხედე როგორ ასკდებოდნენ პაწაწინა წვიმის წვფეთები მინას, გადავწყვიტე სახლში დავრჩენილიყავი, რადგან უნივერსიტეტში განწყობა კიდევ უფრო გამიფუჭდებოდა, თან არაფრის თავი არ მქონდა არც სიარულის და არც ლექციების ... საწოლი გავასწორე ჩემი ოთახი მოვაწესრიგე, მეც მოვწესრიგდი .... დედა უკვე სამსახურში წასულიყო, სახლში მარტო ვიყავი ... წვიმის ხმასთან და ჩემს ფიქრებთან მარტო დავრჩი.. ფანჯარასთან მოვკალათდი, მიუხედავად იმისა რომ წვიმა არ მიყვარდა მაინც მსიამოვნებდა წვიმის წვეთების და აქეთ-იქეთ მიმოფანტული ხალხის ხმა რომლებიც სადღაც მიიჩქაროდნენ .....და კიდევ სიამოვნებას ის მგვრიდა რომ ვიყავი თბილად, მყუდროდ და ყავას მივირთმევდი, ვფიქრობდი ათასგვარ რამეზე ... ცხოვრებაში პირველად მომინდა მაშინ საყვარელი ადამიანი გვერდით მყოლოდა, მინდოდა მასთან ერთად ვმჯდარიყავი იმ ადგილას სადაც ვიჯექი და მელაპარაკა საინტერესო თემაზე, თუნდაც სიყვარულზე, მომინდა მარტო ვყოფილიყავით ოთახში მე, ის და სიჩუმე ...
ამ ფიქრებში ვიყავი და უცებ მომინდა რომ facebook ში შევსულიყავი და გადავშვებულიყავი ინტერნეტ სივრცეში, ჩემი ლეპტოპი გავშალე, ჩავრთე, შევედი ჩემს გვერდზე, დამხვდა კომენტარები, მონაწერები მაგრამ ჩემი ყურადღება მეგობრობის შემოთავაზებამ მიიპყრო, სახელზე გეგა ეწერა. მის ფოტოებს შევავლე თვალი, დიდხანს ვათვალიერებდი, მის კომენტარებსაც გადავხედე და როგორც არმოჩნდა მხიარული ადამიანი ჩანდა, ზოგი ისეთი ფოტო ქონდა გადარებული რომ გავხალისდი და ჩემი ცუდი განწყობაც გაქრა ... მე მეგობრობაზე დავთანხმდი და როგორც აღმოჩნდა ონლაინში იმყოფებოდა, 5 წუთი ველოდი მის როდის მომწერდა მაგრამ ამაოდ, გადავწყვიტე მე მიმეწერა

მე: - უკაცრავად, გიცნობთ?

ის: - არა, მაგრამ გავიცნოთ რა პრობლემა...

მე: - კარგი :)
ის: - რომელი პლანეტიდან ხართ ლანა?:D
მე: - დედამიწიდან :D თქვენ? (ვიღიმები)
ის: - მარსიდან ^_^
მე: - გასაგებია "მარსელო" მეგობარო :) სასიამოვნოა თQვენი გაცნობა, და რამდენი წლის ხართ გეგა? (აშკარად მეტყობოდა რომ მე გამოვიჩინე ინიციატივა მისმიმართ)


ის: - 18 ის, შენც ხო?
მე: - კი :))
ის: - რას საქმიანობ ლანა?
მე: - სტუდენტი ვარ, იურიდიულზე ჩავაბარე და თავისუფალ დროს მეგობრებთან ვატარებ
ის: - მდაა.. საინტერესოა :) და რაა რის შენი გატაცება? რაიმე ჰობი გაქვს?
მე: - ფეხბურთი! ფეხბურთია ჩემი გატაცება :D
ის: - ეხლა არ მითხრა ფეხბურთელი ვარო :D
მე: - დიდი სიამოვნებით გავხდებოდი სიმართლე გითხრა :D
ის: - ოჰოო, მე არ მიყვარს ფეხბურთი, კალათბურთი უფრო მიზიდავს

უკმაყოფილობის გრძნობა დამეუფლა ...მე კი განვაგრძე :

