ქალი და მამაკაცი პატარძალს ტირილი წასკდა, როდესაც ნახა, რომ ქორწილში 100 სტუმრიდან მხოლოდ 5 მივიდა (ვიდეო) 14 ნოემბერი, 13:49
პატარძალს ცრემლები წამოუვიდა, რაოდესაც ნახა რომ საკუთარ ქორწილში თითქმის არავინ მივიდა.
ამერიკელი წყვილის ქორწილში ასი დაპატიჟებული სტუმრიდან მხოლოდ ხუთი მოვიდა. ამერიკელი პატარძალი როდესაც საბანკეტო დარბაზში შევიდა, ნახა, რომ დარბაზი თითქმის ცარიელი იყო და ცრემლების წასკდა. კალინა მარიმ, რომელიც შტატ ორეგონიდან არის, თქვა, რომ ძალზე იმედგაცრუებული დარჩა ქორწილის დღეს, როდესაც მივიდა მდიდრულად მორთულ საბანკეტო დარბაზში და აღმოაჩინა, რომ სტუმრების უმეტესობა არ გამოჩენილა. ყველაზე ძალიან, რაზეც ოცნებობდა იყო ზღაპრული ზეიმი საყვარელი ადამიანების გარემოცვაში, თუმცა ე სოცნება აუხდენელი დარჩა. მარი თავის სოციალურ ქსელში ავრცელებს კადრებს, სადაც მისი და მისი საქმრო შეინი დარბაზში შედიან, სადაც მხოლოდ ხუთი სტუმარი იჯდა. წყვილი აღიარებს, რომ მათი ერთადერთი სიხარული მათი ცირეწლოვანი ვაჟი იყო, რომელმაც მშობლები საკურთხევლისკენ წაიყვანა. მარის თქმით, მან ციფრული მეთოდით მოიწვია 75 ადამიანი და ასევე გააგზავნა 25 ლამაზი ქაღალდის მოსაწვევი. მიუხედავად იმედგაცრუებისა, მარიმ გადაწყვიტა ზეიმი გაეგრძელებინა. მოგვიანებით მან განაცხადა, რომ ინციდენტის შემდეგ ისევ ცდილობს გაუმკლავდეს მწუხარებას და სიბრაზეს. წყვილი ცხრა წელია ერთად ცხოვრობს და საერთო შილიც ჰყავთ. ქორწილის თარიღი ჯერ კიდევ იანვარში გამოაცხადეს და დიდი ხნის ნანატრი განსაკუთრებული დღის მოლოდინში იყვნენ. საბოლოოდ მაინც კითხვა დაგებადება.რა შეიძლება მიზეზი ყოფილიყო, რომ ქორწილში ფაქტობრივად არავინ მივიდა?
537 3-ს მოსწონს
|