კინო ქეთრინ ჰეფბერნი - ოსკარის ლეგენდა 2012, 23 ოქტომბერი, 23:03 80-იანი წლების ამერიკელ ვარსკვლავს ქეთრინ ჰეფბერნს ქალებს შორის ყველაზე მეტი ოსკარის ჯილდო აქვს აღებული ჰოლივუდის ისტორიაში.იგი წარდგენილი იყო 12 ნომინაციაზე, საიდანაც 4 მოიპოვა მთავარი როლის საუკეთესო შესრულებისათვის. მისი დებიუტი ეკრანზე 1932 წელს შედგა და საკმაოდ წარმატებულადაც, მაგრამ რატომღაც მსახიობმა გადაწყვიტა უარი ეთქვა ყველა შემოთავაზებულ კონტრაქტზე და კარიერისთვის თავი დაენებებინა, თუმცა შემდგომ სურვილი გამოთქვა მონაწილეობა მიეღო ფილმში "ქარწაღებულნი", სადაც სკარლეტ ოჰარას როლი უნდა შეესრულებინა.სამწუხაროდ, მას უარი უთხრეს, რის შემდეგაც მსახიობმა გადაწყვიტა ტრიუმფით დაბრუნებულიყო ეკრანზე, რაც გააკეთა კიდეც.ბროდვეიზე თამაშისას მან ჰონორარის სანაცვლოდ მოიპოვა პიესა "ფილადელფიური ისტორიის" ეკრანიზაციის უფლება, რომელშიც პრეტენზიული, განებივრებული არისტოკრატის როლი მოირგო და პირველად იქნა ნომინირებული ოსკარის პრემიაზე.ამის შემდგომ კი მისმა წარმატებამ პიკს მიაღწია.პირველი ოსკარი 1934 წელს მიიღო, ფილმისთვის"morning glory", რასაც, როგორც ვთქვით დიდი შემოქმედებითი პაუზა მოჰყვა.შემდეგი ოსკარი აიღო 1968 წელს, ფილმში "guess who's coming o dinner", რომელსაც მოჰყვა ოსკარი მომდევნო წელსაც ეკრანიზაციისთვის "the lion in winter".ამის შემდეგ ჰეფბერნი ისევ ბროდვეიზე დაბრუნდა, თუმცა დიდი ხნით მაინც ვერ თქვა უარი კინოზე და სერიოზული მოღვაწეობა 1981 წლის ოსკარით დაასრულა, ფილმისთვის "on golden pond".ამის შემდეგ ის ისევ წარმატებულად მოღვაწეობდა თეატრში. ქეთრინ ჰეპბერნი 2003 წელს გარდაიცვალა.მისი რეკორდი ჯერჯერობით ვერცერთმა მსახიობმა ვერ მოხსნა.ბაღი, რომელთანაც იგი ცხოვრობდა დღესაც ამ ვარსკვლავის სახელს ატარებს და იქ ასასვლელი 12 კიბე, სწორედ მისი ნომინაციების რიცხვის სიმბოლოა. 165 4-ს მოსწონს
|