მე: - ცუდია ფეხბურთი რომ არ შედის თქვენს ინტერესებში ..
ის: - ხო რავი :) რომელ გუნდს გულშემატკივრობ?
მე: - ბარსელონა :)
ის: - როგორც გავიგე მაგ გუნდს "ჩავარდნები აქვს" მართლა?
მე: - ახალი მწვრთნელი გვყავს და ბუნებრივია ყველას გაუჭირდება საუკეთესოს შეცვლა .. არის რარაც ხარვეზები, მაგრამ მაინც წინ მიდის გუნდი (მდაა.. უკვე კარგი აზრის ვიყავი ამ ბიჭზე როდესაც საყვარელ თემაზე დამიწყო საუბარი)
ის: - უკვე დამაინტერესე ლანა :) საინტერესო პიროვნება ჩანხარ
მე: - გმადლობთ გეგა ...
ის: - თქვენობით ნუ მომმართავ თორემ თავი ბებერი მგონია:)
მე: - კარგი :D :D :D
ის: - სიყვარულის პლანეტაზე რამე გსმენია ლანუკია? :) (უკვე ზედმეტსახელიც :D)
მე: - მაგ პლანეტიდან გამომაგდეს ^_^ :D
ის: - ცუდია :) მე კი ჯერაც არ ვყოფილვარ იქ . ლამაზია?
მე: - კი, ძალიან ლამაზია, მაგრამ იმედგაცრუებისგან შედგება :)
ის:- ასე აგიცრუვდა გული სიყვარულზე?
მე: - ჰო :)
ის: - როგორ წვიმს არა?
მე: - ჰო მაგრამ არ მიყვარს წვიმა:ის- რატომ?
მე: - არ ვიცი :))
ის: - კარგი, უნდა გავიდე, სარამოს შეგეხმიანები, მოხარული ვარ რომ გაგიცანი ლანა:)
მე: - მეც ასევე :) დროებით :) :*

დღე საინტერესოდ დამთავრდა, საღამოს ისვ მივუჯექი კომპიუტერს და ველოდებოდი გეგას როდის შემოვიდოდა და მომწერდა, მალე შემოვიდა და მომწერა და კიდევ უფრო უკეთ გავიცანით ერთმანეთი...
გადიოდა დრო ცხოვრება მიყვებოდა მდინარის დინებას და მეც მიმათრევდა ... ვსწავლობდი, თავისუფალ დროს მეგობრებტან ვატარებდი, მნიშვნელოვანი მატჩები არ გამომიტოვებია და ვადევნებდი თვალ - ყურს ფეხბურთს, ასე თითქოს საინტერესო ხდებოდა ჩემი ცხოვრება, რაც შეეხება ჩემს ვირტუალურ მეგობარს . კიდევ უფრო დავუახლოვდი, ყოველდღე ვესაუბრებოდით skype ს საშუალებით . აღმოჩნდა რომ მუსიკა ძალიან უყვარდა და მეც შემაყვარა, როდესაც ჩემს ბლოგზე შვედიოდი ყოველთვის მხვდებოდა სასიამოვნო მუსიკები რომლებსაც ჩემს კედელზე პოსტავდა და მიძღვნიდა მე ... ასეთი ყურადღება სიამოვნებას მანიწებდა, ის ადამიანი მაბედნიერებდა, რარაც ხდებოდა ჩემს გულში ისეთი რაც ვერ ავხსენი თუ რა იყო ეს ... - აი ასე ვიყავი ინტერნეტ სივრცეში გადაშვებული ...
image
მახსოვს, 31 ივლისი იყო, 1 ში ჩემი დაბადების დღე ახლოვდებოდა, სკაიპში ვესაუბრებოდით ერთმანეთს . როდესაც 12 შესრულდა მან მითხრა :- " მისმინე ლანუკია! მჭირდები ისე როგორც ადამიანს სჭირდება ჰაერი, თევზს წყალი და მცენარეს მიწა! ... მიყვარხარ ენით აუღწერელი გრძნობით ... იმედია გრძნობით მიპასუხებ..." სიჩუმე იყო .... მან ისევ განაგრძო საუბარი.. - " ჰა ლანუკია?! გავემგზავროთ სიყვარულის პლანეტაზე საცხოვრებლად? წავიდეთ?" .... იმ წუთებში გული ლამის საგულედან ამომივარდა, დაბნეული ვიყავი, არ ვიცოდი რა მეთქვა, სოტყვები გამეფანტა... ბოლოს გავბედე და ვთქვი : "წავიდეთ ! გავემგზავროთ სიყვარულის პლანეტაზე ! შევხედე ასმ სიტყვების გაგონებაზე როგორ გაინათდა სახე მას, დაიღიმა და მიყურებდა დიდხანს და ვიყავით ასე უსიტყვოდ ...
თავს ბედნიერად ვგრძნობდი, ყოველდღე მხვდებოდა სასიამოვნო მუსიკები, და კედელზე მხვდებოდა პოსტები სადაც ეწერა "მიყვარხარ ლანუკია" თავი უბედნიერესი მეგონა ამ ქვეყნად ... ოცნებად გვქონდა ერთად გვეცხოვრა და გვქონოდა ბედნიერი ოჯახი თუმცა არ ვჩქარობდით ....
image
გავიდა 3 თვე ... გეგა შეიცვალა ... ის ადამიანი აღარ იყო რომელიც მიყვარდა, იშვიათად მწერდა ... და მისგან თბილი სიტყვების ნაკლებობას განვიცდიდი ... მისგან სიცივეს ვგრძნობდი. თავს იმით ვიმშვიდებდი რომ ალბათ პრობლემები ჰქონდა და ვერ მეუბნებოდა.მაგრამ იმასაფ ვფიქრობდი რომ ალბათ აღარ ვუყვარდი, დაიღალა ჩემით ... ველოდებოდი იმას თუ როდის მეტყოდა რომ იგი მშორდებოდა და მიმატოვებდა სამუდამოდ ... ჩემი ცხოოვრება ერთი დიდი კატასტროფა მეგონა, ყველაფერი აირია და გული ძალიან მტკიოდა, არ მასვენებდა იმაზე ფიქრი თუ რა დავაშავე და რაში დავუშვი შეცდომა მასთან ... მაგრამ ვერ ვპოულობდი ახსნას და მიზეზს, ასე დიდხანს გაგრძელდა, ბოლოს სულ აღარ მწერდა აღარც ონლაინში იყო და ვეღარ ვხედავდი მას და აღარ მესმოდა მისი ხმა ... ბევრი მესიჯი უპასუხოდ დამიტოვა, ვთხოვდი აეხსნა სიტუაცია მაგრამ ... ბოლოს დავიღალე ასე ყოფნით და იგი ამოვშალე მეგობრებიდან, წავშალე მისი ნომერი, პოსტები და კომენტარები .. გავაქრე იგი სოციალური ქსელიდან, მაგრამ გულიდან ვერა !... მეგონა ამ საქციელის ასახსნელად აუცილებლად მომწერდა, მაგრამ ვცდებოდი ...
image
ცხოვრება გავაგრძელე ისევ ძველებურად ვგრძნობდი თავს .. გულში სიცარიელემ დაიდო ბინა.... გავიდა 1 თვე და რაღაც საქმეზე გაგვიშვეს უნივერსიტეტიდან სხვადასხვა ქალქებში, მე იმ ქალაქში მომიწია წასვლა სადაც გეგა ცხოვრობდა ... არ მეგონა ერთ დღეს შემთხვევით თუ გადავეყრებოდის მას ...
წვიმდა ... ზუსტად ისე წვიმდა როგორც იმ დღეს, როდესაც ის გავიცანი.. პირისპირ შევეჩეხეთ ერთმანეთს ქუჩაში, მისი შავი თვალები ცემს თვალებს უყურებდა .. ვიდექით სე, გაუნძრევლად, და ვუყურებდით ერთმანეთს ... არ მინდოდა მეგრძნობინებინა მისთვის ეამე ... ვიგრძენი თუ როგორ მომნატრებია ... საკუთარ თავს ვეუბნებოდი - "არ ატირდე ! ის შენი ცრემლების ღირსი არ არის ! არ იტირო გთხოვ ლანა ! " .... მაგრამ მაინც ავტირდი ..... მერე გამახსენდა რომ წვიმდა ... და წვიმამ დამალა ჩემი ცრემლები .. სწორედ იმ დღეს შემიყვარდა წვიმა ! .......
image



