x
მეტი
  • 26.11.2024
  • სტატია:138470
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512119
“უკვე გადამგდებ ნაცებს რატომ არ უწერთ ამას? რატომ გგონიათ რომ მეორედ არ ალოკავენ გადაფურთხებულს?” – იაკობ ჯანგავაძე
image

.

მარკეტოლოგი, გახარიას მხარდამჭერი იაკობ ჯანგავაძე ოპოზიციის მხარდამჭერებს მიმართავს და შეახსენებს, რომ ნაცმოძრაობამ ერთხელ უკვე მოატყუა ამომრჩეველი და პარლამენტში მაინც შევიდა, ამიტომ მის მხარდამჭერებს ურჩევნიათ დაფიქრდნენ იმაზე, რატომ არ გადააგდებს ეს გუნდი საკუთარ ამომრჩეველს კიდევ ერთხელ და რატომ არ ალოკავს მისივე გადაფურთხებულს მეორე შემთხვევაშიც. ჯანგავაძე ასევე წერს, რომ როდესაც ნაცმოძრაობის განშტოებების მხარდამჭერები ასეთ კითხვებს გიორგი გახარიას მისამართით სვამენ, უმჯობესია ეს მათ ჰკითხონ, ვისაც ხმა მისცენ და ასე დარწმუნებულნი ნუ იქნებიან ნაცმოძრაობის ლიდერების განცხადებებში. ის ასევე ურჩევს საზოგადოებას, რომ უპრინციპო პოლიტიკოსები არა გახარიას პარტიაში, არამედ ერთ, ან მეორე ნაცმოძრაობაში უნდა ეძებონ.

.


ამის შესახებ მარკეტოლოგი იაკობ ჯანგავაძე სოციალურ ქსელში, ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გამოქვეყნებულ სტატუსში წერს და ოპოზიციის აქტივისტებს საჯაროდ მიმართავს. გთავაზობთ მის ფეისბუქ სტატუსს:

'

“ბოლოჯერ ვწერ, გახარიას პარლამენტის მანდატი და სკამი რომ ადარდებდეს, რეიტინგის პიკში მყოფი პრემიერობიდან არ გადადგებოდა.

ვინც არ გადადგა და ძალით მოიშორა ხალხმა არიან – ნაცები. გახარიას არ გამოუცხადებია ბოიკოტი 2020 წელს, რომელიც შემდეგ დაირღვა. თუ რამე გამოარჩევს ამ პარტია თანმიმდევრულობაა. არასდროს ამომრჩეველი არ მოუტყუებიათ.

.

2020 წელს ბოიკოტი გამოაცხადეს, სიები ჩახსნეს და შემდეგ პარლამენტში მაინც შევიდნენ – ნაცები. ახლა რომ გადმომდგარხართ და გახარიას უწერთ, არ შეხვიდე პარლამენტშიო (რაზეც ათსჯერ გითხრეს რომ ამ არალეგიტიმურ პარლამენტში არ შევლენ), ერთხელ უკვე გადამგდებ ნაცებს რატომ არ უწერთ ამას? რატომ გგონიათ რომ მეორედ არ ალოკავენ გადაფურთხებულს? ისრები გაასწორეთ და უპრინციპოები ეძებეთ ნაცებში, გინდ ერთში და გინდ მეორეში. –– წერს ჯანგავაძე.

.


0
208
1-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
208
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0