იარაღი და ტექნიკა ჩემი უკრაინაში ყოფნისას მოხდა ფაქტი, რომლის მსგავსიც საკმაოდ დიდი სტაჟისა მიუხედავად არ მსმენია 14 ნოემბერი, 14:35 თანამედროვე ომის წარმოება თეორიულადაც მაქვს ნასწავლი და პრაქტიკულად ხომ ვიცი და ვიცი, მაგრამ არსად წამიკითხავს და გამიგონია ისეთ შემთხევაზე, რაც მოხდა უკრაინაში ჩემი ყოფნის დროს.
და რაზეა საუბარი? საომარი მოქმედებების პრაქტიკას არ ახსოვს მრავალჯერადო გამოყენების ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნის РПГ7-ის ყუმბარა აფეთქებულიყო ტყვიის მოხვედრის შედეგად. როგორც ბევრ თქვენგანს მოეხსენება ყუმბარმტყორცნის ყუმბარას უყენია ამფეთქი, რომლის ამოქმედებისას ირთვება რეაქტიული სასტარტო ძრავა, რომელიც კოლოსალური ენერგიით გამორტყორცნის გამშვებიდან ყუმბარას, რომლის ბოლოებში გამშვებიდან გასვლისთანავე იშლება ფრენის მასტაბილურებელი ფრთები. ყუმბარა სამიზნე ობიექტზე მოხვედრისას ფეთქდება, რადგან თავაკზე უყენია ამფეთქი. და მაინც რა მოხდა უკრაინაში? უკრაინაში, როგორც იცით (ვწერდი ამაზე) ვიბრძოდი, როგორც სნაიპერი მსხვილკალიბრიანი სნაიპერული შაშხანით, რომლის ჯავშანგამტანი ტყვიის გულას მარტივად შეუძლია ნებისმიერი სახის მსუბუქად შეჯავშნული საბრძოლო მანქანის ჯავშნის გარღვევა და ეკიპაჟის ან დესანტის განადგურება. უკრაინაში ხარკოვის მიმართულებაზე მოხდა შემთხვევა, რომელმაც რუს ოკუპანტებში საკმაო მსხვერპლი და პანიკა გამოიწვია შემთხვევითობის წყალობით. მხოლოდ ფილმებში ხდება როცა შორს მანძილზე სნაიპერი თავში, რომ ესვრის მსხვერპლს, ესაა მითი. სნაიპერი რომელსაც სნაიპერული შაშხანა შორ მანძილზე სროლის გამო საშუალებას აძლევს აირჩიოს რა ადგილზე ესროლოს მსხვერპლს, ყოველთვის არჩევს ტანს, თუნდაც ჯავშანჟილეტით დაცულს ესროლოს, ვიდრე მოძრავ თავს, რომელზც ტყვიის მოხვედრა მარტივი საქმე არაა. ამ შემთხვევაში სნაიპერმა დააფიქსირე მოწინააღმდეგე, რომელსაც ყუმბარმტყორცნი ეკავა ხელში და გაროლისათვის ემზადებოდა. სწორედ ამ დროს მოახდინა სნაიპერმა გასროლა, მოხდა ის რასაც თავად მსროლელიც კი არ ელოდა, ტყვიის მსხვილკალიბრიანი გულა მოხვდა ყუმბარის თავში მოთავსებულ ამფეთქს, რომელმაც ყუმბარის მოქმედებაში გამოიწვია მაშინ როცა ყუმბარა ჯერ კიდევ გამშვების ლულაში იმყოფებოდა. აფეთქებულმა ყუმბარამ და გამშვევის ნამსხვრევებმა ფუგასური ჭურვის როლი შეასრულა და პრაქტიკულად რუსულ პოზიციაზე დაღუპულების და დაჭრილების მთელი მასა დატოვა. მსროლელი მედალით ფრონტის სარდალმა პირადად დააჯილდოვა და ეს მედალი სადღეისოდ საქართველოში იმყოფება. ეს არ იყო მიზანდასახულად ყუმბარის ასაფეთქებლად გაკეთებული გასროლა, ცეცხლის ერთ ხაზზე მყოფი მსროლელის და ყუმბარის ყოფნამ და შემთხვევითობამ, ასე ვთქვათ სასწაული მოახდინა. ეს არ იყო გამოცდილების, მახვილი თვალის ან მძლავრი შაშხანის დამსახურება, ეს იყო გარემოებათა დამთხვევის შედეგი, რომელმაც ქართველ სნაიპერს მედალი და პატივისცემა მოუტანა. ისე ნურავინ გაიგებთ, თითქოს სნაიპერები ტუმბარმტყორცნის ყუმბარებს ესროდნენ და არა მათ მსროლელებს. ყუმბარას, რომც მოხვდეს ტყვია მაქსიმუმ დარტყმის ძალამ ყუმბარმტყორცნი გააგდებინოს ხელიდან მის მსროლელს ხელიდან, აი ყუმბარის თავაკზე ტყვიის მოხვედრა იგივეა ტანკის ლულას ესროლო ტყვია მის ლულაში მოხვედრილმა ტყვიამ ლულის არხში მყოფი ჭურვის ასაფეთქებლად, რაც წარმოუდგენელიცაა და დაუჯერებელიც. 189 6-ს მოსწონს |