x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
5 იდუმალებით მოცული ფოტო, რომლებიც არანაირ ახსნას არ ექვემდებარება

image


მიუხედავად მეცნიერების განვითარებისა, მსოფლიოში ჯერ კიდევ ბევრი აუხსნელი რამ არსებობს. ზოგჯერ თანამედროვე ტექნოლოგიებით შეიარაღებული ექსპერტებიც კი ვერ ხსნიან რა ხდება ძველ ფოტოებზე, რომლებიც რამდენიმე ათეულ წელსაც კი ითვლის. დღევანდელ სტატიაში წარმოგიდგენთ 5 იდუმალ ფოტოსურათს, რომელზეც აღბეჭდილ მოვლენებს ახსნა უბრალოდ არ გააჩნია.




1. იდუმალი ასტრონავტი


image


როდესაც 1964 წელს ჯიმ ტემპლტონმა თავისი ქალიშვილი სოლუეი - ფერტის ყურესთან გადაიღო არავინ ელოდა, რომ გოგონას უკან კადრში ასტრონავტის კოსტიუმში გამოწყობილი იდუმალი ფიგურა გამოჩნდებოდა. ცოტა ხნის წინ, ფოტოს კიდევ ერთი ექსპერტიზა ჩაუტარდა, რამაც დაადასტურა, რომ ფოტო დამატებით დამუშავების არანაირ ნიშანს არ შეიცავს.



2. დაუპატიჟებელი სტუმარი


image


კუპერების ოჯახი საცხოვრებლად ტეხასის შტატში ახალი გადასული იყო. ამ მოვლენის აღსანიშნავად კი ახალმოსახლეებმა ახალ სახლში სადღესასწაულო ვახშმის მოწყობა და რამდენიმე სამახსოვრო ფოტოს გადაღება გადაწვიტეს. ფირის გამჟღავნების შემდეგ კი გაირკვა, რომ კუპერებთან ერთად ოთახში კიდევ სხვაც იმყოფებოდა - გაუგებარი ფიგურა ჭერიდან ხან ვარდებოდა, ხანაც ჭერზე ეკიდა, ამის შემდეგ კუპერებმა ახალი სახლი ნაჩქარევად გაყიდეს, ფირი კი კვლავაც FBI-ის ოფისში ინახება.




3. ესკადრონი სრული შემადგენლობით


image


საავიაციო ესკადრონის ეს ჯგუფური ფოტო 1919 წელს იქნა გადაღებული. ერთ-ერთი ავიატორის ზურგს უკან აშკარად ჩანს ვიღაცის სახე. ფოტოსესიის მონაწილეებმა მოჩვენებით ფიგურაში მაშინვე ამოიცნეს ფრედი ჯექსონი - მათი მეგობარი, მექანიკოსი, რომელიც ფოტოს გადაღებამდე ორი დღით ადრე იყო გარდაცვლილი.





4. დროში მოგზაურნი


image


ამ საარქივო ფოტოს ბევრი იმის მტკიცებულებად მიიჩნევს, რომ დროში მოგზაურობა სრულიად შესაძლებელია. ფოტოზე 1914 წელს "South Forks Bridge"-ის გახსნის ცერემონიაა აღბეჭდილი. მკვლევარებს ერთ-ერთ დამსწრე მამაკაცის შემხედვარე კითხვები უჩნდებათ. რატომ აქვს ბიჭს ისეთი თმის ვარცხნილობა, რომელიც უფრო გვიანი პერიოდისთვის იყო დამახასიათებელი? გაკვირვებას იწვევს ასევე მისი საეჭვოდ თანამედროვედ სათვალეც, და პრინტიანი მაისური? 100 წლის წინ მსავსი რაღაცეების შესახებ გაგონილიც კი არ ჰქონდათ. ასევე ბევრ კითხვას ბადებს იდუმალი უცნობის ხელში არსებული რაღაც ციფრული კამერის მსგავსი მოწყობილობაც, თუმცა 1914 წელს ადამიანები სულ სხვა ტექნიკას (მარცხნივ მონიშნულია) იყენებდნენ.




5. "Watertown"-ის მეზღვაურები


image

როდესაც ამერიკული გემი "Watertown" კალიფორნიიდან ნიუ - ორლეანისკენ მიცურავდა, ბორტზე უბედური შემთხვევა მოხდა - ორი მეზღვაური ნავთობის ორთქლით მოიწამლა. მათი ცხედრები ზღვაში, მექსიკის ყურის სანაპიროზე დაკრძალეს. ერთი დღის შემდეგ ვახტერმა წყალში, გარდაცვლილი თანამებრძოლების სახეები დაინახა, რის შესახებაც რა თქმა უნდა, მთელს პერსონალს აცნობა, თუმცა შემდეგ ჯერზე მოჩვენებებს უკვე მთელი გემის ეკიპაჟი ხედავდა. დანიშნულების ადგილზე მისულმა კაპიტანმა მომხადრის შესახებ ყველას აცნობა, მან იდუმალი ფენომენის გადაღების დავალება მიიღო. მექსიკის სანაპიროზე ყოფნისას, გემის პერსონალმა კვლავ დაინახა სახეები ყურის ტალღებში, თუმცა ამჯერად, მათ მათი გადაღება მოახერხეს. ფოტომასალა, ფოტო აპარატურა და თავად ფირი გამოძიების ბიუროს გადაეცა, თუმცა იქ ჩატარებულმა ექსპერტიზამ გაყალბების არანაირი ნიშნები არ გამოავლინა.









0
471
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
471