Ps : ეს არის ჩემი ნამდვილი ამბავი, შეცვლილია სახელი და ჩემი ასაკი :) და რაღაც წვრილმანები .. დიდი მადლობა ყურადრებისთვის :*

19
409
13-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ლანუ
ლანუ
409
  
2013, 15 თებერვალი, 16:05
cudia ase ro dagemarta bevri biji iqceva ase etyoba sheni bedi ar iyo guli ar daiwyvito gamochndeba is ertaderti da mteli gulit shegiyvarebs da shenc mteli gulit sheiyvareb da iqnebi bednieri mteli sicocxlis ganmavlobashi:-D
2012, 1 ნოემბერი, 19:39
+1
2012, 1 ნოემბერი, 18:49
:XXXXX :\\\ ასეთია ალბათ ჩვენი ბედი :დ
2012, 31 ოქტომბერი, 20:21
ეს ამბავი ნამდვილია თუ არა არ ვიცი მაგრამ მეც ასეთი ისტორია გადამხდა ჩემი ცხოვრების ბედნიერი ექვსი თვე ასე დავარქვი ჩემს ამბას მეც დღემდე არ ვიცი რა მოხდა ნამდვილად ასე რატო შეიცვალა მაგრამ რას იზამ ვერაფერს შევცვლი და ამ ამბავმა ჩემი გამახსენა...
2012, 25 ოქტომბერი, 14:25
+++++++++
2012, 24 ოქტომბერი, 20:59
უი))
2012, 24 ოქტომბერი, 20:55
მერე არაფერი .... წამოვედი .. წავიდა :))))
2012, 24 ოქტომბერი, 20:47
დაა თუ შეგიძლია მერე რა მოხდა ისიც თქვი
2012, 24 ოქტომბერი, 16:35
მადლობა გაიხარე :**
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10