განათლება 43 წლის მასწავლებელმა 13 წლის მოწაფის გამო ქმარი მიატოვა და მზადაა ამის გამო ციხეში ჩაჯდეს 15 ნოემბერი, 13:19
აშშ-ში, შტატ კალიფორნიაში, მასწავლებელმა, რომელმაც 13 წლის ბიჭი შეაცდინა, გადაწყვიტა მის გამო ქმარი მიეტოვოს. ამის შესახებ Los Angeles Times-ი იუწყება.
43 წლის კოლინ ჯო მატარიკო(Colleen Jo Matarico), მუშაობდა სან ფერნანდოს ველის ერთ-ერთ სკოლაში. ამჟამად მასწავლებელზე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, მას ბრალი ედება საკლასო ოთახში მოსწავლის ცდუნება და შემდეგ მის მანქანაში იძულებითი სექსი. პოლიციის თანამშრომლებმა მოახერხეს მატარიკოსა და მოსწავლის მიმოწერის ხელში ჩაგდება. ქალი ამბობს, რომ თინეიჯერის გულისთვის მიატოვა ქმარი და ირწმუნება, რომ მზად არის ციხეშიც ჩაჯდეს, თუ პოლიცია დააკავებს. გარდა ამისა, გაირკვა, რომ ქალმა მსხვერპლს მარიხუანას აწევინებდა.თავად დაზარალებული მოსწავლის სახელი არ ხმაურდება. ყოფილი მასწავლებლის ოჯახმა იცოდა მისი ურთიერთობის შესახებ და ევედრებოდნენ მატერიკოს, შეეწყვიტა ბავშვთან კავშირი. ცნობილია, რომ ქალს ორი შვილი ჰყავს. მატარიკოს შემდეგი სასამართლო სხდომა ნოემბრის ბოლოს არის ჩანიშნული.მისი გირაო 1, 3 მილიონი დოლარით განისაზღვრა. ცოტა ხნის წინ ვწერდით 32 წლის დანიელ ფიშერზე, შტატ ილინოისიდან(აშშ), რომელსაც ერთბაშად სამ მოსწავლესთან ჰქონდა სექსი, სასამართლომ მასწავლებელს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 263 2-ს მოსწონს
|