x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
უცნაური ფოტოსურათები XIX საუკუნის არქივებიდან (უცხოპლანეტელები და რობოტები)


image


XIX ს. არქივები შავ-თეთრ ფოტოებს შეიცავს, რომელიც დროისა და სივრცის ჩვენს გაგებას აღემატება. მაგ., პარიზის ქუჩებში მოსეირნე დრაკონების, რობოტებისა და უცხოპლანეტელების სურათები და მფრინავი თეფშები, პირამიდების თავზე, გაოცებასა იწვევს და ეჭვებში გვაგდებს. როგორ ავხსნათ ასეთი უჩვეულო ფოტოები, იმდროინდელ კონტექსტში?


image


ასახსნელად, ერთ–ერთი შესაძლო ჰიპოთეზა ის არის, რომ XIX ს. ისტორია ბევრად უფრო რთული და მრავალფეროვანი იყო, ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია. შესაძლოა, არსებობდა პარალელური ცივილიზაცია, რომელიც ტექნოლოგიურად უაღრესად განვითარებული და საზოგადოების თვალისგან დაფარული იყო... და ამ ცივილიზაციას, ისეთ ტექნოლოგიებზე ჰქონოდა წვდომა, რომელიც ჩვენთვის დღეს, ფანტასტიკურად გვეჩვენება, მაგრამ მათთვის, – ყოველდღიურობა იყო (მაგ., ვინც გასული წლის 70–80–ან წლებში ცხოვრობდა და მუსიკას ვინილის ფირფიტებით უსმენდა, ალბათ, ვერც წარმოიდგენდა, რომ 40 წლის შემდეგ, ამის გაკეთებას უსადენო ყურსასმენებით შეძლებდა).


image


მეორე ჰიპოთეზის მიხედვით, ეს ფოტოები, შეიძლება, მხატვრული მონტაჟის, ან ხუმრობის შედეგი იყოს. თუმცა, იმ შემთხვევაში კი, თუ ეს სიმართლეა, კითხვები მაინც ჩნდება, თუ რატომ შეიქმნა ასეთი ფოტოები და რისი სიმბოლო შეიძლება ყოფილიყო XIX საუკუნეში?


image


მიუხედავად იმისა, რეალურია, თუ არა ფოტოებზე ასახული მოვლენები, მაინც გვეძალება ფიქრები იმის შესახებ, თუ კაცობრიობის ისტორიის რა ნაწილი შეიძლება იყოს ჩვენგან დაფარული? შესაძლოა, სწორედ ისტორიის დაკარგული ფურცლები ინახავდეს გასაღებს, რომელიც მხოლოდ წარსულის გაგებაში კი არა, მომავლის პროგნოზირებაშიც დაგვეხმარება.


imageარხის სხვა სიახლეები:


* ფოტოებზე ასახული უცნაური და საინტერესო ფაქტები

* გიგანტები, ჩვენს რეალობაში (15 ფოტო)

* დაკარგული სამაჯური – დეტექტიური გამოცანა (პასუხი აქვს)

* ოსტეოპოროზის ნიშნები და მასთან ბრძოლის ეფექტური გზები



0
362
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
362
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0