საზოგადოება
"თქვენც რომ მიგეხედათ საკუთარი თავისთვის ბოსტნის საფრთხობელასავით არ ივლიდით" - ვის მიმართავს ვიკა ბუკია
13 ნოემბერი, 10:18
ჟურნალისტი, ვიკა ბუკია საქართველოს პრემიერ - მინისტრის, ირაკლი კობახიძის მიერ ნიკა გვარამიას ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით მასტიგმატიზებელ განცხადებას სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის პოსტით ეხმაურება და წერს:
"სამშობლოს გამყიდველი და გარუსებული კობახიძე დასცინის მათ, ვინც საკუთარ ფსიქიკურ ჯანმრთელობას პატივს სცემს და უვლის. ბატონო ირაკლი, თქვენც რომ მიგეხედათ საკუთარი თავისთვის ბოსტნის საფრთხობელასავით კი არ ივლიდით. მე არ ვიცი სამშობლოს რატომ ყიდით, იმიტომ რომ ბავშვობაში ფრინველის შიში ვერ დაძლიეთ თუ იმიტომ რომ საკუთარი მენტალური მდგომარეობა დაიკიდეთ. ჩემი აზრით, არც ერთი და არც მეორე. არ მჯერა, რომ ყველა სიბოროტის საფუძველი არამდგრადი ფსიქიკაა. უბრალოდ ხართ აი, ასეთი მ ო ღ ა ლ ა ტ ე და მორჩა."- ვკითხულობთ ვიკა ბუკიას პოსტში.
"გვარამია აცხადებდა, რომ მას ჰქონდა ფსიქიკური პრობლემები, თუმცა იმკურნალა და დაძლია ეს მდგომარეობა. ირკვევა, რომ ... აბსოლუტურად სერიოზულად ვგულისხმობ - რეალურად გაირკვა, რომ არავითარი პრობლემები არ მოუგვარებია, " - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ჟურნალისტებს პარტია"ახალის" ლიდერთან, ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით განუცხადა.