x
მეტი
  • 17.12.2024
  • სტატია:138853
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512485
"გაქცევა შაუშენკოდან" დაღესტნურად - ექვსმა პატიმარმა გვირაბი გათხარა მალულად და გაიქცა

image
დაღესტანში, შამხალის მკაცრი რეჟიმის კოლონიიდან გაიქცა ექვსი მსჯავრდებული. მათ ისე გათხარეს გვირაბი, ადმინისტრაციას ელემენტარული ეჭვიც კი არ გასჩენია გაქცევას თუ აპირებდა ვინმე.


ექვსმა პატიმარმა საკმაოდ დიდი ზომის და სიგრძის გვირაბი გათხარა და ვენტილაციითაც უზრულველყო გაქცევამდე-ამის თაობაზე იტყობინება დაღესტნის სასჯელაღსრულების სამსახურის პრეს-სამსახური.


"შემოვლისას კოლონიის საზედამხედველო სამსახურმა შეამჩნია საკონტროლო ზოლზე ადამიანების ნაფეხურები, რომელსაც გამოძახებული კინელოგები მიჰყვნენ, რადგან პატიმრების შემოწმებისას აღმოჩნდა, რომ კოლონიიდან ექვსი პატიმარი იყო გაქცეული. ძაღლებმა აღმოაჩინეს გვირაბი, რომლის დანახვამ ციხის ადმინისტრაცია შოკში ჩააგდო, რადგან გვირაბის მასშტაბები იმხელა იყო, ვერ წარმოიდგინეს თუ როდის ან როგორ შესძლეს ასე ფარულად ამხელა გვირაბის გათხრა მსჯავრდებულებმა.

image ვინაიდან კოლონია მკაცრი რეჟიმის გახლდათ, კონტიგენტიც მძიმე მუხლებით იხდიდნენ სასჯელს და საფრთხეს წარმოადგენდნენ საზოგადოებისათვის.
2 მსკავრდებული გაქცეულებიდან სასჯელს იხდიდა მკვლელობის გამო, ერთს მისკილი ჰქონდა 15 წელი, მეორეს კი 14 წელი. დანარჩენები სასჯელს იხდიდნენ ნარკოტიკების წარმოების, შენახვისა და გავრცელების მუხლით და ასევე საკმაოდ ხანგრივი ვადით იმყოფებოდნენ კოლონიაში, ორს მისჯილი ჰქონდა 8 წელი, 2-ს კი მისჯილი ჰქონდა 12 წელი.

გაქცეულებს დიდი ალბათობით გარედან ეხმარებოდნენ, რადგან კოლონიიდან გაქცევის შემდეგ სპეციალურად გაწვრთვნილმა ძაღლებმა მათი კვალი დაკარგეს, სავარაუდოდ დამნაშავებს მანანა ან მანქანები დახვდნენ და ისე გაიყვანეს ძებნის ზონიდან.

გაქცეულების შესახებ ფოტო მასალა მთელი რუსეთის მასშტაბით იქნა გავრცელებული, ინფორმაცია მიეწოდა ფერერაციის სუბიექტი რესპუბლიკების შინაგან საქმეთა სამინისტროებს, მაგრამ დღემდე გაქცეულების კვალს ვერ მიაგნეს, მეტიც-მათ შესახებ ვერანაირი ინფორმაცია ვერ იქნა მოპოვებული.


პატიმრებმა კარგად იცოდნენ, რომ კოლონია მდებარეობდა ყოფილი ციხესიმაგრის ადგილზე, ეტყობა იცოდნენ ისიც, რომ მის ვეშ გადიოდა სარდაფი, რომელიც საიდუმლო გვირაბით გადიოდა გარეთ. მართალია გვირაბის გასასვლელის ნაწილი მიწით იყო ამოვდებული, ხოლო ბოლო კი დუღაბით იყო ამოშენებული პატიმრებს გაქცევა არ გაჭირვებიათ.


ადგილი, სადაც ჩავიდნენ პატიმრები სარდაფში.

image
პატიმრებს შორის როგორც ჩანს თავისი საქმის მცოდნეებიც იყვნენ, რადგან გაყვანილია განათება და გაკეთებულია ვენტილაციაც.

imageimage
სწორედ სარდაფში დაყრილი საღებავების ვედროების მეშვეობით გაჰქონდათ გამოჭრილი მიწა და დუღაბი პატიმრებს და მოფარებულ, ბნელ კუთხეში ყრიდნენ.

image




0
164
6-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
164